ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია
ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია — არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც 2017 წლის სექტემბერში დაარსდა ქალაქ გორში ადგილობრივი ახალგაზრდა ინიციატორების მიერ. მისი მიზანია შიდა ქართლის რეგიონში სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობა, არაფორმალური განათლების პოპულარიზება, ადგილობრივ ახალგაზრდებში ეროვნული და დასავლური ღირებულებების განმტკიცება.[1]
ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია (AEI) | |
---|---|
აბრევიატურა | AEI |
შეიქმნა | 9 ოქტომბერი, 2017 |
ტიპი | არასამთავრობო ორგანიზაცია |
მდებარეობა | საქართველო |
ორგანიზაციის პრეზიდენტი | მიხეილ მთიულიშვილი |
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი | მორის გიგაური |
მთავარი ორგანო | დამფუძებელი კრება |
მშობელი ორგანიზაცია | ევროპულ-ქართული ინსტიტუტი |
ისტორია
რედაქტირებაორგანიზაციის შექმნამდე მის დამფუძნებლებს ჯერ კიდევ 2016 წელს ჩამოყალიბებული ჰქონდათ საინიციატივო ჯგუფი, რომელიც „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ქსელის წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა მის მიერ განხორციელებულ ისეთ ღონისძიებებში, როგორიცაა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული პროექტები - „შენი ხმა ჩვენი მომავალია“. „ინიციატივა“ და „კონსტიტუცია ყველასია“. ამ უკანასკნელის ფარგლებში 2017 წლის ზაფხულში „ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის“ სულის ჩამდგმელმა საინიციატივო ჯგუფმა შიდა ქართლის რეგიონში კონსტიტუციის თემატიკაზე 10-მდე სხვადასხვა ტიპის აქტივობა ჩაატარა: შეიქმნა რამდენიმე StreetArt-ი, აკადემიური სიმულაციები და ა.შ. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ აქტიური მხარდაჭერით ზემოაღნიშნულმა საინიციატივო ჯგუფმა გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა არასამთავრობო ორგანიზაცია და საკუთარი აქტიურობისთვის კიდევ უფრო ორგანიზებული და ოფიციალური სახე მიეცა, რაც გამოიხატა კიდეც 2017 წლის სექტემბერში ორგანიზაციის შექმნაში. ორგანიზაცია, ისევე როგორც მისი შემქმნელი საინიციატივო ჯგუფი არის „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ქსელის წევრი.
აქტივობები
რედაქტირებასაინიციატივო ჯგუფის მიერ შეიქმნა პირველი facebook ჩათ-ბოტი - Lawრენტი - რომელიც ფლობს კონსტიტუციონალიზმის ისტორიას, საქართველოს კონსტიტუციას, ორგანულ კანონს, სისხლის სამართლის კოდექსსა და მრავალ ელექტრონულ წიგნს სამართლის შესახებ.
დაარსებიდან მალევე „ევროპელ ინიციატორთა ასოციაციამ“ „ევროპულ-ქართულ ინსტიტუტთან“ და შვედეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობით 2017 წლის 1-2 დეკემბერს ქ. გორში უმასპინძლა პირველი საერთაშორისო კონფერენციას - „კარგი მმართველობა“. კონფერენციის მომხსენებლებმა, საქართველოში მოღვაწე წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განიხილეს კარგი მმართველობის პრინციპები და ამ პრინციპების იმპლემენტაციისთვის აუცილებელი გზები.[2]
„ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის“ ინიციატივითა და საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი - „სამოქალაქო თვითშეგნება რესპუბლიკის მეასე წელს“, რომლის ფარგლებშიც 2018 წელს ორგანიზაციამ, ქალაქ გორში, სკოლის მოსწავლეებისთვის მოაწყო ორთვიანი სალექციო კურსი - „პოლიტიკური ეთიკის სკოლა“ და დაიწყო პროექტი „მოძრავი მუზეუმი 1918“, რომლის მიზანსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება და მათ მიერ საქართველოს ისტორიის აღნიშნული პერიოდის უკეთ გაანალიზება წარმოადგენდა. ასოციაციამ გამოსცა სპეციალური კრებული, რომელშიც შიდა ქართლის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსწავლეებისა და სტუდენტების ესეებია თავმოყრილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ოკუპაციის ხაზთან არსებული სოფლების ახალგაზრდობა.[3]
2018 წლის მეორე ნახევარში “ევროპელ ინიციატორთა ასოციაციამ“ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან“ (GIP) თანამშრომლობით გორის თემში განახორციელა პროექტი „DCFTA - გზა ევროპისკენ“, რომელიც მიზნად ისახავდა ადგილობრივ წვრილ და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრების შედეგად მათი ცნობიერების ამაღლებას ევროკავშირთან „ასოცირების ხელშეკრულებისა“ და „ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას“-თან დაკავშირებით, რათა მათ არსებული ცოდნის საფუძველზე მარტივად მოახერხონ ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების ლიბერალიზაციის შედეგად გაჩენილი შესაძლებლობების გამოყენება.[4]
2018 წლის შემოდგომაზე ორგანიზაციამ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანაშრომლობით მონაწილეობა მიიღო „ადგილობრივი თვითმართველობების გაძლიერების პროგრამაშიც“.
ასოციაციამ ამასთანავე მონაწილეობა მიიღო „გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგიის 2018-2028 წლების სამოქმედო გეგმის“ შემუშავებაში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია. www.ipove.ge. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ ახალგაზრდების მონაწილეობით გორში კონფერენცია თემაზე ,,კარგი მმართველობა" გაიმართა. www.qartli.ge. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2019.
- ↑ გორში 1–ელ ივლისს “მოძრავი მუზეუმი – 1918-1921” გაიხსნება. artnews.ge. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2019.[მკვდარი ბმული]
- ↑ შიდა ქართლში DCFTA-ს შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა. medianews.ge. ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2019.