დიდუბე (თბილისის მეტრო)
თბილისის მეტროსადგური
დიდუბე — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც ღრმაღელეს და გოცირიძის სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1966 წლის 16 იანვარს გაიხსნა. არქიტექტორები გ. მოძმანიშვილი და ნ. ლომიძე.[1] სამშენებლო სამუშაოები განახორციელა „თბილმეტრომშენმა“.[2]
„დიდუბე“ | |
---|---|
პირველი ხაზი | |
თბილისის მეტროპოლიტენი | |
ბაქნის მდებარეობა | 41°44′58″N 44°46′48″E / 41.74943981526399° ჩ. გ. 44.77993679418459° ა. გ. |
ამოსასვლელი | 41°45′00″N 44°46′48″E / 41.750020697482086° ჩ. გ. 44.77995961778987° ა. გ. |
რაიონი | ნაძალადევის რაიონი |
გახსნის თარიღი | 16 იანვარი, 1966 |
ტიპი | მიწისზედა |
ბაქნების რაოდენობა | 1 |
ბაქნის ტიპი | კუნძულოვანი |
ბაქნის სიგრძე | 102 მ |
არქიტექტორ(ებ)ი |
გ. მოძმანიშვილი ნ. ლომიძე |
მშენებელი კომპანია | „თბილმეტრომშენი“ |
ქალაქში გასასვლელი |
თორნიკე ერისთავის ქუჩა ტრანსპორტის ქუჩა |
სამუშაო გრაფიკი | 06:00—00:00 |
| |
„დიდუბე“ ვიკისაწყობში |
მიწისზედა სადგური წარმოადგენს ღია პლატფორმას რკინაბეტონის გადახურვით. პლატფორმის ნაწილზე აღმართულია ორსინათლიანი ვესტიბიული — მსუბუქი რკინაბეტონის კარკასი დიდი შემინული ღიობებით. სადგური ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებულია კიბეებითა და გადასასვლელებით.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
- ↑ თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.