მათრახი და სალამური
„მათრახი და სალამური“ — ქართული ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი. გამოდიოდა 1909–1910 წლებში თბილისში. რედაქტორი-გამომცემლები — ე. ტურაბელიძე (1909, №№ 1—29; 1910, №№ 1—24); ნ. სულხანიშვილი (1910, №№15—34), გამომცემელი — პ. ომიაძე. თანამშრომლობდნენ მწერლები ნ. აზიანი, ნ. კალანდაძე, ნ. ზომლეთელი, (ნ. ქურიძე), იასამანი (მ. კინწურაშვილი), ტ. რამიშვილი და სხვები; მხატვრები ოსკარ შმერლინგი, ზ. ზაზიაშვილი, ა. გოგიაშვილი, შ. ქიქოძე და სხვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 357.