მიხეილ თუმანიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან თუმანიშვილი, მიხეილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.

მიხეილ ივანეს ძე თუმანიშვილი (დ. 6 თებერვალი, 1921, თბილისი ― გ. 11 მაისი, 1996, იქვე) — ქართველი თეატრის რეჟისორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.

მიხეილ თუმანიშვილი

მიხეილ თუმანიშვილი
დაბადების სახელი მიხეილ თუმანიშვილი
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 1921
თბილისი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 11 მაისი, 1996 (75 წლის)
თბილისი, საქართველო
დაკრძალულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა თეატრის რეჟისორი, პედაგოგი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
შრომის წითელი დროშის ორდენი წითელი ვარსკვლავის ორდენი მედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“
სსრკ-ის სახალხო არტისტი სსრკ-ის სახელმწიფო პრემია

საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1961), სსრკ სახალხო არტისტი (1981), თბილისის საპატიო მოქალაქე (1986), ღირსების ორდენის კავალერი (1995), კოტე მარჯანიშვილისა (1980), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1986).

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ თუმანიშვილმა ბავშვობა თბილისში, ვერაზე გაატარა. იგი ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული ხატვით, თეატრით პირველად 13 წლის ასაკში დაინტერესდა, როდესაც რუსთაველის თეატრში სანდრო ახმეტელის მიერ დადგმული "ანზორის" წარმოდგენას დაესწრო. ამის შემდეგ მიხეილი თეატრის ხშირი სტუმარი გახდა[1], თუმცა, პროფესიული არჩევანი თავდაპირველად არქიტექტურაზე შეაჩერა. მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა-ხატვის მისაღებ გამოცდაში ჩაჭრის გამო. 1939 წელს მიხეილ თუმანიშვილი სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, 1941 წლიდან იბრძოდა საბჭოთა კავშირის დიდ სამამულო ომში. კავშირგაბმულობის უმცროს მეთაურთა სკოლის დასრულების შემდეგ, მსახურობდა კავშირგაბმულობის ძალებში. რამდენიმეჯერ დაიჭრა, ტყვედაც ჩავარდა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს მიხეილ თუმანიშვილი დემობილიზებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა. ომში განცდილმა მომავალ რეჟისორზე ღრმა და მძიმე კვალი დატოვა [2].

მალევე, მიხეილ თუმანიშვილი ჩაირიცხა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე,გიორგი ტოვსტონოგოვის კლასში, რომელიც მან 1949 წელს დაასრულა. პირველი სპექტაკლი "მე თქვენ მიყვარხართ" დადგა 1948 წელს.

1949–1971 წლებში მიხეილ თუმანიშვილი მუშაობდა რუსთაველის თეატრში რეჟისორად. 1965–1966 წლებში მთავარ რეჟისორად. 1971–1975 იყო საქართველოს ტელევიზიის სადადგმო რედაქციის მთავარი რეჟისორი, 1975 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ თეატრალური სახელოსნოს მთავარი რეჟისორი. 1949 წლიდან თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგია (1973-იდან პროფესორი). 1978 წელს საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში მისივე სახელოსნო მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი. იყო საქართველოს სსრ (1961) და სსრკ (1981) სახალხო არტისტი, კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1980, მიენიჭა წიგნისათვის "სანამ რეპეტიცია დაიწყება“), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

გარდაიცვალა 1996 წლის 11 მაისს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

შემოქმედება

რედაქტირება

თუმანიშვილის დადგმები გამოირჩევა მკაფიო თეატრალური ფორმით, ემოციურობით, ლაკონიზმით, დახვეწილი გემოვნებით, მაღალი პროფესიული კულტურით. რუსთაველის თეატრში დადგმული სპექტაკლებიდან აღსანიშნავია: ი. ფუჩიკის „ადამიანებო, იყავით ფხიზლად!“ (1951), ჯ. ფლეჩერის „ესპანელი მღვდელი“ (1954), კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (1958), გ. ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (1963), ჟ. ანუის „ანტიგონე“ (1968), ო. იოსელიანის „სანამ ურემი გადაბრუნდება“ (1969), ა. ჩხაიძის „ხიდი“ (1970) და სხვა. თეატრალურ ინსტიტუტში დადგმული სპექტაკლისათვის „ახალგაზრდა გვარდიის სახელით“ (ა. ფადეევის მიხედვით, 1975) მიენიჭა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია (1976). თუმანიშვილმა თავისი შემოქმედებითი გამოცდილება განაზოგადა წიგნში „სანამ რეპეტიცია დაიწყება“ (თბ., 1977) და რიგ საჟურნალო ნარკვევებში.

