ესტონეთის ოკუპაცია გერმანიის მიერ პირველი მსოფლიო ომის დროს
გერმანიის იმპერიას ოკუპირებული ჰქონდა ესტონეთი პირველი მსოფლიო ომის უკანასკნელ სტადიებზე. 1917 წლის 11-21 ოქტომბერს, იმპერიულმა გერმანულმა ჯარმა დაიპყრო დასავლეთ ესტონური არქიპელაგი (მოონზუნდის არქიპელაგი), რომელიც მოიცავდა უფრო დიდ კუნძულებს საარემაას (იოსელი), ჰიიუმაას (დაგიო) და მუჰუს (მოონი) სახით.
ესტონეთში ბრძოლა შეწყდა მაშინ, როცა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო მოლაპარაკებები დაიწყო. თუმცა, აღნიშნული მოლაპარაკებები დროებით შეწყდა 1918 წლის თებერვალში[1] და იმისთვის, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ზავზე ხელის მოწერისთვის საბჭოთა რუსეთის ბოლშევიკურ რეჟიმზე ზეწოლა განეხორციელებინათ, გერმანელებმა დაიწყეს ესტონეთის ტერიტორიის დაკავება 1918 წლის 18 თებერვალს, ხოლო1918 წლის 21 თებერვალს მარშით გასწიეს ჰააფსალუსკენ (ჰაფსალ). გერმანულმა ძალებმა 22 თებერვალს განახორციელეს ვალგას (ვალკა), ხოლო 24 თებერვალს პიარნუს (პერნაუ), ვილიანდის (ფელინი) და ტარტუს (დორპატი) ოკუპაცია. ტალინი (რევალი) გერმანულმა საჯარისო შენაერთებმა დაიპყრეს 1918 წლის 25 თებერვალს, ხოლო 1918 წლის 4 მარტს - ესტონეთის დარჩენილი ტერიტორია, კერძოდ, ქალაქი ნარვა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გერმანელების წინსვლამ ბოლო მოუღო, როგორც ესტონეთის დროებით მთავრობას, რომელმაც გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 24 თებერვალს, ისე ესტონეთში შემორჩენილი ბელშევიკური რუსული წითელი გვარდიელების არსებობას. ბოლო წითელგვარდიელი რუსეთში გაიქცა მდინარე ნარვას საშუალებით 1918 წლის 5 მარტს.
გენერალ-ლეიტენანტი ადოლფ ვონ სეკენდორფი ტალინში ჩავიდა 1918 წლის 28 თებერვალს. ის მოქმედებდა, როგორც მე-3 კომენდატურის სამხედრო მეთაური, დასავლეთ ესტონეთის არქიპელაგზე განთავსებულ გერმანიის სამხედრო ადმინისტრაციაში. მოგვიანებით, 1918 წელს, "ბრესტ-ლიტოვსკის ზავის" ხელმოწერით, რუსი ბოლშევიკების მთავრობამ უკან წაიღო ყველანაირი პრეტენზია ესტონეთის სუვერენულობაზე და ფორმალურად მისცა გერმანიის იმპერიას უფლება განეხორციელებინა ესტონეთის ანექსია, ან შეექმნა იქ მასზე დამოკიდებული სახელმწიფო ("კლიენტი სახელმწიფო").[1] ესტონეთი გახდა გერმანიის ობერ ოსტ-ის ნაწილი (სამხედრო ადმინისტრაცია, რომელიც ვრცელდებოდა კურლანდიაზე, ესტონეთზე, ლივონიაზე, იოსელსა და რიგაზე) 1918 წლის ნოემბერში პირველი მსოფლიო ომის დასრულებამდე.
გერმანული ოკუპაცია
რედაქტირებადღევანდელი ესტონეთის პირველი ნაწილი, რომელიც გერმანიამ დაიპყრო, იყო რუჰნუს კუნძული (მომდევნო პერიოდებში "ლივონიას გუბერნიის" ნაწილი) 1915 წელს.
