კონსტანტინ პიატსი (ესტ. Konstantin Päts; დ. 23 თებერვალი, 1874 — გ. 18 იანვარი, 1956) — ესტონეთის პირველი პრეზიდენტი.

კონსტანტინ პიატსი
კონსტანტინ პიატსი
ესტონეთის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აპრილი, 1938 – 21 ივნისი, 1940
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრელენარტ მერი (1992-დან)

დაბადებული23 თებერვალი, 1874
პიარნუმაა, ესტონეთი
გარდაცვლილი18 იანვარი, 1956 (81 წლის)
კალინინგრადის ოლქი, რსფსრ
პროფესიაადვოკატი

დაიბადა მართლმადიდებელი ესტონელის იაკობ პიატსის ოჯახში. დედა ოლღა თუმანოვა წარმოშობით რუსი იყო. 1898 წელს დაამთავრა იურევის საიმპერატორო უნივერსიტეტის (თანამედროვე ტარტუს უნივერსიტეტი) იურიდიული ფაკულტეტი. მსახურობდა რუსეთის არმიაში. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. 1906 წლიდან ემიგრაციაშია და ცხოვრობს შვეიცარიასა და ფინეთში. დაუსწრებლად მიუსაჯეს სასიკვდილო განაჩენი. 1909 წელს განაჩენის შეცვლის შემდეგ დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში და დაიწყო ჟურნალისტური მოღვაწეობა.

1918 წელს გერმანელებმა დააპატიმრეს და ივლისიდან ნოემბრამდე იმყოფებოდა პოლონეთის საკონცენტრაციო ბანაკში. ესტონეთში დაბრუნების შემდეგ, მალევე დანიშნეს პრემიერ-მინისტრად და თავდაცვის მინისტრად. 1921–1934 წლებში ხუთჯერ იქნა არჩეული სახელმწიფო უხუცესად.

1938 წელს აირჩიეს პრეზიდენტად. ხელისუფლება დაკარგა 1940 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოახდინა ესტონეთის ანექსია. იგი დაპატიმრეს და ოჯახთან ერთად გადაასახლეს უფაში. 1952 წელს გამოაცხადეს მისი განაჩენი 25 წლით ტავისუფლების აღკვეთა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

წინამორბედი:
ესტონეთის პრეზიდენტი
19381940
შემდეგი:
ლენარტ მერი