თეატრალური და სატელევიზიო დადგმები

რედაქტირება
  • 1949 „მარად მწვანე ქედები“ ვ. კარსანიძე. დიპლომი — რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1950 „დაუვიწყარი 1919“ ვ. ვიშნევსკი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1952 „ადამიანებო იყავით ფხიზლად“ ი. ფუჩიკი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1952 „შეშლილის წერილები“ ნ. გოგოლი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1952 „ქარიშხლის წინ“ პ. მალიარევსკი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1954 „ესპანელი მღვდელი“ დ. ფლეტჩერი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1954 „ჰაიტი“ (ა.ვასაძესთან ერთად) უ. დიუბუა. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1955 „ტარიელ გოლუა“ ლეო ქიაჩელი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1956 „ფილოსოფიის დოქტორი“ ბ. ნუშიჩი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1956 „საქმიანი კაცი“ ი. ვაკელი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1958 „დარისპანის გასაჭირი“ დავით კლდიაშვილი. სატელევიზიო დადგმა
  • 1958 „ამბავი სიყვარულისა“ კიტა ბუაჩიძე. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1958 „ანგელა“ გ. სევასტიკოღლუ. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1958 „ჩიპოლინოს თავგადასავალი“ ჯ. როდარი. სატელევიზიო დადგმა
  • 1959 „როცა ასეთი სიყვარულია“ პ. კოჰოუტი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1960 „ირკუტსკის ისტორია“ ა. არბუზოვი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1960 „ქალთა აჯანყება“ კ. სენდერბიუ. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1961 „დონ ჟუანი“ ვ. ა. მოცარტი. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
  • 1961 „ზღვის შვილები“ გ. ხუხაშვილი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1962 „სასტუმროს დიასახლისი“ კ. გოლდონი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1962 „ხედი ხიდიდან“ ა. მილერი. გრიბოედოვის სახელობის თეატრი
  • 1963 „ჭინჭრაქა“ გ. ნახუცრიშვილი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1964 „ზაფხულის ღამის სიზმარი“ უ. შექსპირი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1964 „სიმღერა შევარდენზე“ ვ. დარასელი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1964 „ვეფხიტყაოსანი“ (ა. ჩხარტიშვილთან ერთად) რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1965 „ჯარისკაცი არის ჯარისკაცი“ ბ. ბრეხტი. მოსკოვის ლ. კ. თეატრი
  • 1966 „მეფე ლირი“ უ. შექსპირი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1967 „გვადი ბიგვა“ ლეო ქიაჩელი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1968 „ანტიგონე“ ჟან ანუი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1969 „სანამ ურემი გადაბრუნდება“ ო. იოსელიანი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1969 „ფედრა“ ჟ. რასინი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1970 „მიწის შვილები“ ს. ჟღენტი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1970 „ხიდი“ ა. ჩხაიძე. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1971 „კოლმეურნის ქორწინება“ პ. კაკაბაძე. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1971 „ადამიანის ხმა“ ჟ. კოკტო. სატელევიზიო დადგმა
  • 1972 „გზა მშვიდობისა“ ვ. როზოვი. სატელევიზიო დადგმა
  • 1972 „უბედურება“ დ. კლდიაშვილი. სატელევიზიო დადგმა
  • 1973 „ძალად ექიმი“ ჟან-ბატისტ მოლიერი. სატელევიზიო დადგმა
  • 1973 „იულიუს კეისარი“ უ. შექსპირი. რუსთაველის სახელობის თეატრი
  • 1975 „მილიონერის ვიზიტი“ ფ. დიურენმატი. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი
  • 1977 „ესმერალდა“ ლ. ჭელიძე. კინომსახიობთა თეატრი
  • 1978 „ბაკულას ღორები“ დ. კლდიაშვილი. თეატრალური ინსტიტუტი
  • 1979 „საქმე“ ა. სუხოვო-კობილინი. კინომსახიობთა თეატრი
  • 1980 „ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე“ (ცოტნე ნაკაშიძესთან ერთად) მ. შატროვი. კინომსახიობთა თეატრი
  • 1981 „დონ ჟუანი“ ჟან-ბატისტ მოლიერი. კინომსახიობთა თეატრი
  • 1983 „ჩვენი პატარა ქალაქი“ თ. უაილდერი. კინომსახიობთა თეატრი
  • 1983 „დრაკონი“ ე. შვარცი. თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრი
  • 1984 „ცილინდრი“ ე. დე ფილიპო. თეატრალური ინსტიტუტის სასწავლო თეატრი
  • 1986 „აბესალომ და ეთერი“ ზ. ფალიაშვილი. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
  • 1986 „შეშლილის წერილები“ ნ. გოგოლი. კინომსახიობთა თეატრი
  • 1988 „ბალ-მასკარადი“ ჯუზეპე ვერდი. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი
  • 1991 „ნატაძრალზე“ ლ. თაბუკაშვილი. კინომსახიობთა თეატრი
  • 1992 „ზაფხულის ღამის სიზმარი“ უ. შექსპირი. კინომსახიობთა თეატრი
  • 1994 „ამფიტრიონ-38“ ჟან ჟიროდუ. კინომსახიობთა თეატრი.

ჯილდოები

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ახლა კი, ფარდა! თეატრზე ნაფიქრიდან; წერილები (ავტორი) — თბილისი, არადანი, 1998. — 328გვ.
  • რეჟისორი თეატრიდან წავიდა (ავტორი) — თბილისი, საქ. თეატრის მოღვაწეთა კავშირი, 1989 — 319გვ.
  • სანამ რეპეტიცია დაიწყება... : რეჟისორის დაკვირვებანი (ავტორი). — თბილისი, 1977 — 283გვ

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 124.
  • კიკნაძე ვ., ქართველი რეჟისორები, წგნ. 2, თბ., 1970;
  • მუმლაძე დ., თანამედროვე ქართული რეჟისურა, თბ., 1973;
  • ურუშაძე ნ., ძიებისა და გამარჯვების გზით, „საბჭოთა ხელოვნება“, 1960, № 10;
  • გურაბანიძე ნ., მიხეილ თუმანიშვილის თეატრი თბ., 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება