ეთერ მგალობლიშვილი

ეთერ მგალობლიშვილი (გ. 14 აგვისტო, 1932, თბილისი — გ. 3 ივნისი, 2020) — ქართველი მუსიკოსი, პედაგოგი.

ეთერ მგალობლიშვილი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 აგვისტო, 1932
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 3 ივნისი, 2020 (87 წლის)
ინსტრუმენტ(ებ)ი ორგანი

1956 წელს დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია (საფორტეპიანო, ორგანი). 1971 წელს სტაჟირება გაიარა ქ. ლაიფციგის კონსერვატორიაში (ორგანი), 1979 წელს სტაჟირება ბელგიაში (კომპოზიცია, ორგანი). 1965-2012 წლებში იყო ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1978 წლიდან დოცენტი, 1990 წლიდან პროფესორი. სხვადასხვა წლებში იყო ლაიფციგში იოჰან სებასტიან ბახის, მოსკოვის, ვილნიუსის, გორკის (ამჟამად ნიჟნი-ნოვგოროდი), კიშინიოვის ორგანისტთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი. 1977-1978 წლებში დააარსა ბიჭვინთის (საკავშირო მასშტაბის) საორგანო მუსიკის ფესტივალი. მოწაფეები: ლ. ბაიდოშვილი, გ. კონიაევი, გრ. მეშველიშვილი, ნ. რუხაძე. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას. საქართველოში მრავალი საორგანო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო. ქართული რეპერტუარი: ოთარ თაქთაქიშვილი საორგანო პიესა, ალექსანდრე შავერზაშვილი საორგანო პრელუდია და ფუგა(1965), ალექსი მაჭავარიანის, ნუნუ გაბუნიას (1980) საორგანო ნაწარმოებები (ყველა პირველი შესრულება). სხვა რეპერტუარი: მოიცავს საორგანო მუსიკის თითქმის ყველა ეპოქის კომპოზიტორთა შემოქმედებას, მათ შორის: იოზეფ ჰაიდნი კონცერტები, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი Kirchen-Sonaten, fantazia f-moll - Andante, allegro und Adagio, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის კონცერტები, ბეთჰოვენი საორგანო ნაწარმოებები,იოჰან სებასტიან ბახი კანტატა „შენთანა მშვიდობა“ (2002, პირველი შესრულება საქართველოში აღდგომის დღესასწაულზე), აგრეთვე დასავლეთ ევროპისა და თანამედროვე კლასიკური საორგანო ნაწარმოებები (უმეტესი ნაწილის პირველი შესრულება საქართველოში). პირველი ქართველი პროფესიული ორგანისტი, პიანისტი, ქართული საორგანო სკოლის დამაარსებელი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება