ეტოშის ეროვნული პარკი

ეტოშის ეროვნული პარკი (ინგლ. Etosha National Park) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ ნამიბიაში. დაარსდა 1907 წლის 22 მარტს. ფართობი 22,269 კმ². მდებარეობს კალაჰარის უდაბნოს ჩრდილოეთ-დასავლეთ კიდეზე, ეტოშის მლაშობის ტერიტორიაზე. აქ დიდი რაოდენობით არის თავმოყრილი მსხვილი ნადირი; გარდა ამისა გვხვდება ლომი, სპილო, მარტორქა, კანა, ზებრა და სხვა. ორნითოფაუნას ქმნის ფლამინგო, აფრიკული სირაქლემა, არწივი, ციცარი და სხვა. სულ გვხვდება დაახლოებით ძუძუმწოვართა — 114, ფრინველთა — 340, ქვეწარმავალთა — 110, ამფიბიათა — 16 და თევზების — 1 სახეობა. ეტოშის მლაშობი პირველად შენიშნეს ევროპელებმა ფრენსის გალტონმა და ჩარლზ ჯონ ანდერსონმა 1851 წლის 29 მაისს. სახელწოდება „ეტოშა“ (გვიანდელ ლიტერატურაში „ეტოთა“) წარმოსდგება ნდონგა ენიდან და ქართულად „დიდ თეთრ სივრცეს“ ნიშნავს. ეტოშის მლაშობის სიახლოვეს სახლობდნენ ოვამბოს ხალხი. 2010 წელს პარკი მოინახულა 200000 ადამიანმა. არის ტურისტული ბანაკები.

ეტოშის ეროვნული პარკი

Etosha National Park

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
კვაგა პარკის ტერიტორიაზე
ქვეყანა ნამიბიის დროშა ნამიბია
კოორდინატები 18°56′43″ ს. გ. 15°53′52″ ა. გ. / 18.94528° ს. გ. 15.89778° ა. გ. / -18.94528; 15.89778
ფართობი 22,269 კმ²
დაარსდა 1907 წლის 22 მარტს
სტუმრობა 200000 (2010)

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება