ემილია პლატერი
ემილია პლატერი (ლიეტ. Emilija Pliaterytė; დ. 13 ნოემბერი, 1806 — გ. 23 დეკემბერი, 1831) — გრაფინია და რევოლუციონერი პოლონეთ-ლიტვის დანაწილებული მიწებიდან.[1][2][3] გაიზარდა პატრიოტული ტრადიციით, იბრძოდა მცირე რაზმით 1830-1831 წლების პოლონეთის აჯანყებისას, მონაწილეობას იღებდა ბროლების დაგეგმვაში და პოლონელი ამბოხებულების ჯარებში კაპიტნის წოდება მიიღო. ამბოხის დასასრულს, ავად გახდა და გარდაიცვალა.
ემილია პლატერი | |
---|---|
Emilija Pliaterytė | |
დაბადების თარიღი | 13 ნოემბერი, 1806 |
დაბადების ადგილი | ვილნიუსი, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 23 დეკემბერი, 1831 (25 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | იუსტიანოვო, პოლონეთის სამეფო |
სამხედრო სამსახურის წლები | 1830 |
წოდება | კაპიტანი |
ბრძოლები/ომები | პოლონეთის აჯანყება (1830-1831) |
კავშირი | პოლონელი აჯანყებულები |
მიუხედავად იმისა, რომ მას მნიშვნელოვან მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია, მისი ამბავი საზოგადოებისთვის ფართოდ გახდა ცნობილი და მრავალი მხატვრისა თუ მწერლის შთაგონების წყაროდ იქცა. ემილია პლატერი პოლონეთისა და ლიტვის ეროვნული გმირია, რომელიც პოლონელი ხელოვანებისა და ხალხისთვის სამშობლოსთვის მებრძოლი ქალის სიმბოლოა. მას ხშირად ლიტველ ჟანა დ’არკსაც კი უწოდებენ.[4]
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებაემილია პლატერი დაიბადა ქალაქ ვილნიუსში, პლატერების ოჯახში. მისი წინაპრები წარმოშობით ვესტფალიიდან იყო, თუმცა მოგვიანებით გაპოლონელდნენ.[5] თავდაპირველად, XV საუკუნეში ისინი ლივონიაში დასახლდნენ, თუმცა, მოგვიანებით საგვარეულო ლიტვის დედაქალაქში დამკვიდრდა. ემილიას ხან პოლონელად, ხანაც ლიტველად მოიხსენიებენ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Original letter by Emilia Plater, in which she confirms the fact that she joined the ranks of the army of her own will
- Westphalian Plater family
- Death place of Emilia Plater. Ruins of Justinavas manor and Emilia's sculpture დაარქივებული 2018-03-21 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Litwa: przewodnik", Tomasz Krzywicki, Oficyna Wydawnicza "Rewasz", 2005, s. 196
- ↑ W pamięci potomnych. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-11-04. ციტირების თარიღი: 2018-03-23.
- ↑ Shastouski, K.. Grób Emilii Broel-Plater - wieś Kopciowo okręg olicki. ციტირების თარიღი: 19 November 2016.
- ↑ Plikūnė, Dalia. Lietuviškoji Žana d’Ark – grafaitė, atsisakiusi tekėti už caro generolo ir pasirinkusi visai kitą gyvenimo kelią. ციტირების თარიღი: 30 July 2017.
- ↑ Heart of Europe. Oxford University Press, გვ. 248–249. ISBN 978-0-19-164713-0. ციტირების თარიღი: 6 September 2012.