კვერცხმდებლობა
სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა მეკვერცხული პროდუქტიულობა განსაზღვრულ დროში
კვერცხმდებლობა — სასოფლო-სამეურნეო ფრინველთა მეკვერცხული პროდუქტიულობა განსაზღვრულ დროში (თვე, წელი და სხვა). კვერცხმდებლობა დამოკიდებულია ფრინველის სახეობასა და ჯიშზე, მემკვიდრეობით თვისებებზე, ინდივიდუალურ თავისებურებებზე, ასაკსა და გარემოს პირობებზე. ქათმის კარგი კვერცხმდებლობა არის წელიწადში 220-300 კვერცხი, იხვისა 120-180, ინდაურისა 100-150, ბატისა 50-80. სასოფლო-სამეურნეო ფრინველს კვერცხმდებლობის სეზონურობა ახასიათებს, რაც მოვლა-შენახვის პირობების რეგულირებისა და კვების მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების გამოყენების შემწეობით ნაწილობრივ თანაბარდება, ეს კი ზრდის კვერცხმდებლობას. ქათამი კვერცხის დებას იწყებს 5-6, ინდაური 6½–8 და ბატი 8-10 თვისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 495.