ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, საფრანგეთი

საფრანგეთის არქეოლოგიის მუზეუმი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი (ინგლ. National Archaeological Museum) — მთავარი არქეოლოგიური მუზეუმი საფრანგეთში, რომელიც მოიცავს მეროვინგიების წინარე ისტორიულ პერიოდს. იგი მდებარეობს შატო-ჟერმენ-ენ-ლაეს შატოში, იველინის დეპარტამენტში, პარიზიდან დასავლეთით დაახლოებით 19 კილომეტრში (12 მილი).

ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი
48°53′52″ ჩ. გ. 2°05′44″ ა. გ. / 48.89778° ჩ. გ. 2.09556° ა. გ. / 48.89778; 2.09556
დაარსდა 1862
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
მდებარეობა სენ-ჟერმენ-ან-ლე და Saint-Germain-en-Laye
ვიზიტორები 113 023 (2014)
ოფიციალური საიტი http://www.musee-archeologienationale.fr/
Map

მე-12 საუკუნიდან შატო-ჟერმენ-ენ-ლაესი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრანგეთის სამეფო რეზიდენცია პარიზის რეგიონში. სასამართლოს ვერსალში გადასვლის შემდეგ, ციხესიმაგრეში გაიმართა ჯეიმზ II-ს სასამართლო, 1809 წელს შენობა გახდა კავალერიის სკოლა და საბოლოოდ სამხედრო ციხე 1836 წლიდან 1855 წლამდე.[1] შატო, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, 1863 წლის 8 აპრილს კლასიფიცირდა როგორც ისტორიული ძეგლი.

არქიტექტორ ეჟენ მილეტს, ეჟენ ვიოლეტ-ლე-დუკის მოსწავლეს, დაევალა შატოს აღდგენა 1855 წელს დაგეგმილი სიძველეთა ეროვნული მუზეუმისთვის და უთხრეს, რომ მოეხსნათ საკნები, რომელიც სამინისტრომ დაამონტაჟა, როდესაც ის ციხედ გამოიყენებოდა. სამშენებლო სამუშაოები დაიწყო 1862 წელს დასავლეთის პავილიონის დანგრევით. მილეტის მიზანი იყო შენობის იმ მდგომარეობაში დაბრუნება, როგორც ეს იყო ფრანსუა I-ს დროს. ეჟენ მილეტი გარდაიცვალა კანში 1879 წლის 24 თებერვალს. რესტავრაცია გაგრძელდა ოგიუსტ ლაფოლიესა და ონორე დომეტის ხელმძღვანელობით და საბოლოოდ დასრულდა 1907 წელს.

მუზეუმი შეიქმნა 1862 წლის 8 მარტს და ოფიციალურად გაიხსნა 1867 წლის 12 მაისს.[2] 2009 წლიდან მუზეუმი, სასახლე და ბაღები გაერთიანებულია, როგორც ერთი დაწესებულება, რაც მუზეუმსა და შატოში ახალ ეპოქას აღნიშნავს.

მუზეუმი ნაპოლეონ III- ის დროს

რედაქტირება

საფრანგეთის მეორე იმპერია ემთხვევა არქეოლოგიის დიდ განვითარებას საფრანგეთში. ნაპოლეონ III იყო დაინტერესებული ისტორიითა და არქეოლოგიით, სწორედ მისი ბრძანებით დაიწყო გათხრები იულიუს კეისრის ბიოგრაფიის გამოსაკვლევად. აღმოჩენების კონსერვაციისა და შენახვის საკითხი სწრაფად წამოიჭრა წინა პლანზე. ამის გადასაჭრელად შეიქმნა Musée Gallo-Romani (გალურ-რომაული მუზეუმი), რომლის შექმნის საიმპერატორო განკარგულებას ხელი მოაწერა ნაპოლეონ III- მ 1862 წლის 8 მარტს.[3][4]

1864 წელს ჟან-ბატისტ ვერშერ დე რეფიემ, რომელიც განსაკუთრებით იყო ჩართული პროექტში, შესთავაზა იმპერატორს ,,ისტორიული მუზეუმის" პროექტი, რათა: ,,მიაწოდოს ისტორიკოსებს ზუსტი დოკუმენტები ჩვენი მამების ცხოვრებაზე, მოიწვიოს ინდუსტრიული ფიგურები, რომ შეისწავლონ უძველესი საიდუმლოებები, რათა ხელოვანებმა გააცნობიერონ როგორ განვითარდა ხელოვნება დროთა განმავლობაში".[5] მუზეუმის ორგანიზების მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა 1865 წლის 1 აპრილს გრაფი ემილიენ დე ნიუვერკერკის ოფისში.

1866 წლის 11 აპრილს კომიტეტმა გამოაქვეყნა მოხსენება, სადაც დეტალურად იყო აღწერილი პროექტის ძირითადი ნაწილები: სივრცის ორგანიზაცია და ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვა.[6] ნაპოლეონ III–მ მუზეუმის პირველი შვიდი ოთახი გახსნა 1867 წლის 12 მაისს, პარიზის მსოფლიო გამოფენის დროს.

