ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი, ყიფიანი-ლორთქიფანიძისა, (დ. 9 მაისი, 1855, ქვიშხეთი — გ. 1890) — ქართველი მწერალი, ჟურნალისტი, მსახიობი, თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი; ცნობილი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი.

ელენე ყიფიანი
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1855
ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 23 ნოემბერი, 1890
პროფესია ქართველი მსახიობი, თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი, მთარგმნელი
მეუღლე(ები) ანტონ ლორთქიფანიძე
მშობლები მამა: დიმიტრი ყიფიანი
დედა: ნინო ჭილაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ელენე დიმიტრის ასული ყიფიანი 1855 წლის 9 მაისს სოფელ ქვიშხეთში დაიბადა. დიმიტრი ყიფიანისა და ნინო ჭილაშვილის ქალიშვილი. ქართველი მსახიობი, თბილისის თეატრალური დასის ერთ-ერთი შემქმნელი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ანტონ ლორთქიფანიძის მეუღლე.

ელენე ყიფიანი იყო ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი და მისი შესანიშნავი თამაშით ხელი შეუწყო ქართული თეატრის აღორძიენებას. მას აკაკი წერეთელთან ერთად უთამაშია გედევანიშვილის ,,მსხვერპლში". მან სხვა თანამოაზრე ქალბატონებთან ერთად დაიწყო სხვადასხვა ლიტერატურის თარგმნა და გამოცემა სახელწოდებით ,,თარგმანი საამო საკითხავ თხზულებათა". ელენე ყიფიანისა და მისი მეუღლის ანტონ ლორთქიფანიძის უშუალო ინიციატივითა და ძალისხმევით დაარსდა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკა, მათ ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნადი ფონდით.

ელენე ყიფიანი 1890 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება