გოცირიძე (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური
(გადამისამართდა გვერდიდან ელექტროდეპო (მეტროსადგური))

გოცირიძე (ყოფილი ელექტროდეპო) — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც დიდუბისა და ნაძალადევის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი და ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]

„გოცირიძე“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი

„გოცირიძე“ რეკონსტრუქციამდე
ბაქნის მდებარეობა 41°44′34″ ჩ. გ. 44°47′02″ ა. გ. / 41.742944° ჩ. გ. 44.784028° ა. გ. / 41.742944; 44.784028
ამოსასვლელი 41°44′33″ ჩ. გ. 44°47′04″ ა. გ. / 41.742583° ჩ. გ. 44.784611° ა. გ. / 41.742583; 44.784611
რაიონი ნაძალადევის რაიონი
გახსნის თარიღი 11 იანვარი, 1966; 58 წლის წინ (1966-01-11)
წინა სახელები „ელექტროდეპო“ (1966–2012)
ტიპი ღია მიწისზედა
ბაქნების რაოდენობა 2
ბაქნების ტიპი გვერდითი
ბაქნების სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი გ. მოძმანიშვილი
ნ. ლომიძე
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი ზესტაფონის ქუჩა
კონსტანტინე სტანისლავსკის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00
„გოცირიძე“ ვიკისაწყობში

მიწისზედა სადგურის არქიტექტურა სადა და ლაკონიურია, რკინაბეტონის საყრდენებზე განლაგებული ბაქნების ბოლოს მოთავსებულია პავილიონის ტიპის ვესტიბიული, რომელიც კიბით უკავშირდება სალაროების დარბაზს და ქალაქში გასასვლელს.[1] ბაქანი გრძელი საფეხმავლო ხიდით მატარებლების სადგომის გავლით წერეთლის გამზირს უკავშირდება[3] (კონსტანტინე სტანისლავსკის ქუჩით).

სახელი რედაქტირება

თავდაპირველად სადგურს ერქვა „ელექტროდეპო“ („ელდეპო“).[1] რადგან მის ახლოს არის ნაძალადევის დეპო (რომელიც ახლა საბურთალოს ხაზს ემსახურება). 2012 წლიდან მეტროპოლიტენის სადგური ატარებს ქართველი ინჟინერ-გვირაბმშენებელის, ვიქტორ გოცირიძის სახელს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვილი მიუძღვის თბილისის მეტროპოლიტენის 27 კმ-იანი ხაზის, მისი 21 სადგურისა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაში.

რეკონსტრუქცია და რემონტი რედაქტირება

რეკონსტრუქციამდე სადგურის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო. 2019 წლის საექსპერტო დასკვნით, ნალექების ზემოქმედებით დაზიანებული იყო პორტალის ცალკეული უბნები, ერთ-ერთ უბანზე კოროზიის გამო მოგლეჯილი იყო ბეტონის დამცავი შრის მონაკვეთი, ცალკეულ უბნებში დაწყებული იყო ბეტონის გამოტუტვისა და გაშიშვლებული მუშა არმატურის კოროზიის პროცესი, დაზიანებული იყო გადამტიხრავი არამზიდი კედლები. კვლევაში კონსტრუქციული დეფექტებიდან ყველაზე მეტ ყურადღებას ბეტონის დაყალიბების ხარვეზებზე ამახვილებდნენ. გადაჭარბებული ფორიანობისა და ნიჟარების გამო ატმოსფერული ნალექები ბეტონის გავლით ადვილად აღწევდა არმატურამდე და იწვევდა მის კოროზიას.[4]

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესასრულებლად პირველი ტენდერი 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომელიც უარყოფითი შედეგით დასრულდა. ამის შემდეგ ტენდერი კიდევ 9-ჯერ გამოცხადდა. საბოლოოდ, 2020 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერი შედგა და გამარჯვებულთან 1 010 851 აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა კომპანიამ ვერ შეძლო ვალდებულების შესრულება. ახალი ტენდერი სხვა კომპანიასთან 2021 წელს გაფრმდა, რომლის ღირებულება ამჯერად 4 705 166 ლარი იყო. დასრულების ვადა 2022 წლით განისაზღვრა.[5]

რეკონსტრუქციის ფარგლებში მთლიანად მოიხსნა ბაქნის ძველი და დაზიანებული ფილები და ჩანაცვლდა ახლით, ასევე სადგური მთლიანად გადაიხურა.[3] თითქმის სამწლიანი რეაბილიტაციის შემდეგ, მეტროსადგური „გოცირიძე“ მგზავრებისთვის 2023 წლის 18 მარტს გაიხსნა.[6]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.
  3. 3.0 3.1 ნემსაძე, გვანცა (11 ივნისი, 2022). „“მატარებელი გაივლის გაუჩერებლად” - რა დაემართა მეტროსადგურ “გოცირიძეს”?“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  4. „მოგლეჯილი ბეტონის დამცავი და სხვა დაზიანებები — რა მდგომარეობაშია მეტროსადგური გოცირიძე“. On.ge. 28 მარტი, 2019. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  5. სუხიაშვილი, ვერიკო (10 ოქტომბერი, 2022). „მეტრო „გოცირიძის“ რეაბილიტაცია 2.5 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა“. factcheck.ge. ციტირების თარიღი: 17 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  6. „მეტროსადგური "გოცირიძე" გაიხსნა“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 18 მარტი, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)