ელიზბარ ზედგინიძე

ქართველი მწერალი და პროზაიკოსი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზედგინიძე.

ელიზბარ კონსტანტინეს ძე ზედგინიძე (დ. 10 ნოემბერი, 1903, თბილისი — გ. 9 ოქტომბერი, 1983, იქვე) — ქართველი მწერალი, პროზაიკოსი.

ელიზბარ ზედგინიძე
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1903(1903-11-10)
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 ოქტომბერი, 1983(1983-10-09) (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და პროზაიკოსი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

ბიოგრაფია

რედაქტირება

სწავლობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, მუშფაკში. 1923 წლიდან მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა რესპუბლიკის ჟურნალ-გაზეთებში. 1927 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1927 წელს გამოაქვეყნდა მოთხრობების პირველი კრებული „ვერცხლის ქამარი“. იყო გაზეთ „ნორჩი პიონერის“, რედაქტორი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი და მისი პირველი დირექტორი. მუშაობდა „„მნათობის“ რედაქციაში. 1934 წელს გამოაქვეყნდა პირველი რომანი „იღვიძებენ მთები“, რომელშიც ასახულია სოფლის სოციალისტური გარდაქმნა აჭარაში. 1941 წლიდან აქვეყნებდა რომანებს დიდი სამამულო ომის თემაზე.

სხვადასხვა დროს იყო გაზეთ „კომუნისტის“, საქდესის კორესპონდენტი, სხვადასხვა ჟურნალის ლიტერატურული მუშაკი. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, უზბეკურ, ლიტვურ ენებზე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნაწარმოებები

რედაქტირება
  • იღვიძებენ მთები“, რომანი, 1934
  • „მზის ამოსვლამდე“, რომანი, 1941
  • „მოთხრობები“, მოთხრობების კრებული, 1945
  • „რჩეული“, მოთხრობბების კრებული, 1956
  • „ოროს თუმნიანი“, მოთხრობების კრებული, 1956
  • „გაზაფხული დაიწყო ადრე“, რომანი 1963-1967
  • უბატონო ქვეყანა“, ისტორიული რომანი, 1975

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 498-499.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 156, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება