ელისაბედ ფონ არნიმი
ელისაბედ ფონ არნიმი (ინგლ. Elizabeth Von Arnim; დ. 31 აგვისტო, 1866 – გ. 9 თებერვალი, 1941) — ინგლისელი რომანისტი, დაიბადა ავსტრალიაში. მისი პირველი ნამუშევრები შექმნილია გერმანიაში. პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მას სამწლიანი რომანი ჰქონდა მწერალ ჰერბერტი უელსთან, შემდეგ კი დაქორწინდა ფრენკ რასელზე, ნობელის პრემიის ლაურეატსა და ფილოსოფოს ბერტრან რასელის ძმაზე. ის იყო ახალ ზელანდიაში დაბადებული მწერლის ქეთრინ მენსფილდის ბიძაშვილი. მან 1917 წელს გამოცემული რომანისთვის, კრისტინე გამოიყენა ფსევდონიმი - ელის ქოლმონდი.
ელისაბედ ფონ არნიმი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი | 31 აგვისტო, 1866[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | სიდნეი, ბრიტანეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 9 თებერვალი, 1941[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (74 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Charleston[1] |
დასაფლავებულია | Tylers Green |
ფსევდონიმი | Elizabeth და Alice Cholmondeley[9] |
საქმიანობა | მწერალი და რომანისტი[10] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო გერმანიის იმპერია |
Magnum opus | Elizabeth and Her German Garden[10] , Princess Priscilla's Fortnight[10] , Christine[10] , Vera[10] და The Enchanted April |
მეუღლე | Henning August von Arnim-Schlagenthin და Frank Russell, 2nd Earl Russell[10] |
პარტნიორ(ებ)ი | ჰერბერტ უელსი და Alexander Stuart Frere |
ნათესავ(ებ)ი | ქეთრინ მენსფილდი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული ცხოვრება
რედაქტირებადაიბადა 1866 წლის 31 აგვისტოს, სიდნეიში, ავსტრალიაში, ჰენრი ჰერონ ბოშამპის (1825–1907), მდიდარი გემების ვაჭრისა და ელისაბედ (მეტსახელად ლუი) ვაის ლასეტერის (1836–1919) ოჯახში. მას ოჯახი მეის ეძახდა. ჰყავდა ოთხი და-ძმა. მისი ერთ-ერთი ბიძაშვილი იყო ახალ ზელანდიაში დაბადებული ქეთრინ მენსფილდი. როდესაც ის სამი წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, ისინი ლონდონში ცხოვრობდნენ, თუმცა რამდენიმე წელი შვეიცარიაში გაატარეს.[11]
ის სწავლობდა მუსიკის სამეფო კოლეჯში, ძირითადად სწავლობდა ორგანს.[12]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1891 წლის 21 თებერვალს, ლონდონში ელისაბედი დაქორწინდა დაქვრივებულ გერმანელ არისტოკრატ გრაფ ჰენინგ აუგუსტ ვონ არნიმ-შლაგენტინზე, (1851–1910) რომელსაც იგი შეხვდა იტალიაში მამასთან ერთად მოგზაურობის დროს.[13] ჰენინგი იყო საფრანგეთში გერმანიის ყოფილი ელჩის გარდაცვლილი გრაფ ჰარი ფონ არნიმის უფროსი ვაჟი. თავდაპირველად ბერლინში ცხოვრობდნენ, ხოლო 1896 წელს გადავიდნენ იმდროინდელ ნასენჰეიდში, პომერანიაში. 1899 წელს ჰენინგ ფონ არნიმი დააპატიმრეს თაღლითობისთვის, მაგრამ მოგვიანებით გაამართლეს.[14]
წყვილს ოთხი ქალიშვილი და ვაჟი ჰყავდა. ბავშვების მასწავლებელთა შორის იყო ე. მ. ფოსტერი, რომელიც მათთან ერთად 1905 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში მუშაობდა.[15] 1907 წლის აპრილიდან მაისამდე ჰაგ ვოლპოლი იყო მათი მასწავლებელი.[16]
1908 წელს ელისაბედი ბავშვებთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. 1910 წელს გრაფი ფონ არნიმი გარდაიცვალა. 1911 წელს ელისაბედი გადავიდა შვეიცარიაში, რანდონში და ააგო „Chalet Soleil“, სადაც დროგამოშვებით მასპინძლობდა ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლებს.[17]
ფონ არნიმის ქალიშვილი ფელიციტასი, რომელიც სწავლობდა შვეიცარიის სკოლა-ინტერნატში, შემდეგ კი ბრემენში, გერმანიაში, 16 წლის ასაკში გარდაიცვალა პნევმონიით.[18]
მეორე ქორწინებაა
