ელენა ბონგუელა აბელი
ელენა ბონგუელა აბელი (პორტ. Helena Bonguela Abel; დ. 3 ივნისი, 1957, კაჩიუნგო, უამბოს პროვინცია, ანგოლა) — ანგოლელი პოლიტიკური მოღვაწე, პოლიტიკური პარტია უნიტას აქტივისტი ანგოლის სამოქალაქო ომის მონაწილე ჟონას სავიმბის მხარეს. უნიტას ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანგოლის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი. ანგოლელი პოლიტიკოსისა და უნიტას ერთ-ერთი დამაარსებლის, ჟოზე სამუელ შივალეს ყოფილი ცოლი და ასევე პოლიტიკოსის, ადრიანო საპინიალის დედა.
ელენა ბონგუელა აბელი | |
ანგოლის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 28 სექტემბერი, 2017 |
დაბადებული | 3 ივნისი, 1957 კაჩიუნგო, უამბოს პროვინცია, ანგოლა |
პოლიტიკური პარტია | უნიტა |
მეუღლე | ჟოზე სამუელ შივალე |
შვილები | 5 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაელენა ბონგუელა აბელი დაიბადა 1957 წლის 3 ივნისს ანგოლაში, უამბოს პროვინციის სოფელ კაჩიუნგოში, გლეხის ოჯახში. მეკუთვნება ოვიმბუნდუს ტომს. სოფლის სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა გააგრძელა სერპა-პინტუს ეროვნულ სკოლაში. გარკვეული პერიოდი მუშაობდა საფოსტო-სატელეფონო კომპანიაში[1]. ანგოლის დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს, 1975 წლის 11 ნოემბერს იყო 18 წლის და სწავლობდა სერპა-პინტუში[2].
ახალგაზრდობიდანვე ელენა აბელი იცავდა ანტიკოლონიულ ნაციონალისტურ შეხედულებებს. 1974 წელს გახდა უნიტას წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჟონას სავიმბი.
1976 წელს იგი უნიტას მეამბოხე ჯარს შეუერთდა. მან სამხედრო და პოლიტიკური მომზადება პარტიზანულ ბაზებზე გაიარა. 1977 წელს იგი დაესწრო პოლიტიკურ მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კურსს, რომელსაც ჟონას სავიმბი ასწავლიდა.
ელენა ბონგუელა აბელი მონაწილეობდა ანგოლის სამოქალაქო ომში, როგორც უნიტას პოლიტიკური ფუნქციონერი. აქტიურ სააგიტაციო საქმიანობას ეწოდა კვანდო-კუბანგოში. იყო უნიტას ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი სერპა-პინტუში. ამავდროულად მუშაობდა დაწყებითი კლასების მასწავლებლად უნიტას მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, მათ შორის მოძრაობის სამხედრო დედაქალაქ ჯამბაში.
1982 წელს აბელი უკვე უნიტას ქალთა ორგანიზაციის ფუნქციონერია. 1980-იან წლები ხელმძღვანელობდა ქალთა ორგანიზაციას ჯამბაში და კვანდო-კუბანგოში. აქტიურად მონაწილეობდა უნიყტას წინასაარჩევნო კამპანიაში 1992 წლის არჩევნებში, მაგრამ დეპუტატი ვერ გახდა, არჩევნები კი დასრულდა ჰელოუინის ხოცვა-ჟლეტით. 1990-იანი წლების მეორე ნახევარში ხელმძღვანელობდა ქალთა ორგანიზაციებს ბაილუნდოში და უამბოში[1]..
ჟონას სავიმბის გარდაცვალების შემდეგ, 2002 წლის 22 თებერვალს ანგოლის სამოქალაქო ომი შეწყდა. მოხდა უნიტას ლეგალიზაცია და მან მოქმედება დაიწყო როგორც პოლიტიკურმა პარტიამ. ელენა აბელი საცხოვრებლად ლუანდაში გადავიდა და გახდა ქალთა ორგანიზაციის წევრი. შედიოდა უნიტას ცენტრალურ პოლიტიკურ კომისიაში. დაასრულა აგოსტინიო ნეტოს უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობით.
2012 წლის არჩევნებში ელენა აბელი აირჩიეს ანგოლის ეროვნული ასამბლეის წევრად. შედიოდა ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომისიის შემადგენლობაში[3].
2015 წლიდან ელენა აბელი უნიტას ქალთა ორგანიზაციის ეროვნული ხელმძღვანელია. არის უნიტას ხელმძღვანელის ისაიაშ სამაკუვას აქტიური მომხრე][4]. გამოდის ანგოლის პატრიოტიზმის, დემოკრატიისა და სოციალური სამართლიანობის პოზიციით და საკუთარ დავალებად თვლის ანგოლელი ქალების მობილიზებას ამ იდეების გარშემო[5]. მწვავედ აკრიტიკებს მმარტელ ანგოლის განთავისუფლების სახალხო მოძრაობას ადამიანის უფლებების დარღვევის, ოპოზიციის ჩახშობისა და ანტისოციალური პოლიტიკის გამო (განსაკუთრებით ქალების მიმართ)[6]. მონაწილეობდა სიკვდილით დასჯის შესახებ გამართულ დისკუსიებში. არის სიკვდილით დასჯისა და სამუდამო პატიმრობის მოწინააღმდეგე.
ოჯახი
რედაქტირებაელენა ბონგუელა აბელი არაერთხელ იყო გათხოვილი. ამჟამად ოფიციალურად ქვრივია. ჰყავს ხუთი შვილი. 1977 წელს ელენა ცოლად გაყვა აჯანყებვულთა ხელმძღვანელს ჟოზე სამუელ შივალეს, უნიტას ერთ-ერთ დამაარსებელს. ეს ქორწინება მალევა დიმხსვრა, მაგრამ წყვილს ჰყავთ შვილი, უნიტას სამხედრო-პოლიტიკური აქტივისტი ადრიანო საპინიალუ[7].
ელენას უყვარს ამერიკელი პასტორის ჯონ მაქსველის ნაწერები, რომლებიც ითვლება ლიდერების საკითხების წამყვან ექსპერტად. უპირატესობას ანიჭებს კლასიკურ და ქრისტიანულ-ევანგელურ მუსიკას. დასვენების საყვარელი სახეობაა — სეირნობა[2].
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Dados biográficos de Helena Bonguela a nova líder da LIMA
- ↑ 2.0 2.1 Angola Fala Só: Bilhete Identidade Helena Bonguela
- ↑ HELENA BONGUELA ABEL. Grupo Parlamentar UNITA
- ↑ LIMA apela Transparência Eleitoral para Salvaguarda da Estabilidade Nacional
- ↑ Namibe: LIMA conta com nova presidente[მკვდარი ბმული]
- ↑ Angola Fala Só — Helena Bonguela: «O habeas corpus não nos satisfaz»
- ↑ Adriano Sapiñala, Secretário da UNITA para a Segurança Pública