ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ედუარდ ბუხნერი (გერმ. Eduard Buchner; დ. 20 მაისი 1860, მიუნხენი, ბავარია — გ. 13 აგვისტო 1917, ფოკშანი, რუმინეთი) — გერმანელი ქიმიკოსი, ბიოქიმიკოსი და ზიმოლოგისტი. 1907 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში უჯრედგარეთა ფერმეტაციის აღმოჩენისა და ბიოქიმიაში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის.

ედუარდ ბუხნერი
გერმ. Eduard Buchner
დაბ. თარიღი 20 მაისი, 1860(1860-05-20)[1] [2] [3] [4] [5]
დაბ. ადგილი მიუნხენი, გერმანიის კავშირი[6] [1]
გარდ. თარიღი 13 აგვისტო, 1917(1917-08-13)[1] [2] [3] [4] [5] (57 წლის)
გარდ. ადგილი ფოკშანი, რუმინეთის სამეფო[1]
დასაფლავებულია Focsani German Soldiers Cemetery
მოქალაქეობა  გერმანიის იმპერია
საქმიანობა ბიოქიმიკოსი, ქიმიკოსი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ტიუბინგენის უნივერსიტეტი[1] , ვიურცბურგის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი და ერლანგენ-ნიურნბერგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი პროფესორი
მეუღლე Lotte Stahl
ჯილდოები ნობელის პრემია ქიმიაში[7] [8] და ლიბიხის მედალი[9]

ბიოგრაფია

რედაქტირება

ედუარდ ბუხნერი დაიბადა მიუნხენში 1860 წლის 20 მაისს ფიზიკოსისა და სასამართლოს ექიმის ოჯახში. მისი უფროსი ძმა არის ბაქტერიოლოგი ჰანს ერნსტ აუგუსტ ბუხნერი. ედუარდმა ქიმიის შესწავლა დაიწყო 1884 წელს ადოლფ ბაიერთან და ბოტანიკის შესწავლა კი პროფესორ კარლ ვილჰელმ ფონ ნეგელისთან მიუნხენის ბოტანიკის ინსტიტუტში. ერლანგენში ემილ ფიშერთან მუშაობის შემდეგ ბუხნერს 1888 წელს მიენიჭა დოქტორის წოდება.

1898 წელს იგი დაინიშნა ბერლინის სოფლის მეურნეობის კოლეჯის ქიმიის კათედრის ხელმძღვანელად. 1900 წელს სამეცნიერო კვლევების სრულყოფისათვის იგი ბერლინის უნივერსიტეტში დამკვიდრდა. 1909 წელს იგი გადაიყვანეს ბრესლაუს (ახლანდელი ვროცლავის) უნივერსიტეტში, ხოლო იქიდან 1911 წელს ვიურცბურგის უნივერსიტეტში.

ედუარდ ბუხნერს 1907 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ქიმიის დარგში უჯრედგარეთა ფერმეტაციის აღმოჩენისა და ბიოქიმიაში ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისთვის.

ქიმიკოსი ედუარდ ბუხნერი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბიუხნერი, მაიორის ჩინით, მსახურობდა რუმინეთის საველე ჰოსპიტალში. 1917 წლის 3 აგვისტოს დაიჭრა მერეშეშტის ბრძოლაში და ცხრა დღის შემდეგ გარდაიცვალა 57 წლის ასაკში და დაკრძალეს გერმანელი ჯარისკაცების სასაფლაოზე რუმინეთის ქალაქ ფოკშანში[10].

