ესტატე ტატანაშვილი
ესტატე ზაქარიას ძე ტატანაშვილი (დ. 20 აგვისტო, 1902, სოფ. წითელქალაქი, ახლანდ. ახალქალაქი, კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 30 სექტემბერი, 1958) — ავიაციის გენერალ–მაიორი. წითელი დროშის 4 და ლენინის 2 ორდენის კავალერი. სკკპ-ის წევრი 1927 წლიდან.
ესტატე ტატანაშვილი | |
---|---|
ეროვნება | ქართველები |
დაბადების თარიღი | 20 აგვისტო, 1902 |
დაბადების ადგილი | ახალქალაქი, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 30 სექტემბერი, 1958 (56 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი |
კუთვნილება | სსრკ |
ჯარის სახეობა | სსრკ საჰაერო ძალები |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები |
1941 წელს იყო მე-60 შერეული საავიაციო დივიზიის მეთაური, 1942–1945 წლებში — 234–ე ავიაგამანადგურებლების დივიზიის მეთაური.
1944 წლის 19 აგვისტოს მიენიჭა ავიაციის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 664.