მეორე მსოფლიო ომისა და გერმანიის ოკუპაციის დროს

რედაქტირება

1936 წლიდან დაწყებული და პოლიტიკური დაძაბულობის ზრდის შემდეგ, მუზეუმმა შეიმუშავა გეგმა ევაკუაციის დროს ექსპონატების შესანახად. შეიქმნა 2,7 მეტრი სისქის სარდაფები მუზეუმის თანამშრომლებისთვის. ასევე გაკეთდა ხის ყუთები ტრანსპორტირებისთვის (დაახლოებით 12 სატვირთო მანქანა იყო საჭირო ტრანსპორტირებისთვის, მაგრამ აღნიშნული სატვირთო მანქანები ჯარმა მოითხოვა 1938 წელს).

1939 წლის 24 აგვისტოს ბრძანება იქნა მიღებული, რითაც მუზეუმი დაიხურა მეორე დღეს კოლექციის ევაკუაციის მიზნით. 1940 წლის 24 ივნისიდან მუზეუმი დაიკავეს გერმანულმა ჯარებმა. 1942 წლიდან მოყოლებული, შატო ძლიერ დაზიანდა დაბომბვების შედეგად, რამაც გაანადგურა მისი ვიტრაჟები. საფრანგეთის განთავისუფლების შემდეგ, 1944 წლის 26 აგვისტოს, საფრანგეთის დროშა აღმართეს შესასვლელთან და შატოს ერთ-ერთ კოშკზე, რითაც დასრულდა მუზეუმის ოკუპაცია. ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან ცოტა რამ გაკეთდა მუზეუმისთვის. კოლექციები თანდათანობით რეპატრირებული იქნა (1946 წლის 15 მარტამდე) და მუზეუმი ხელახლა გაიხსნა 1945 წლის 2 ოქტომბერს.

ომის შემდეგ მუზეუმის ძალიან დაზიანდა. კულტურის მინისტრმა ანდრე მალრომ, რომელიც არქეოლოგიით იყო გატაცებული, დაგეგმა რემონტის პროექტი, რომელიც დაიწყო 1961 წელს რენე ჯოფროის ხელმძღვანელობით. ოთახების რაოდენობა შემცირდა 19-მდე, ხოლო ექსპონატების რაოდენობა 30,000-მდე.

განახლებულ მუზეუმს 1965 წლის 25 მარტს ეწვია შარლ დე გოლი, ხოლო შენობა გაიხსნა 1965 წლის 9 აპრილს ანდრე მალროს მიერ. ეზოს ფასადები გარემონტდა 1998 წელს, პირველი სართულის ოთახები (რომელიც მოიცავს პალეოლითს რკინის ხანამდე) განახლდა 1999 წელს, რაც გაგრძელდა 2006 წლამდე.

ვიზიტორები

რედაქტირება

2003 წლიდან 2014 წლამდე ყოველწლიური ვიზიტორების რაოდენობა იყო:[7][8]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Gabriel de Mortillet (1869). Promenades au musée de Saint-Germain – catalogue illustré de 79 figures, Arthur Rhoné, illustrations; Eugène Millet, plans des salles, Paris: C. Reinwald, გვ. 88. 
  • Eugène Millet (1819–1879) French. Société des Amis du Musée d'Archéologie nationale et du château de Saint-Germain-en-Laye. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-08-30. ციტირების თარიღი: 2021-09-28.
  • Fréquentation des musées en France en 2007 (par région et département). Veille Info Tourisme. Direction des musées de France, ministère de la culture (2008-09-23). ციტირების თარიღი: 2015-11-17
  • Histoire du musée French. Musée d'archéologie nationale. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-18. ციტირების თარიღი: 2021-09-28.
  • Leniaud, Jean-Michel. (2015)MILLET Eugène French. École nationale des chartes, Sorbonne. ციტირების თარიღი: 2015-11-14[მკვდარი ბმული]
  • Pioda, S. (March 2012). „Les Gaulois à l'origine du musée d'archéologie nationale“. Archéologia (497).
  • Volait, Mercedes (2006). „Arthur-Ali Rhoné (1836-1910) – Du Caire ancien au Vieux-Paris ou le patrimoine au prisme de l'érudition dilettante“. Socio-anthropologie (French). 19. ციტირების თარიღი: 2015-11-16.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Histoire du château fr. Musée archéologie nationale. ციტირების თარიღი: 3 April 2018
  2. La Creation du Musee des Antiquites Nationales, 1862-1867 fr. Bibliothèque nationale de France. ციტირების თარიღი: 3 April 2018
  3. History of the museum en. Musée archéologie nationale. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2021.
  4. Muskett, Georgina (2018) Archaeology Hotspot France: Unearthing the Past for Armchair Archaeologists (en). Rowman & Littlefield, გვ. 13. ISBN 9781442269231. 
  5. Archives nationales - 20144782/1, Rapport décembre 1865
  6. Archives nationales - 20144782/1, Rapport du 11 avril 1866
  7. Museostat - Ministère de la Culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2021.
  8. Fréquentation des musées de France de 2012 à 2014 - Ministère de la Culture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი 2021.