ექსპერიმენტი, რომლისთვისაც ბუხნერს ნობელის პრემია მიენიჭა, გულისხმობდა საფუარების უჯრედებისგან უუჯრედო ექსტრაქტის დამზადებას და იმის ჩვენებას, რომ ამ სითხეს შაქრის ფერმენტაცია შეეძლო. ამან კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა ვიტალიზმს, რადგან დადასტურდა, რომ საფუარის უჯრედების არსებობა სულაც არ იყო საჭირო ფერმენტაციისთვის. უუჯრედო ექსტრაქტი დაამზადეს საფუარის უჯრედების, კვარცისა და დიატომიტის კომბინაციით, შემდეგ კი ზემოხსენებული უჯრედების ფილთაქვათი დაქუცმაცებით. შედეგად ნარევი გახდებოდა ნოტიო, რადგან საფუარებისგან უჯრედული შემცველობა გამოიდევნებოდა. მას შემდეგ რაც ეს ეტაპი დასრულდებოდა, ნარევს დაწნეხდნენ, რის შედეგადაც სითხეში შეიმჩნეოდა გლუკოზა და ფრუქტოზა. აგრეთვე, მალტოზის დამატების შემთხვევაში წარმოიქმნებოდა ნახშირორჟანგი. მიკროსკოპული კვლევით ექსტრაქტში საფუარის უჯრედები არ აღმოჩნდა. ბუხნერმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ საფუარის უჯრედები გამოყოფს ცილებს საკუთარ გარემოში, რათა მოხდეს შაქრის ფერმენტირება, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ ფერმენტაცია უჯრედში მიმდინარეობს. მარია მანასეინამ კი განაცხადა, რომ უუჯრედო ფერმენტაცია დიდი ხნის წინ, ბუხნერზე ადრე თავად აღმოაჩინა.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ადამიანი ბუხნერის კოლბასა და ბუხნერის ძაბრს ედუარდს მიაწერს, სინამდვილეში ეს ნივთები არა მის, არამედ ინდუსტრიული ქიმიკოსის, ერნსტ ბუხნერის სახელს ატარებს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

1900 წელს ედუარდ ბუხნერი დაქორწინდა ლოტე სტალზე. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი მოხალისედ ჩაეწერა და ომში გაემგზავრა. ომში მან მაიორის წოდებას მიაღწია. 1916 წელს დაბრუნდა ვიურცბურგის უნივერსიტეტში. 1917 წელს კვლავ მოხალისეების რიგებში ჩაეწერა. ამავე წლის 11 აგვისტოს ჭურვის აფეთქების შედეგად მოხვდა ფრაგმენტი, რის გამოც ორი დღის შემდეგ, 13 აგვისტოს გარდაიცვალა.

ნაშრომები

რედაქტირება
  • Eduard Buchner (1897). „Alkoholische Gährung ohne Hefezellen (Vorläufige Mitteilung)“. Berichte der Deutschen Chemischen Gesellschaft. 30: 117–124. doi:10.1002/cber.18970300121.
  • Eduard Buchner, Rudolf Rapp (1899). „Alkoholische Gährung ohne Hefezellen“. Berichte der Deutschen Chemischen Gesellschaft. 32 (2): 2086–2094. doi:10.1002/cber.189903202123.
  • Robert Kohler (1971). „The background to Eduard Buchner's discovery of cell-free fermentation“. Journal of the History of Biology. 4 (1): 35–61. doi:10.1007/BF00356976. PMID 11609437.
  • Robert Kohler (1972). „The reception of Eduard Buchner's discovery of cell-free fermentation“. Journal of the History of Biology. 5 (2): 327–353. doi:10.1007/BF00346663. PMID 11610124.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  4. 4.0 4.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  5. 5.0 5.1 Base biographiqueBIU Santé.
  6. Бухнер Эдуард // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  7. The Nobel Prize in Chemistry 1907Nobel Foundation.
  8. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  9. https://en.gdch.de/gdch/prizes-and-awards/gdch-awards/liebig-commemorative-medal.html
  10. Ukrow, Rolf (2004). Nobelpreisträger Eduard Buchner (1860 – 1917) Ein Leben für die Chemie der Gärungen und - fast vergessen - für die organische Chemie (German). Berlin. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ედუარდ_ბუხნერი“-დან