თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა
„თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა” — 1872 წელს თბილისში დაბეჭდილი ლიტერატურული კრებული. გამოსცა „ქართველ ქალთა ამხანაგობამ” (ელენე ყიფიანი, ეკატერინე გაბაშვილი, ეკატერინე მელიქიშვილი), რომელიც მიზნად ისახავდა უცხოელ ავტორთა თარგმნასა და გამოცემას. კრებულში შესულია „პარიჟელი ბიჭი” (ნაწყვეტი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან „საბრალონი”), „ამერიკელი ქალები XVIII საუკუნისა”, „ჟულ ტარრო” და „უკანასკნელი დღენი ნათანიელ როსსელისა”. კრებულის გამოცემას დადებითი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც ბიძგი მისცა ქართველ ქალთა გააქტიურებას საზოგადოებრივ და სალიტერატურო ასპარეზზე.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯოლოგუა, თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.