ესტონეთის ოკუპაციის დროს, გერმანელებმა იზარალეს ჯამში 368 დაღუპულით და დაახლოებით 1400 დაჭრილი ჯარისკაცით. თუმცა, მათ ტყვედ აიყვანეს 20 000 რუსი სამხედრო პირი და ხელში ჩაიგდეს რამდენიმე რუსული სამხედრო გემი. ერთი მოძველებული რუსული სამხედრო საბრძოლო გემი "სლავა" ჩაძირეს "მოონზუნდის შეტაკების" დროს, მუჰუს კუნძულს გარეთ. იმპერიულმა გერმანულმა ჯარმა გამოიყენა თავისი მე-60 სამხედრო კორპუსი (მე-19 ქვეითი დივიზია, 77-ე სარეზერვო დივიზია და მე-4 კავალერიის დივიზია), რათა თავს დასხმოდა ჩრდილოეთ ლივონიასა და ესტონეთს. მე-6 სამხედრო კორპუსმა (205-ე და 219-ე ქვეითი დივიზიები და 1-ლი კავალერიის დივიზია) კი შეუტია დასავლეთ ესტონური არქიპელაგის მიმართულებიდან ლიჰულას, ვირცუს და ჰააფსალუსს.
ესტონეთის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება
რედაქტირებაუკუქცეული რუსული და წინწაწეული გერმანული ჯარისკაცების, ისევე, როგორც გერმანიის მიერ ესტონეთის ოკუპაციის მოახლოების ფონზე, "ესტონეთის ეროვნული საბჭოს ხსნის კომიტეტმა", სახელწოდებით "მააპიაევი", გამოაცხადა ესტონეთის დამოუკიდებლობა 1918 წლის 24 თებერვალს. თუმცა, გერმანულმა ძალებმა არ ცნეს ეს დამოუკიდებლობა.
1918 წლის 23 მარტს, გერმანიის 68-ე სამხედრო კორპუსის მეთაურმა არაკანონიერად ცნო ახალშექმნილი ესტონური ჯარი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერების დაკავებები დაიწყო 1918 წლის ივნისში. სახელმწიფოს არჩეული მეთაური კონსტანტინ პიატსი გადაიყვანეს გერმანიაში, რათა ციხეში ჩაესვათ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში "ესტონეთის ხსნის კომიტეტმა" განაგრძო იატაკქვეშა საქმიანობა და კავშირი დაამყარა დასავლეთის მოკავშირე ძალებთან. დიდმა ბრიტანეთმა აღიარა ესტონეთის დამოუკიდებლობა (დე-ფაქტოდ) 1918 წლის 3 მაისს, რასაც მოჰყვა 18 მაისს საფრანგეთის, ხოლო 29 მაისს იტალიის მიერ აღიარებები. ამდენად, კომიტეტს მიენიჭა ესტონელი ერის წარმომადგენლის ლეგალური სტატუსი.
გერმანული რევოლუციის შემდეგ, 1918 წლის 11 და 14 ნოემბერს შორის, გერმანიის წარმომადგენლებმა ესტონეთში ფორმალურად გადასცეს პოლიტიკური ძალაუფლება ეროვნულ მთავრობას. გერმანელი ჯარისკაცების წასვლამ გააჩინა ვაკუუმი და რუსმა ბოლშევიკებმა დაიწყეს მისი ამოვსება.[1] ამას მოჰყვა ესტონელების ომი დამოუკიდებლობისთვის. 1920 წლის 2 თებერვალს, "ტარტუს სამშვიდობო ხელშეკრულებას" მოეწერა ხელი ესტონეთის რესპუბლიკასა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის. ესტონეთის რესპუბლიკამ მიიღო საერთაშორისო აღიარება და 1921 წელს გახდა ერთა ლიგის წევრი.
გაერთიანებული ბალტიისპირეთის საჰერცოგო
რედაქტირებაბალტიისპირეთის გერმანული უმცირესობა შეეცადა დაეარსებინა "გაერთიანებული ბალტიისპირეთის საჰერცოგო". 1918 წლის 3 მარტს "ბრესტ-ლიტოვსკის ზავის" ხელმოწერის დროს, საბჭოთა რუსეთმა ესტონეთი ფორმალურად გადასცა გერმანიის სამხედრო ადმინისტრაციას, თუმცა, მისი სტატუსი უნდა გარკვეულიყო მომავალში.
