ელინა გარანჩა (ლატვ. Elīna Garanča; დ. 16 სექტემბერი 1976, რიგა, ლატვია) — ლატვიელი მომღერალი (მეცო-სოპრანო).

ელინა გარანჩა

ელინა გარანჩა
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი Elīna Garanča
დაბ. თარიღი 16 სექტემბერი, 1976 (1976-09-16) (48 წლის)
დაბ. ადგილი რიგა, ლატვია
წარმოშობა ლატვიის დროშა ლატვიელი
ჟანრ(ებ)ი კლასიკური მუსიკა
საქმიანობა მეცო-სოპრანო
საიტი elinagaranca.com
ელინა გარანჩა ვიკისაწყობში

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა მუსიკოსთა ოჯახში. სწავლობდა ლატვიის მუსიკალურ აკადემიაში, შემდგომში ვენაში და აშშ-ში. გასტროლზე გადიოდა რიჟკის ოპერის თეატრთან ერთად ბუქარესტსა და ათენში, იყო მაინინგენისა და ფრანკფურტის დასში. კონტრაქტი გააფორმა ვენის სახელმწიფო ოპერასთან.

1999 წელს გახდა მირამ ხელინის სახელობის საერთაშორისო კონკურსი ახალგაზრდა მომღერლებისთვის ლაურეატი, რომელიც ჰელსინკიში ჩატარდა. 2001 წელს ფინალისტი იყო პრესტიჟული კონკურსისა BBC Cardiff Singer of the World.

2005 წელს ხელი მოაწერა ექსკლუზიურ კონტრაქტს ფირმა Deutsche Grammophon-თან.

საშემსრულებლო რეპერტუარი

რედაქტირება

მღეროდა ოპერებში „ანა ბოლეინი“ გაეტანო დონიცეტი (1998), „სევილიელი დალაქი“ ჯოაკინო როსინი (1998), „ვარდების კავალერი“ რიხარდ შტრაუსი (2000), „სოფლის ღირსება პიეტრო მასკანი (2001), „გენზელი და გრეტელი“ ენგელბერტ ჰუმპერდინკა (2001), „ასე იქცევა ყველა“ (2003) და „La clemenza di Titoვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (2003), „ნორმა“ ვინჩენცო ბელინი (2004), „კონკია“ ჯოაკინო როსინი (2004), „Werther “ჟიულ მასნე (2005), „ბიაზეტი“ ანტონიო ვივალდი (2005), „ფიგაროს ქორწინება“ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი (2006), „კარმენი“ ჟორჟ ბიზე (2007) და სხვა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ელინა დაქორწინდა დირიჟორ კარელ მარკ ჩიჩონზე (დ. 1971). ჰყავთ ორი ქალიშვილი — კეტრინ ლუიზ ჩიჩონი (დ.22.09.2011) და კრისტინა სოფი ჩიჩონი (დ.10.01.2014).[1].

აღიარება

რედაქტირება

ევროპული პრემია კულტურულ მიღწევებში ნომინაცია „მუსიკალური ხელოვნება“ (2006). პრემია ეხო-კლასიკ „წლის მომღერალი“ (2007, 2009).[2]