ალმანახი (გამოცემა)

„ალმანახი“ — ქართული ლიტერატურული ალმანახი, შედგენილი გ. თუმანიშვილის მიერ. გამოვიდა ორი კრებული 1878-1879 წლებში თბილისში. „ალმანახში“ დაიბეჭდა ა. ჭავჭავაძისა და მ. თუმანიშვილის ლექსები, ჯ. ბაირონის, ჟ. ბ. მოლიერის, პ. ბერანჟეს, ა. პუშკინის ნაწარმოებთა თარგმანები, მიმოხილვითი სტატიები ქართული ლიტერატურის, პერიოდიკის და სხვა საკითხებზე. გამომცემელი — გ. ჩარკვიანი.

ლიტერატურა

რედაქტირება