რედაქტირებაფონ არნიმი 1916 წელს დაქორწინდა ფრენკ რასელზე ბერტრანდ რასელის უფროს ძმაზე. ისინი 1919 წელს დაშორდნენ, თუმცა ოფიციალურად არასდროს განქორწინებულან.[19] შემდეგ იგი გაემგზავრა შეერთებულ შტატებში, სადაც მისი ქალიშვილები ლიბეტი და ევი ცხოვრობდნენ. 1920 წელს დაბრუნდა თავის სახლში შვეიცარიაში. იმავე წელს დაიწყო რომანი ალექსანდრე სტიუარტ ფრერთან (1892-1984), რომელიც მოგვიანებით გახდა გამომცემლობის Heinemann-ის თავმჯდომარე. ალექსანდრე სტიუარტი ელისაბედზე 26 წლით უმცროსი იყო. მათ შორის რომანი რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდა. 1933 წელს ის დაქორწინდა მწერალზე პატრიცია უოლესზე.[20]
1930 წელს მან ააშენა სახლი სამხრეთ საფრანგეთში. იქ ვარდების ბაღი შექმნა და სახლს Mas des Roses უწოდა. ეს სახლი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, 1939 წელს გადავიდა შეერთებულ შტატებში. გარდაიცვალა გრიპისგან, ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში, 1941 წლის 9 თებერვალს, 74 წლის ასაკში და კრემირებული იქნა ფორტ ლინკოლნის სასაფლაოზე, მერილენდში. 1947 წელს მისი ფერფლი შეურიეს მისი ძმის, სერ სიდნი ბოშამპის ფერფლს წმინდა მარგარეტის ეკლესიის ეზოში, ტაილერს გრინში, ბუკინგემშირში. მის საფლავის ქვაზე ლათინური წარწერაა, parva sed apta (პატარა, მაგრამ შესაფერისი).[21]
ლიტერატურული კარიერა
რედაქტირებაფონ არნიმ მწერლის კარიერა დაიწყო თავისი სატირული და ნახევრად ავტობიოგრაფიული წიგნის, „ელიზაბეტი და მისი გერმანული ბაღი“ გამოქვეყნებით (1898). წიგნი ანონიმურად გამოქვეყნდა და ოცჯერ იყო დაბეჭდილი 1899 წლის მაისისთვის, გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ.[22]
1900 წლისთვის ფონ არნიმის წიგნებმა ისეთი წარმატება მოიპოვა, რომ ელისაბედის ვინაობამ ნიუ-იორკის და ლონდონის გაზეთები დააინტერესა.
ნახევრად ავტობიოგრაფიული იყო სხვა ნამუშევრები, მათ შორისაა: ბენეფიციარი (1902), ელიზაბეთის თავგადასავალი რუგენზე (1904), ვერა (1921) და სიყვარული (1925). შემდეგ გამოაქვეყნა პრინცესა პრისცილას ორი კვირა (1905) და ფრეულეინ შმიდტი და მისტერ ანსტრუტერი (1907).
არნიმის 1921 წლის რომანი ვერა, ბნელი ტრაგი-კომედია, რომელიც ეძღვნება მის კატასტროფულ ქორწინებას ერლ რასელთან, იყო მისი ყველაზე კრიტიკულად აღიარებული ნამუშევარი, რომელიც ჯონ მიდლტონ მიურის მიერ აღწერილი იყო, როგორც „ჯეინ ოსტინის ქარიშხლიანი უღელტეხილი“.[23]
მისი 1922 წლის ნამუშევარი, მოჯადოებული აპრილი, რომელიც შთაგონებული იყო ერთთვიანი არდადეგებით იტალიაში, ალბათ ყველაზე მსუბუქი და ელვარეა მის რომანებს შორის. ის რეგულარულად იყო ადაპტირებული სცენასა და ეკრანზე: 1925 წელს დაიდგა ბროდვეის თეატრში, 1935 წელს გადაიღეს ამერიკული მხატვრული ფილმი, მოჯადოებული აპრილი, რომელიც ხელმეორედ გადაიღეს 1992 წელს (მათ შორის მთავარ როლებში იყვნენ ჯოსი ლოურენსი, ჯიმ ბროუდბენტი და ჯოან პლორაიტი), 2010 წელს მოჯადოებული აპრილის მიხედვით გადაიღეს მუსიკალური პიესა, ხოლო 2015 წელს სერიალი, BBC Radio 4-ზე.
მისი 1940 წლის რომანი ბატონი სკეფინგტონი ადაპტირდა ოსკარზე ნომინირებულ მხატვრულ ფილმში, რომელიც Warner Bros.-მა 1944 წელს, ბეტი დეივისისა და კლოდ რეინსის მონაწილეობით გადაიღო.
ლიტერატურა
რედაქტირება- Lisa Bekaert, An Analysis of Elizabeth von Arnim's The Benefactress and Charlotte P. Gilman's Herland as New Woman writings & Henry R. Haggard's She and Ayesha as a masculine retort. Master's thesis, Ghent University, 2009 ([1] PDF; 378 KB)
- de Charms, Leslie: Elizabeth of the German Garden: A Biography – London: Heinemann, 1958
- Amanda DeWees, "Elizabeth von Arnim". An Encyclopedia of British Women Writers, ed. Paul Schlueter and June Schlueter. New Jersey: Rutgers University Press, 1998, pp. 13 ff.
