ელინორ ვაილი
ელინორ მორტონ ვაილი (დ. 7 სექტემბერი, 1885 — გ. 16 დეკემბერი, 1928) — ამერიკელი პოეტი და ნოველისტი, ჯულია ელსვორთის ჯილდოს მფლობელი. პოპულარული იყო 1920-იან და 1930-იან წლებში. იგი ცნობილი იყო როგორც მელოდიური, მგრძნობიარე პოეზიით, ისე ეთიკური სილამაზით. [10]
ელინორ ვაილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 სექტემბერი, 1885[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | Somerville[6] |
გარდაცვალების თარიღი | 16 დეკემბერი, 1928[1] [2] [3] [4] [5] (43 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ნიუ-იორკი[7] |
დასაფლავებულია | Forty Fort Cemetery[8] |
საქმიანობა | პოეტი[6] , რომანისტი[6] და მწერალი[9] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
მეუღლე | William Rose Benét[6] |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოჯახი და ბავშვობა
რედაქტირებაელინორ ვაილი ჰოიტი დაიბადა 1885 წლის 7 სექტემბერს სომერვილში, ნიუ-ჯერსიში, საზოგადოებაში ცნობილ ოჯახში. მისი ბაბუა, ჰენრი ჰოიტი, პენსილვანიის შტატის გუბერნატორი იყო. მისი დეიდა იყო ელენე ჰოიტი, პოეტი. [11] მისი მშობლები იყვნენ ჰენრი მარტინ ჰოიტი უმცროსი, რომელიც იყო შეერთებული შტატების გენერალური ადვოკატი 1903-დან 1909 წლამდე; და ენ მორტონ მაკმაიკლი (დაიბადა 1861 წლის 31 ივლისს). ელინორს ოთხი და-ძმა ჰყავდა: ჰენრი, კონსტანცია, მორტონი და ნენსი (რომანტიკოსი, რომელმაც 1935 წელს დაწერა „ელინორ ვაილი: უცნობი ქალის პორტრეტი“) ელინორ ვაილი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო წიგნების კითხვით.
ქორწინებები და სკანდალი
რედაქტირებაელინორ ვაილი ცნობილია თავისი რომანებისა და ქორწინებების რაოდენობით და მათთან დაკავშირებული სკანდალებით. ადრინდელი რომანიდან მალევე, 20 წლის ასაკში, გაიცნო თავისი პირველი ქმარი, ჰარვარდის კურსდამთავრებული ფილიპ სიმონს ჰიჩბორნი [12] (1882–1912), ადმირალის ვაჟი. იგი მასთან ერთად გაიქცა და დაქორწინდნენ 1906 წლის 13 დეკემბერს. წყვილს ვაჟი შეეძინა, ფილიპ სიმონსი ჰიჩბორნი უმცროსი, დაიბადა 1907 წლის 22 სექტემბერი ვაშინგტონში. ელინორის თმით, მისი ქმარი ემოციურად არასტაბილური იყო, ამიტომ მათი ქორწინება ბედნიერი არ გამოდგა.
1910 წლის ნოემბერში, მამის გარდაცვალების შემდეგ, ელინორი და ჰიჩბორნი განქორწინდნენ. [13] მან მიატოვა ქმარი და ვაჟი და ჰორაციო ვაილისთან დაიწყო ურთიერთობა.
ამ აქტის შემდეგ ელინორს დევნიდნენ პრესაში, ხოლო ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა გარიყეს, სწორედ ამიტომ წყვილი საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა. [14], სადაც ისინი ცხოვრობდნენ შეცვლილი გვარით (სავარაუდოდ ვარინგი), ამ მოვლენამ ვაშინგტონში სკანდალი გამოიწვია და სოციალური წრეები ელინორზე ბევრს წერდნენ. [12] ფილიპ სიმონსმა ჰიჩბორნმა უფროსმა თავი მოიკლა 1912 წელს.
კარიერა
რედაქტირებაელინორ ვაილის მეგობრებმა ლიტერატურის დარგში ხელი შეუწყვეს მას ლექსების გაგზავნაში ჟურნალ Poetry-ში, რომელმაც 1920 წლის მაისში გამოაქვეყნა მისი ოთხი ლექსი, მათ შორის, მისი ყველაზე ფართოდ განხილული „ხავერდოვანი ფეხსაცმელი“. ვინმე ბენეტი გახდა მისი არაფორმალური ლიტერატურული აგენტის მოვალეობის შემსრულებელი. [12] მალევე ვაილიმ დატოვა მეორე ქმარი და 1921 წელს გადავიდა ნიუ–იორკში”. [14]
1921 წელს გამოიცა ვაილის პირველი კომერციული წიგნი პოეზიაში — „ქარისსაჭერი ბადე“, საკმაოდ წარმატებული წიგნი, რომელზეც მრავალი კრიტიკოსი დღემდე მიიჩნევს, რომ შეიცავს მის საუკეთესო ლექსებს. ედნა მილეიმ და ლუის უნტერმაიერმა შეაქეს მისი ეს ნაწარმოები. [12] პოეზიის საზოგადოებამ მას ჯულია ელსვორტ ფორდის პრემია მიანიჭა.
1923 წელს მან გამოაქვეყნა Black Armour (შავი აბჯარი), რომელიც კიდევ ერთი ცნობილი ნამუშევარი გახდა. [12] New York Times-ში წერდნენ:
„ ნაწარმოებში ვერ შევხვდებით არასწორ სიტყვას და ზედმეტ მარცვალს.“
|
ელინორ ვილის ლიტერატურული შემოქმედებაა საკმაოდ მდიდარი და შთამბეჭდავია, იმის გათვალისწინებით, რომ მისი მწერლის კარიერა სულ რაღაც რვა წელი გაგრძელდა. ამ ხანმოკლე პერიოდში მან დაწერა პოემების ოთხი ტომი, ოთხი ნოველა და დამატებითი ტომის შესაქმნელად საკმარისის ტატიები ჟურნალ-გაზეთებში.
გარდაცვალება
რედაქტირებაუილი მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრების განმავლობაში არტერიული წნევის პრობლემებით იტანჯებოდა. იგი მიდრეკილი იყო აუტანელი შაკიკისკენ და 52 წლის ასაკში, ბენეტის ნიუ–იორკის ბინაში ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. ამ დროს ორივე ემზადებოდა ნაწარმოების — „ანგელოზებისა და მიწიერი ქმნილების გამოსაცემად“. [12]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Elinor Wylie at the Poetry Foundation — ბიოგრაფია)
- Elinor Wylie — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ელინორ ვაილი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ელინორ ვაილი — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ელინორ ვაილის პოემები Poemtree.com-ზე
- ელინორ ვაილის პოემები „პოეტების კუთხეში“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 IMSLP — 2006.
- ↑ 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 Blain V., Grundy I., Clements P. The Feminist Companion to Literature in English: Women Writers from the Middle Ages to the Present — 1990. — P. 1192.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118808060 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ " Wylie, Elinor (Hoyt)[მკვდარი ბმული]," InfoPlease.com, Web, Apr. 7, 2011
- ↑ Taylor, Georgina (2001). H.D. and the Public Sphere of Modernist Women Writers 1913-1946: Talking Women. Oxford University Press, გვ. 76. ISBN 0-19-818713-0.
- ↑ 12.0 12.1 12.2 12.3 12.4 12.5 "Elinor Wylie 1885-1928," Poetry Foundation, Web, Apr. 7, 2011.
- ↑ Moroney, Claribel A. (1947). An Investigation of the "Fragile Escape in the Work of Elinor Wylie (Masters Thesis). Chicago: Loyola University.
- ↑ 14.0 14.1 "Elinor Wylie 1885-1928 დაარქივებული 2008-06-03 საიტზე Wayback Machine. ," eNotes.com, Web, Apr. 7, 2011