ელექტრული ნაკადი
ელექტროდინამიკაში, ელექტრული ნაკადი ეწოდება ელექტრული ველის დაძაბულობის ნაკადს. ელექტრული ნაკადი პროპორციული რაიმე ზედაპირის გამჭოლი ელექტრული ველის ძალწირების რაოდენობისა. ელექტრული ნაკადი რაიმე უსასრულოდ მცირე ზედაპირის ელემენტში ტოლია
(ანუ ველის დაძაბულობა E და ფართობის ელემენტის მისი პერპენდიკულარული კომპონენტის ნამრავლისა). შესაბამისად რაიმე S ზედაპირის გამჭოლი ელექტრული ნაკადი მოიცემა ზედაპირული ინტეგრალით:
სადაც E არის ელექტრული ველის დაძაბულობა, dA არის ზედაპირის უსასრულოდ მცირე ელემენტი, რომლის მიმართულება ემთხვევა ზედაპირის გარე ნორმალის მიმართულებას მოცემულ წერტილში.
გაუსის კანონის თანახმად ელექტრული ნაკადი რაიმე ჩაკეტილ ზედაპირზე (SI სისტემაში) ტოლია:
სადაც QS არის ამ ზედაპირს შიგნით მოქცეული მუხტი, ხოლო ε0 არის ელექტრული მუდმივა.
ელექტრული ნაკადის ერთეული SI სისტემაში არის ვოლტი მეტრზე (V m), ან (ექვივალენტურია) ნიუტონი მეტრი2 კულონი-1. მაშასადამე SI სისტემის საბაზისო ერთეულებში ელექტრული ნაკადის ერთეული არის კგ•მ3•წმ-3•ა-1.