ერთყვავილიანი ცისთვალა (ლათ. Scilla monanthos) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე სატაცურისებრთა ოჯახისა. აქვს სწორი ყვავილის ყუნწი, თავდახრილი ყვავილები, 10–20 სმ სიმაღლის ღერო. 2–5, მოყვანილობით ფართოხაზური ფოთოლი. საშუალო ზომის, თავდაღუნული ყვავილი. მოყვანილობით მოგრძოლანცეტა ყვავილსაფრის ფოთლები, ღია ცისფერი, რომელსაც მიჰყვება ლურჯი ძარღვი. თეთრი და დიდი ზომის თანაყვავილი. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს აპრილ-მაისში. გავრცელებულია კავკასიასა და მცირე აზიაში, კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. საქართველოში გვხვდება იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთში. იზრდება ტყის შუა და სუბალპურ სარტყლებში — მდელოებზე, კლდეებზე.[1]
ერთყვავილიანი ცისთვალა |
---|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Scilla monanthos K.Koch, 1849 |
სინონიმები |
---|
- Othocallis monanthos (K.Koch) Speta, 1998
- Othocallis winogradowii (Sosn.) Speta, 1998
- Scilla rosenii var. pulchella Miscz., 1912
- Scilla lazica Woronow, 1924
- Scilla winogradowii Sosn., 1914
|
|