ერწო-წონის ქვაბული
ერწო-წონის ქვაბული — ტექტონიკურ-ეროზიული ქვაბული მდინარე ყვირილის სათავეში, რაჭისა და ლიხის ქედების შესაყართან.[1]
ერწო-წონის ქვაბული | |
---|---|
კოორდინატები: 42°28′13″ ჩ. გ. 43°45′07″ ა. გ. / 42.4703333° ჩ. გ. 43.7520833° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
სიმაღლე | 1760 მ |
სიგრძე | 5,5 კმ |
სიგანე | 2 კმ |
ჰიდროგრაფია | ყვირილა |
შედგება ორი ტაფობისაგან: სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს წონის ტაფობი, რომლის სიგრძეა 3 კმ, სიგანე 400–800 მ. ფსკერი ზღვის დონიდან 1760 მ სიმაღლეზეა. ტაფობის ძირზე გაედინება მდინარე წონისწყალი (ყვირილის ერთ-ერთი მდგენელი). ტაფობის ცენტრალურ ნაწილში ალაგ-ალაგ ტორფიანი ჭაობებია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს ერწოს ტაფობი, რომლის სიგრძეა 2,5 კმ, სიგანე 1000–1200 მ, ფსკერი კი ზღვის დონიდან 1711 მ სიმაღლეზეა. ქვაბული ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. მის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია ერწოს ტბა. ერწო-წონის ქვაბულში არის ცარცული კირქვების იზოლირებული უბნები, რომლებთანაც დაკავშირებულია კარსტული წარმონაქმნები (წონის მღვიმე და სხვა).[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 64.
- ↑ ჯანელიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 95.