თამარ მიქაძე (დ. 20 მაისი, 1959) — ქართველი მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

თამარ მიქაძე
დაბადების თარიღი 20 მაისი, 1959
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი მწერალი, ფილოლოგი
მეუღლე(ები) სულხან ისაკაძე
შვილ(ებ)ი ნიკოლოზ ისაკაძე, სოფიო ისაკაძე
მშობლები მამა: გივი მიქაძე
დედა: ლალი პატარაია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1984 წლიდან 2007 წლამდე მუშაობდა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ახალი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. ამჟამად ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელია; არის ჟურნალ ,,ანეულთან“ არსებული ლიტერატურული გაერთიანების წევრი.

სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ჟურნალებში: ,,ცისკარი“, ,,ჩვენი მწერლობა“, ,,ანეული“, გაზეთებში ,,ლიტერატურული საქართველო“, ,,კალმასობა“ და სხვა.

2003 წ. გამომცემლობა ,,საარში“ გამოიცა მისი მინიატურული პროზის კრებული: ,,სევდიანიდან მხიარულამდე“.

2007 წ. გამომცემლობა ,,უნივერსალში“ გამოიცა მისი სადისერტაციო ნაშრომი ,,იოსებ ბაქრაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“.

2009 წ. გამოცემული ფოტოალბომის – დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა – პროექტის ავტორი და შემდგენელი.

2010 წ. გამოცემული ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედიის –,,სიტყვანი“ რედაქციის წევრი.

2013 წ. დიმიტრი ყიფიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მედალი.

2014 წელს გამოსცა მინიატურული პროზის კრებული „ძალიან პატარა ქალაქში“.

2016 წელს გამოცემული ალბომის ,,დიმიტრი ყიფიანი და მისი შთამომავალნი" შემდგენელი სოფიო ისაკაძესთან ერთად, აგრეთვე ფოტოალბომის გამოცემის პროექტის ავტორი.

2017 წელს გადაეცა დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია.

დიმიტრი ყიფიანის მე-6 თაობის შთამომავალი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • თამარ მიქაძე. ძალიან პატარა ქალაქში. გამომცემლობა ,,საარი", თბილისი, 2014 წ.