ეოლიელები
ეოლიელები — ერთ-ერთი ძირითადი ძველბერძნული ტომი იონიელებთან, დორიელებთაან და აქაველებთან ერთად. ადრეულ ხანაში გაფანტულნი იყვნენ მთელს საბერძნეთში, მაგრამ უმთავრესად სახლობდნენ ბეოტიასა და თესალიაში. ძვ. წ. II ათასწლეულიდან დასახლდნენ ეოლიდაში. ეოლიდაში გადასახლების ისტორია ასახულია ჰომეროსის „ილიადაში“. ეოლიურ დიალექტზე წერდა ბერძენი პოეტი ქალი საფო.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 164.