ვალენტინა სვანელი
ვალენტინა იოსების ასული სვანელი (ვალენტინა ლაკვეხელიანი; დ. 19 აპრილი, 1905, ქუთაისი — გ. 5 იანვარი, 1971) — ქართველი თეატრის მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1970).
ბიოგრაფია
რედაქტირება1923 წლიდან მონაწილეობდა ქუთაისის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1923-1935 წლებში მოღვაწეობდა ჭიათურისა და საქართველოს სხვადასხვა თეატრში. 1935 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. გამოირჩეოდა დახვეწილი პროფესიონალიზმით. განასახიერა 300-მდე როლი. მათ შორის: მართა, მელანო, ეკვირინე (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ქამუშაძის გაჭირვება“), ლირსა (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), კესარია (ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“), ქაბატო (ა. ცაგარელის „ხანუმა“), კაკალა (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), ბებია (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა.