ედნა მილეი
ედნა სენტ ვინსენტ მილეი (დ. 1892, 22 თებერვალი — გ. 1950, 19 ოქტომბერი) — ამერიკელი პოეტი და დრამატურგი, [17] 1923 წლის პულიცერის პრემიის ლაურეატი პოეზიაში (მესამე ქალი, რომელმაც მიიღო ჯილდო პოეზიისთვის). [18] ცნობილი იყო თავისი ფემინიზმით. პროზაული ნაწარმოების წერისას იყენებდა ფსევდონიმს — „ნენს ბოიდი“.
ედნა მილეი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 22 თებერვალი, 1892[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] |
დაბადების ადგილი | Rockland |
გარდაცვალების თარიღი | 19 ოქტომბერი, 1950[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (58 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | Austerlitz |
ფსევდონიმი | Nancy Boyd |
საქმიანობა | დრამატურგი, პოეტი, მთარგმნელი, ლიბრეტისტი და მწერალი[12] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ვასარის კოლეჯი და Camden Hills Regional High School |
Magnum opus | Renascence |
ჯილდოები | პულიცერის პრემია პოეზიისათვის[13] , Academy of American Poets Fellowship[14] და რობერტ ფროსტის მედალი[15] |
მეუღლე | Eugen Boissevain[16] |
ხელმოწერა | |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებამილეი დაიბადა როკლენდში, მაინე, სკოლის მასწავლებელ ჰენრი ტოლმან მილეისა და მედდა კორა ლუნელა ბუზელის ოჯახში. მისი საშუალო სახელი მომდინარეობს ნიუ-იორკის წმინდა ვინსენტის საავადმყოფოდან, სადაც ბიძამისს სიცოცხლე ჯერ კიდევ ედნას დაბადებამდე გადაარჩინეს. 1904 წელს, კორა ოფიციალურად გაშორდა ედნას მამას ფინანსური უპასუხისმგებლობისა და ოჯახური ძალადობის გამო. მიუხედავად რამდენიმეწლიანი წერილობითი მიმოწერისა, ჰენრი ოჯახში აღარ დაბრუნებულა. კორა და მისი სამი ქალიშვილი, ედნა, ნორმა ლუნელა (დაიბადა 1893 წელს) და ქეთლინ კალოჩი (დაიბადა 1896), საცხოვრებლად ქალაქიდან ქალაქში გადადიოდნენ, ცხოვრობდნენ სიღატაკეში და იტანჯებოდნენ სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლისგან. კორა მოგზაურობდა კლასიკური ლიტერატურით სავსე სათავსოთი, სადაც შექსპირის და მილტონის შემოქმედებას ინახავდა და შვილებს უკითხავდა. ოჯახი დასახლდა პატარა სახლში, კორას დეიდის საკუთრებაში, კემბენში, მეინი, სადაც მილეიმ პირველი ლექსების წერა დაიწყო, რამაც მომავალში საყოველთაო აღიარება მოუტანა.
მილამი ვასარის კოლეჯში ჩვეულებრივზე მოგვიანებით, 21 წლის ასაკში შევიდა, 1913. მას თავისი დროის ბევრ კოლეგასთან ჰქონდა ურთიერთობა და ინახავდა ჩანაწერებს, მათ შორის დაწერილი პიესების პროექტებს. სკოლაში ყოფნის დროს მან რამდენიმე ურთიერთობა დაამყარა ქალებთან, მათ შორის ედიტ ვინის მეთინსონთან, რომელიც მუნჯი კინოს მსახიობი გახდა. [19]
ნიუ-იორკი
რედაქტირება1917 წელს ვასარის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მილეი საცხოვრებლად ნიუ–იორკში გადავიდა. იგი ცხოვრობდა ბევრ ადგილას გრინვიჩის სოფელში, მათ შორისაა „Cherry Lane Theater“-ის საკუთრებაში არსებული სახლი და ბედფორდის ქუჩა 75½, რომელიც ცნობილი იყო, როგორც ნიუ–იორკის ყველაზე ვიწრო სახლი [20] [21] [22]. პოეტის კარიერის აწყობის პერიოდში, მილეი თავდაპირველად მუშაობდა „Provincetown Players“-ში, მაკდუგალის ქუჩაზე და თეატრალურ გილდიასთან. 1924 წელს მილეიმ და სხვებმა დააარსეს „Cherry Lane Theatre“ და „გააგრძელეს ექსპერიმენტული დრამის დადგმა.“ [23][24]
კარიერა
რედაქტირებამილეის სახელის პოპულარობა 1912 წელს დაიწყო, როდესაც, 20 წლის ასაკში, მან გადააგზავნა ლექსი "Renascence" ლექსების კონკურსში „The Lyric Year“. კონკურსის უპირობო ფავორიტად ედნა ითვლებოდა, თუმცა, საბოლოოდ, მიენიჭა მეოთხე ადგილი. ამ თემის გარშემო ატეხილმა სკანდალმა მილეის პოპულარობა მოუტანა.
მილელმა ასევე დაწერა მოკლე მოთხრობები ჟურნალ „Ainslee’s“–სთვის, მაგრამ იგი ფარავდა თვის ნამდვილ პიროვნებას, როგორც პოეტი და ესთეტი, და დაჟინებით მოითხოვდა ნენსი ბოიდის ფსევდონიმით გამოექვეყნებინა ნაწარმოებები. პოპულარობის ზრდასთნ ერთად, ეინსლის გამომცემლობა ცდილობდა დაეყოლიებინა ედნა ფსევდონიმის გარეშე წერაზე გასამრჯელოს ზრდის სანაცვლოდ, რაზეც მან უარი თქვა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1921 წლის იანვარში იგი გაემგზავრა პარიზში, სადაც გაიცნო და დაუმეგობრდა მოქანდაკეებს: თელმა ვუდი [25] და კონსტანტინ ბრანციუსი. მალევე დაორსულდა კაცისგან, სახელად დობინი და იმის მაგივრად, რომ უზრუნველყო ქორწინების ლიცენზია, იგი დაბრუნდა ინგლისში, სადაც დედამისი, კორა დაეხმარა აბორტის გაკეთებაში. [26]
შესაძლოა, სწორედ ამის მიზეზი იყო მილეის ხშირი ავადმყოფობა და სისუსტე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ავადმყოფობის დროს მისთვის გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღების შემდეგ, 1923 წელს, იგი დაქორწინდა 43 წლის ევგენ იან იან ბოისევსზე (1880–1949).
გარდაცვალება
რედაქტირებამილეი გარდაიცვალა 58 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, 1950 წლის 19 ოქტომბერს. დაიღუპა კიბეზე დაგორების შედეგად. მისი გვამი დაახლოებით რვა საათის შემდეგ იპოვეს. ექიმმა განაცხადა, რომ ედნამ განიცადა გულის შეტევა. [24] დაკრძალულია მეუღლის გვერდით, ნიუ იორკის სასაფლაოზე, აუსტერლიცში. [27]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
- ↑ 5.0 5.1 IMSLP — 2006.
- ↑ 6.0 6.1 Gale R. L. Millay, Edna St. Vincent (22 February 1892–19 October 1950), poet // American National Biography Online / S. Ware — [New York]: Oxford University Press, 2017. — ISSN 1470-6229 — doi:10.1093/ANB/9780198606697.ARTICLE.1601131
- ↑ 7.0 7.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ 8.0 8.1 Discogs — 2000.
- ↑ FemBio database
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ GeneaStar
- ↑ Mainiero L., Faust L. L. American Women Writers: A Critical Reference Guide from Colonial Times to the Present — 1979.
- ↑ https://www.pulitzer.org/winners/edna-st-vincent-millay
- ↑ https://web.archive.org/web/20150315043417/https://poets.org/academy-american-poets/prizes/academy-american-poets-fellowship
- ↑ https://poetrysociety.org/award-winners/name/frost-award
- ↑ WikiTree — 2005. — ed. size: 23699588
- ↑ Obituary Variety, October 25, 1950.
- ↑ Poetry.
- ↑ Millay, Edna St. Vincent. (February 4, 2014) Edna St. Vincent Millay.
- ↑ Gray, Christopher (November 10, 1996). „For Rent: 3-Floor House, 9 1/2 Ft. Wide, $6,000 a Month“. The New York Times. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
- ↑ Barbanel, Josh (September 19, 2013). „Grand on a Small Scale“. The Wall Street Journal. ციტირების თარიღი: December 14, 2015.
- ↑ Wetzsteon, Ross. 2002. Republic of Dreams: Greenwich Village, the American Bohemia, 1910-1960. New York: Simon & Schuster. p. 283
- ↑ Delaney, Edmund T. 1968. New York's Greenwich Village. Barre, Mass: Barre Publishers. p. 112
- ↑ 24.0 24.1 "Edna St. V. Millay Found Dead At 58", The New York Times, October 20, 1950, https://www.nytimes.com/learning/general/onthisday/bday/0222.html?scp=5&sq=st%20vincent%20millay&st=cse. წაკითხვის თარიღი: September 13, 2010.
- ↑ Herring, Phillip (1995). Djuna: The Life and Work of Djuna Barnes. New York: Penguin Books, გვ. 158. ISBN 0-14-017842-2.
- ↑ Milford 2001, pp 234-9.
- ↑ Wilson, Scott. Resting Places: The Burial Sites of More Than 14,000 Famous Persons, 3d ed.: 2 (Kindle Location 32422). McFarland & Company, Inc., Publishers. Kindle Edition.