ევროპის ჩემპიონთა თასი ბალახის ჰოკეიში
1969 წლიდან ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია ატარებდა ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებას ვაჟთა შორის. თავიდან ეს ტურნირი არაოფიციალურად ითვლებოდა. 1974 ტურნირს უკვე ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაცია ატარებს და მან ოფიციალური სტატუსი შეიძინა. ამავე წლიდან დაიწყო ქალთა ანალოგიური თასის გათამაშებაც. ტურნირის ფინალურ სტადიაზე მონაწილეობდა ვაჟთა 12 და ქალთა 8 გუნდი (მათ შორის წინა გათამაშების საუკეთესო ვაჟთა (6) და ქალთა (4) გუნდები}. ფინალური ტურნირის დანარჩენ მონაწილეები ვლინდებოდნენ შესარჩევ ტურნირებში. 1981 წლიდან ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაციამ რეორგანიზაცია გაუკეთა ჩემპიონთა თასის გათამაშებას. შეიქმნა ორი, A და B დივიზიონი. უშუალოდ თასისათვის იბრძოდა A დივიზიონის რვა გუნდი. ასევე რვა გუნდი იყო B დივიზიონში. გამარჯვებული მომავალ წელს ცვლიდა A დივიზიონის ბოლო ადგილოსანს. B დივიზიონს ევროპის ჩემპიონთა ტროფეი (Trophy) ეწოდება. 1994 წლიდან შეიქმნა მესამე, C დივიზიონი. აქაც რვა გუნდი ასპარეზობს და პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები ცვლიან B დივიზიონის ორ უკანასკნელ გუნდს. ტურნირს გამოწვევის (Challeng cup) თასი ერქვა. 2004 წელს C დივიზიონი კიდევ გაყვეს და შექმნეს მესამე დივიზიონი (გამოწვევის თასი - Challeng cup - I) და მეოთხე დივიზიონი (გამოწვევის თასი - Challeng cup - II). აქაც ხდება გუნდების ცვლა. დივიზიონებში , ისევე როგორც მანამდე გუნდები იყოფიან ქვეჯგუფებად, რომლის გამარჯვებულები პლეი-ოფის სისტემით არკვევენ თასის მფლობელს. ისევე როგორც ადრე ირკვევა ყველა დანარჩენი ადგილის მფლობელიც.
2008 წლიდან ვაჟთა შორის A დივიზიონს სახელი შეეცვალა და ეწოდა ევრო-ჰოკეის ლიგა (Euro Hockey League).
ევროლიგის გათამაშება ხდება 7 დივიზიონად. თითოეული ჯგუფის შემადგენლობის შერჩევა ხდება სპეციალური სარეიტინგო ცხრილის მეშვეობით (დაახლოებით ისეთი როგორიც მოქმედებს ფეხბურთში უეფას-ს თასის მონაწილეთა შერჩევისას). ყოველი სეზონის დამთავრების შემდეგ სარეიტინგო ცხრილში შედის შეაბამისი ცვლილებები და მონაწილეთა შერჩებაც ხდება ამ ცვლილებების გათვალისწინებით.
თასის მფლობელები და ფინალისტები, ვაჟები
რედაქტირებათასის მფლობელები და ფინალისტები, ქალები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Хоккей с мячом. Хоккей на траве. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1979
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Official website
- Sports123 დაარქივებული 2014-01-17 საიტზე Wayback Machine.
- შედეგების არქივი