ეოლიდა — ისტორიული ოლქი მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ეოლიდა მოიცავდა ტროის სანაპირო ზოლს, მიზიას, ნაწილობრივ ლიდიას და მიმდებარე კუნძულებს ლესბოსსა და ტენედოსს. დასახლებული იყო ბერძნული ტომით ეოლიელებით, რომლებიც აქ ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს მოვიდნენ. ძვ. წ. VIII–VI საუკუნეში ეოლიამ დიდი აღმავლობა განიცადა. მთავარი ქალაქები იყო კიმე, ტროა და სმირნა. ძვ. წ. VI საუკუნეში ეოლიდა ლიდიის მეფე კრეზმა დაიპყრო. ძვ. წ. 546 წლიდან აქემენიდების სახელმწიფოში შედიოდა. ძვ. წ. V საუკუნეში ათენის საზღვაო კავშირის წევრი იყო, ელინისტურ ხანაში შედიოდა პერგამონის სამეფოში. დროდადრო ემორჩილებოდა სელევკიდებს. ძვ. წ. 133 წლიდან შევიდა რომის პროვინცია აზიაში.

ლიტერატურა

რედაქტირება