1918 წლის 12 აპრილს, ბალტიისპირელი გერმანელები შეიკრიბნენ ქალაქ რიგაში და მოითხოვეს "ესტლენდის, ლივლენდისა და კურლენდის გაერთიანებული საჰერცოგოს" შესვლა იმპერიული გერმანიის შემადგენლობაში, ჰოენცოლერნების სამეფო დინასტიასთან პირადი კავშირის დამყარებით. გერმანიის იმპერატორისადმი მოთხოვნა წარადგინა საკანონმდებლო ორგანომ ("Landesrat") ქალაქ რიგაში.
ობერ ოსტ
რედაქტირებატალინი, ტარტუ, ნარვა პირდაპირ მოექცა გერმანული სამხედრო ადმინისტრაციის (ობერ ოსტ) მმართველობის ქვეშ, თუმცა ქვეყნის დანარჩენი ნაწილი დაიყო 2 ადმინისტრაციულ ერთეულად: "ამცბეზირკი" და უფრო პატარა "ორცბეზირკი". ჩვეულებრივ, ბალტიისპირელი დიდებულები (ბალტიისპირელი გერმანელი ფეოდალური მიწათმფლობელები) ადმინისტრაციის ადგილობრივ უფროსებად დაინიშნენ. აკრძალეს ყველა ესტონურენოვანი გაზეთი, გარდა გერმანულად მოაზროვნე "რევალერ ტაგესბლატი/ტალინა პიაევალეჰტისა". ეს ვითარება გაგრძელდა 1918 წლის 10 ნოემბრამდე. გერმანიამ გააუქმა ბრესტ-ლიტოვსკის ზავი მისი ყველა (საიდუმლო) დამატებითი პროტოკოლის ჩათვლით 1918 წლის 5 ნოემბერს. ოგუისტ უინინგმა, რომელიც იყო ესტონეთში უკანასკნელი გერმანელი წარმომადგენელი, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ესტონეთის დროებით მთავრობასთან 1918 წლის 19 ნოემბერს და მას ყველა ადმინისტრაციული ძალაუფლება გადააბარა. საბჭოთა რუსეთი ესტონეთში შეიჭრა 1918 წლის 28 ნოემბერს, რასაც მოჰყვა ესტონეთის განმათავისუფლებელი ომის დაწყება.
გერმანელი სამხედრო ადმინისტრატორები
რედაქტირებასამი გერმანული სამხედრო ადმინისტრაცია (Etappenverwaltungen) - ესტონეთი, ლივონია და იოსელი - შეიქმნა მას შემდეგ, რაც გერმანელების წინსვლა გაგრძელდა. სამხედრო ადმინისტრატორები თავდაპირველად დაექვემდებარნენ ობერ ოსტ-ს 1917-1918 წლებში, ხოლო მოგვიანებით ბალტიისპირეთის მიწების სამხედრო ადმინისტრაციის უფროსს.
ესტონეთი
რედაქტირებაVerwaltungschefs-ის ადმინისტრაციის უფროსი
კუნძული იოსელი
რედაქტირებადასავლეთ ესტონური არქიპელაგის (მოონზუნდის არქიპელაგი) მთავარი კუნძული იოსელი არის საარემაას გერმანული სახელწოდება.
Verwaltungschefs-ის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი
- 1917 წლის ოქტომბერი - 1918 წლის თებერვალი: გენერალი ფრანც ადოლფი, ფრეიჰერ ფონ სეკენდორფი (1857 წ.)
- 1918 წლის მარტი - 1918 წლის ნოემბერი: გენერალი ... ფონ ბალკი
- 1918 წელი: გენერალი ფრანც ადოლფი, ფრეიჰერ ფონ სეკენდორფი
სქოლიო
რედაქტირება- Hiden, John (2002). The Baltic States and Weimar Ostpolitik. Cambridge University Press. ISBN 0-521-89325-9.
- von Rauch, Georg (1974). The Baltic States: the years of independence ; Estonia, Latvia, Lithuania, 1917-1940. C. Hurst. ISBN 0-903983-00-1.