ნინო იაგორის (გიორგის) ასული ჭილაშვილი (დ. 1827 — გ. 1902, ქვიშხეთი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, დიდი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწის, პუბლიცისტისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეურის დიმიტრი ყიფიანის მეუღლე.

ნინო ჭილაშვილი
დაბადების თარიღი 1827
გარდაცვალების თარიღი 1902
ქვიშხეთი
პროფესია საზოგადო მოღვაწე
მეუღლე(ები) დიმიტრი ყიფიანი
შვილ(ებ)ი ნიკოლოზ ყიფიანი
კონსტანტინე ყიფიანი
ელენე ყიფიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნინო იაგორის (გიორგის) ასული ჭილაშვილი დაიბადა 1827 წელს. მან დაამთავრა სმოლნის კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი. ის იყო დიდი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის მეუღლე. ნინო ჭილაშვილი ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ მოგონებების ავტორია. იყო „თბილისის მუსიკალური საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი, აგრეთვე წმიდა ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

ნინო ჭილაშვილი გარდაიცვალა 1902 წელს, ქვიშხეთში. დაკრძალულია მეუღლის გვერდით, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება