ესტონეთის შეიარაღებული ძალები

(გადამისამართდა გვერდიდან ესტონეთის სამხედრო ისტორია)
ესტონეთის შეიარაღებული ძალები
ესტონეთის შეიარაღებული ძალები
Eesti kaitsevägi
შტაბი ტალინი
არსებობის წლები 1918-1940
1991 წლიდან
სამხედრო ასაკი 18-28 წელი
გაწვევის ხანგრძლივობა 8-11 თვე
რაოდენობა სამხედრო სამსახურში - 5 500
რეზერვში - 30 000,
მიიღო მონაწილეობა ესტონეთის განმათავისუფლებელი ომი 1918-1919
ავღანეთის ომი
ერაყის ომი
მეთაურები
სარდალი ბრიგადის გენერალი - რიჰო ტერასი
მინისტრი ურმას რეინსალუ
მინისტრის წოდება თავდაცვის მინისტრი
ყველაზე ცნობილი მეთაური გენერალ-ლეიტენანტი იოჰან ლაიდონერი

ესტონეთის შეიარაღებული ძალები ან ესტონეთის თავდაცვის ძალები (ესტ. Eesti Kaitsevägi) — ესტონეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების სამხედრო სტრუქტურა, რომლებიც ექვემდებარება რესპუბლიკის მთავრობას და იმართება თავდაცვის სამინისტროს მიერ. ესტონეთის არმია შედის ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.

ესტონელი ჯარისკაცი

ესტონეთის თავდაცვის ძალები დაფუძნებულია საერთო თავდაცვის პრინციპებზე, მისი მისიაა შეინარჩუნოს ესტონეთის სუვერენიტეტი, დაიცვას მისი სახმელეთო ტერიტორიები, ტერიტორიულ წყლები და საჰაერო სივრცე, მათი განუყოფელი მთლიანობა. ასევე მისი მოვალეობაა ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ესტონეთის თავდაცვის ძალები ემყარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. არმიაზე სამოქალაქო კონტროლი გარანტირებულია ქვეყნის მთავარი კანონებით და მასზე პასუხისმგებელია ქვეყნის პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი. საომარ პირობებში არმიას მართავს უმაღლესი მთავარსარდალი (ქვეყნის პრეზიდენტი) და ეროვნული თავდაცვის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი.

ესტონეთის ეროვნული შეიარაღებული ძალები რუსეთის სამოქალაქო ომის დროს (1917—1922) ირიცხებოდა წითელ არმიაში, ესტონეთის წითელი არმიის სახელწოდებით.


ესტონეთის შეიარაღებული ძალები 1920—1940 წწ.

რედაქტირება

საბრძოლო მოქმედებების წარმატებით დასრულების შემდეგ ეროვნული ძალების გარკვეული ნაწილების დემობილიზაცია გამოცხადდა. 1922 წელს სამხედრო ტერმინების ნაწილი იქნა მიღებული, მათი უმეტესობა რუსული ენისგან იქნა ნასესხები (полк, рота და სხვა). 1929—1937 წლებში ესტონურმა შეიარაღებულმა ძალებმა მიიღო სახელწოდება თავდაცვის ძალები, 1937 წლიდან კი — ესტონეთის ჯარი (ესტ. Eesti sõjavägi).

ესტონეთის არმია 1940 წელს შეუერთდა საბჭოთა არმიას ესტონეთის სამხედრო ნაწილები მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში, წითელი არმიის შემადგენლობაში.

არმია დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ

რედაქტირება
 
სამხედრო სალამი პრეზიდენტ ილვესს (მარცხნივ), აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ტალინში ვიზიტისას 2006 წელს

დამოუკიდებლობის შემდგომ ესტონეთს არ მოუხდენია ევ­რო­პა­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის რატიფიცირება.

