ციცარი შინაური (ლათ. Numididae), ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. შინაური ციცარი წარმოშობილია ჩვეულებრივი ციცრისგან (Numida meleagris), რომელიც დასავლეთ აფრიკაში ბინადრობს. შინაურ ციცარს აქვს გრძელი, ოვალური სხეული. იყენებენ უმთავრესად სახორცედ. მოზრდილი მამლის მასაა დაახლოებით 2 კგ, დედლისა 1,8 კგ. კვერცხმდებლობა - 70-120 კვერცხი წელიწადში. კვერცხი იწონის 42-45 გრამს. მეციცრეობას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს საფრანგეთში, უნგრეთში, იტალიაში, ინგლისში, აშშ-ში, ავსტრალიაში.

ციცარი
Helmeted Guineafowl and chicks 2247191680.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Numididae

ლიტერატურარედაქტირება

  • ანთაძე ნ., ქსე, ტ. 11, გვ. 234, თბ., 1987