- Iwona Eberle, Eve with a Spade: Women, Gardens, and Literature in the Nineteenth Century. Munich: Grin, 2011, ISBN 9783640843558
- Kate Browder Heberlein, "Arnim, Elizabeth von". Dictionary of British Women Writers, ed. Jane Todd. London: Routledge, 1998, No. 12
- Alision Hennegan, "In a Class of Her Own: Elizabeth von Arnim", Women Writers of the 1930s: Gender, Politics and History, ed. and introduction by Maroula Joannou. Edinburgh: Edinburgh University Press, 1999, pp. 100–112
- Michael Hollington, "'Elizabeth' and Her Books" AUMLA 87 (May 1997), pp. 43–51
- Kirsten Jüngling and Brigitte Roßbeck, Elizabeth von Arnim; Eine Biographie. Frankfurt: Insel, 1996, ISBN 9783458335405
- Isobel Maddison, "The Curious Case of Christine: Elizabeth von Arnim's Wartime Text", First World War Studies, vol 3 (2) October 2012, pp. 183–200
- Ashley Oles, The Angel in the Garden: Recovering Elizabeth von Arnim's 'The Pastor's Wife', Master's thesis, East Carolina University, 2012 ([2] PDF; 378 KB)
- Juliane Roemhild, Feminity and Authorship in the Novels of Elizabeth von Arnim. New Jersey: Fairleigh Dickinson University Press, 2014
- Talia Schaffer, "Von Arnim [née Beauchamp], Elizabeth [Mary Annette, Countess Russell]". The Cambridge Guide to Women's Writing in English, ed. Lorna Sage, advis. eds. Germaine Greer et al. Cambridge: Cambridge University Press, 1999, p. 646
- George Walsh, "Lady Russell, 74, Famous Novelist, Author of 'Elizabeth and Her German Garden' Dies in a Charleston, S. C., Hospital". Obituary in New York Times, 10 February 1941
- Katie Elizabeth Young, More than 'Wisteria and Sunshine': The Garden as a Space of Female Introspection and Identity in Elizabeth von Arnim's 'The Enchanted April' and 'Vera'. Master's thesis, Brigham University, 2011 (PDF)
- Ruth Derham, Bertrand's Brother: The Marriages, Morals and Misdemeanours of Frank, 2nd Earl Russell. Stroud: Amberley Publishing, ISBN 9781398102835.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Elizabeth Von Arnim — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ელისაბედ ფონ არნიმი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ელისაბედ ფონ არნიმი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- Article about Elisabeth von Arnim on Gmina Dobra Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-10. ციტირების თარიღი: 2022-02-23.
- Elizabeth von Arnim Society.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118896105 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 6.0 6.1 Lundy D. R. The Peerage
- ↑ 7.0 7.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 8.0 8.1 A Historical Dictionary of British Women — 2 — Routledge, 2003. — P. . 17. — ISBN 978-1-85743-228-2
- ↑ Czech National Authority Database
- ↑ 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1116.
- ↑ Oxford Dictionary of National Biography, online edition (UK library card required): Arnim, Mary Annette [May] von. Retrieved 5 March 2014.
- ↑ Isobel Maddison, Juliane Römhild, et al. (22 June 2017) "Reading Elizabeth von Arnim Today: An Overview", Women: A Cultural Review, Vol. 28, 2017, Issue 1–2. Retrieved 18 July 2020.
- ↑ Maddison, Isobel (2016) Elizabeth von Arnim: Beyond the German Garden. Abingdon: Routledge.
- ↑ Morgan, Joyce (2021). The Countess from Kirribilli. Australia: Allen & Unwin, გვ. 50-51. ISBN 9781760875176.
- ↑ R. Sully (2012) British Images of Germany: Admiration, Antagonism & Ambivalence, 1860–1914, p. 120, New York: Springer. Retrieved 20 July 2020 (Google Books).
- ↑ Elizabeth Steele (1972), Hugh Walpole, p. 15, London: Twayne ISBN 0805715606.
- ↑ Elizabeth von Arnim – Biography and Works. online-literature.com. ციტირების თარიღი: 7 November 2016
- ↑ Juliane Roemhild, (30 May 1916) Elizabeth von Arnim Society. 2016 Centenary Note: Two Wartime Tragedies. Retrieved 23 July 2020.
- ↑ Derham, Ruth (2021). Bertrand's Brother: The Marriages, Morals and Misdemeanours of Frank, 2nd Earl Russell. Stroud: Amberley, გვ. 257-283. ISBN 9781398102835.
- ↑ Morgan, Joyce (2021). The Countess from Kirribilli. Australia: Allen & Unwin, გვ. 263. ISBN 9781760875176.
- ↑ Vickers, Salley in the introduction to Elizabeth von Arnim, 'The Enchanted April' Penguin: 2012 ISBN 978-0-141-19182-9
- ↑ Miranda Kiek (8 November 2011) Elizabeth von Arnim: The forgotten feminist who’s flowering again, The Independent. Retrieved 19 July 2020.
- ↑ Brown, Erica (2013) Comedy and the Feminine Middlebrow Novel: Elizabeth von Arnim and Elizabeth Taylor, 1st, London: Pickering & Chatto. ISBN 978-1848933385.