ევგენი კონსტანტინეს ძე ზავოისკი (რუს. Евгений Константинович Завойский; დ. 25 (28) სექტემბერი1907, მოჰილივ-პოდილსკი, რუსეთის იმპერია — გ. 9 ოქტემბერი, 1976, მოსკოვი, რსფსრ) — საბჭოთა ფიზიკოსი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1964), სოციალისტური შრომის გმირი (1969).

ევგენი ზავოისკი
დაბ. თარიღი 28 სექტემბერი, 1907(1907-09-28)[1]
დაბ. ადგილი მოგილიოვ-პოდოლსკი[1]
გარდ. თარიღი 9 ოქტომბერი, 1976(1976-10-09)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია კუნცევოს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ფიზიკოსი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ყაზანის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ყაზანის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები სტალინური პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი და ლენინური პრემია
ხელმოწერა

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა ყაზანის უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა ატომური ენერგეტიკის ინსტიტუტში. 1944 წელს აღმოაჩინა ელექტრონული პარამაგნიტური რეზონანსის მოვლენა, რომელმაც დასაბამი მისცა ახალ დარგს — მაგნიტურ რადიოსპექტროსკოპიას. ამ მოვლენას ფართოდ იყენებენ ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ტექნიკაში. თანამშრომლებთან ერთად წამოაყენა და დაამუშავა თერმობირთვული პლაზმის მიღების მეთოდი — ტურბულენტური გახურების მეთოდი.

ჯილდოები და მედლები

რედაქტირება
  • სსრკ სახელმწიფო პრემია (1949);
  • ლენინური პრემია (1957);
  • ლენინის ორდენი (ორი).

ლიტერატურა

რედაქტირება