ეშმაკის მათრახი

ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი

„ეშმაკის მათრახი“ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი, გამოდიოდა თბილისში 1907–1908, 1915–1917 და 1919–1921 წლებში. სხვადასხვა დროს რედაქტორები იყვნენ თ. ბოლქვაძე და ნესტორ კალანდაძე (ეშმაკი); გამომცემლები — თ. ბოლქვაძე, ა. ბუკია, ე. ლომთათიძე და ს. თავართქილაძე. ჟურნალში ორიგინალური ნაწარმოებებთან ერთად დაბეჭდილია თარგმანებიც. მათ შორის ანტონ ჩეხოვის მოთხრობები. ჟურნალში კარიკატურებთან ერთად იბეჭდებოდა პამფლეტები, ფელეტონები და პუბლიცისტური წერილები.

ეშმაკის მათრახის პირველი ნომრის ყდა.

ჟურნალი დაიხურა თბილისის გენერალ-გუბეტნატორის განკარგულებით 1908 წლის 11 აგვისტოს. მისი გამოცემა განახლდა 1915 წლის 1 მარტს. გამოდიოდა 1917 წლის ბოლომდე. შემდეგ „ეშმაკის მათრახის“ გამოცემა კვლავ შეწყდა და განახლდა 1919 წლის დეკემბერს. გამოდიოდა 1921 წლის 14 თებერვლამდე. შუალედში „ეშმაკის მათრახი“ გამოდიოდა სხვადასხვა სახელწოდებით: „მათრახი“, „მათრახი და სალამური“, „სალამური“, „ეშმაკის სალამური“, „ჩვენი სალამური“ და სხვა.

„ეშმაკის მათხარის“ მხატვრული გაფორმება, კარიკატურები და ნახატები ეკუთვნით ოსკარ შმერლინგსა, შალვა ქიქოძეს და მიხეილ ჭიაურელს. წამყვანი ავტორები იყვნენ „თაგუნა“ (შალვა შარაშიძე), „ეშმაკი“ (ნ. კალანდაძე), „მორიელი“ (ლ. ალექსაშვილი), „ბუტუნა“ (ს. ორაგველიძე).

„ეშმაკის მათრახი“ ასევე ეწოდებოდა ქართულ იუმორისტულ ალმანახს, რომელიც გამოდიოდა თბილისში 1909 წელს, გამოვიდა 2 ნომერი. გამომცემელი — ვ. ცქიტიშვილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • წერეთელი მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 156-157.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება