ურმას რეინსალუ (დ. 22 ივნისი 1975, ტალინი, ესტონეთის სსრ) — ესტონელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, 2015 წლის 9 აპრილიდან უჭირავს ესტონეთის იუსტიციის მინისტრის პოსტი. 2012 წლის 11 მაისიდან — 2014 წლის 26 მარტამდე — ესტონეთის თავდაცვის მინისტრი იყო, 2012 წლის დამდეგიდან მემარჯვენე კონსერვატიულ-ნაციონალური პარტიის თავმჯდომარეა.

ურმას რეინსალუ
ურმას რეინსალუ
ესტონეთის თავდაცვის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა11 მაისი, 2012
პრეზიდენტი  ტოომას ჰენდრიკ ილვესი
პრემიერ-მინისტრი  ანდრუს ანსიპი
წინამორბედიმარტ ლაარი

დაბადებული22 მაისი, 1975
ტალინი, ესტონეთის სსრ-ის დროშა ესტონეთის სსრ
მოქალაქეობაესტონეთი
ეროვნებაესტონელი
პოლიტიკური პარტიასამამულო კავშირი და Res Publica
განათლებატარტუს უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
Urmas Reinsalu (2021)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ურმას რეინსალუ დაიბადა 1975 წლის 22 ივნისს, ტალინში. 1993 წელს დაასრულა ტალინის 37-ე საშუალო სკოლა, 1997 წელს კი ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1992 წელს გახდა პარტია Res Publica-ს წევრი, მას შემდეგ რაც პარტია Res Publica შეუერთდა პარტია ისამაალიტს კავშირის აქტიური წევრი გახდა. 2004 წელს ევროკავშირის არჩევნებში პარტია რეს-პუბლიკის წარდგენილი საარჩევნო სიის ლიდერი იყო, თუმცა არ იქნა არჩეული[1]. პარტიამ მთელი ხმების 6,7% დააგროვა[2]. არჩევნების შედეგებმა პარტია ქვეყნის პოლიტიკური სცენიდან გაქრობამდე მიიყვანა.

2012 წლის 11 მაისს რესბუბლიკის პრეზიდენტმა ტომას ჰენდრიკ ილვესმა რეინსალუ თავდაცვის მინისტრად წარადგინა[3], ორი დღის შემდეგ, 14 მაისს, რეინსალუმ ქვეყნის პარლამენტი რიიგიკოგუს წევრების წინაშე ფიცი დადო[4].

რეინსალუ ესტონეთის თავდაცვის კავშირის კაიტსელიტის, ესტონეთის მესაკუთრეთა ცენტრალური კავშირის და ესტონეთის იურისტთა ასოციაციის წევრია[5]. ფლობს ესტონურ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და ფინურ ენებს [5].

ურმას რეინსალუ დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი - ლიისბეტი და ელსბეტი[5].

  • 1996 - 1997 წწ. იუსტიციის სამინისტროს ღია-სამართლებრივი სფეროს სპეციალისტი.
  • 1996 - 1997 წწ. კონსტიტუციის იურიდიული კომისიის ექსპერტი.
  • 1997 - 1998 წწ. პრეზიდენტის მრჩეველი საშინაო საქმეებში.
  • 1998 - 2001 წწ. პრეზიდენტის კანცელარიის დირექტორი.
  • 2002 წ. პარტია Res Publica-ს თავმჯდომარე.
  • 2002 - 2003 წწ. ესტონეთის საშინაო უსაფრთხოების აკადემიის ლექტორი.
  • 2003 - 2007 წწ. რიიგიკოგუს X მოწვევის წევრი.
  • 2007 - 2011 წწ. რიიგიკოგუს XI მოწვევის წევრი.
  • 2011 - 2012 წწ. რიიგიკოგუს XII მოწვევის წევრი.
  • 2012 წ. პარტია IRL-ს თავმჯდომარე
  • 2012 წ. ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Valimised 2004 :: erakonnad.info. // erakonnad.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2012-8-4.
  2. Euroopa Parlamendi valimised: kuidas läks esimesel korral?. // kesknadal.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2012-8-4.
  3. პრეზიდენტმა ილვესმა რეინსალუ თავდაცვის მინისტრად წარადგინა. // rus.delfi.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2012-8-4.
  4. თავდაცვის მინისტრი ფიცს დებს. // rus.postimees.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2012-8-4.
  5. 5.0 5.1 5.2 Urmas Reinsalu. // valitsus.ee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 2012-8-4.