ესტონეთის შეიარაღებული ძალების დაკომლექტებულია ესტონეთის რესპუბლიკის კანონის, "უნივერსალურ სამხედრო სამსახურის" შესაბამისად. ესტონეთის მოქალაქეებმა 18-დან 28 წლამდე, აუცილებლად უნდა მოიხადონ სამხედრო სამსახური 8-თვის(შემოდგომაზე გაწვევა) ან 11-თვის (გაზაფხულზე) განმავლობაში. 2001 წელს ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა იური ლუსკემ გააკეთა განცხადება, რომ ესტონეთის სამხედრო დოქტრინა არ გამორიცხავს "თავდაცვით მოქმედებებში" უცხოეთის მოქალაქეთა ან/და ესტონეთის მოქალაქეობის არმქონე პირთა (იგულისხმება ესტონეთში მუდმივად მცხოვრებლები) ჩართვას. 2006 წელს ესტონეთში შეიქმნა ცენტრი CERT-ი, რომელსაც დაევალა ესტონეთის ტერიტორიაზე ინტერნეტ-უსასაფრთხოებაზე ზრუნვა, ამის შემდგომ შეიქმნა "კიბერ თავდაცვის ცენტრი" "Tiigrikaitse". 2009 წლის ივნისში ესტონეთის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილება და გამოსცა საგანგებო კანონი, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში დასაშვებია არმიის და "თავდაცვის ლიგის" გამოყენება, რათა ჩახშობილ იქნას მასობრივი ბუნტი. არასაომარ პირობებში შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში არის 5,500 ჯარისკაცი, აქედან დაახლოებით 2000 - წვევამდელი. შეიარაღებული ძალების ითვლის დაახლოებით 3,500 პროფესიულ ჯარისკაცს. შეიარაღებული ძალების რეზერვი კი დაახლოებით 30 000-ია. გარდა სარეზერვო ძალებისა, არსებობს კიდევ 12 000 ადამიანი, რომელიც შეადგენს "თავდაცვის ლიგის" 15 ბრიგადას (ე.წ. "კაიტსელიტი" - მოხალისე გასამხედროებული ძალები).

სამხედრო ხარჯები და ბიუჯეტი

რედაქტირება

ესტონეთის სამხედრო ბიუჯეტი

ბიუჯეტი[1]: 2001 წ. 2002 წ. 2003 წ. 2004 წ. 2005 წ. 2006 წ. 2007 წ. 2008 წ. 2009 წ. 2010 წ. 2011 წ.
წელი
1,18 მლრდ. 1,62 მლრდ. 2,05 მლრდ. 2,29 მლრდ. 2,57 მლრდ. 2,95 მლრდ. 4,25 მლრდ. 4,67 მლრდ. 4,64 მლრდ. ~5 მლრდ. ~5 მლრდ.
მშპ
1,09 % 1,34 % 1,51 % 1,50 % 1,48 % 1,44 % 1,77 % 1,85 % 1,86 % ~2 % 1,86 %

სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება

რედაქტირება
იარაღის ტიპი და ოდენობა: 1939 წელს[2] 2010 წელს[3]
ჯავშანმანქანა და დაჯავშნილი ავტომობილი
23
80
ძირითადი საბრძოლო ტანკი
17
-
ქვეითთა საბრძოლო მანქანა
6
-
არტილერია და ჰაუბიცა
489
86
ნაღმმტყორცნი
34
230
ქვემეხი
36
98
საზენიტო სარაკეტო კომპლექსები
-
25
სამხედრო ვერტმფრენი და ბომბდამშენი
130
-
წყალქვეშა ნავი
2
-

სიმბოლიკა და დროშები

რედაქტირება
  •   მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ცენტრი (ესტ. Logistikakeskus)
  •   მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ბატალიონი (ესტ. Logistikapataljon)
  •   ჯანდაცვის ცენტრი (ესტ. Tervisekeskus)
  •   სამედიცინო დახმარება (ესტ. Meditsiiniteenistus)
  •   სამხედრო კაპელანის სამსახური (ესტ. Kaplaniteenistus)
  •   შტაბის და კომუნიკაციების ბატალიონი (ესტ. Staabi- ja sidepataljon)
  •   სამხედრო-სასწავლო კობინირებული არმია (ესტ. Kaitseväe Ühendatud Õppeasutused)
  •   ვირუს შეიარაღებული ძალების სამხედრო კოლეჯი (ესტ. Kaitseväe Võru Lahingukool)
  •   შეიარაღებული ძალების უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი (ესტ. Kaitseväe Ühendatud Õppeasutused - Kõrgem Sõjakool)
  •   სამხედრო პოლიცია (ესტ. Sõjaväepolitsei)