ედიშერ თოლორაია (დ. 22 აგვისტო, 1978) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.

ედიშერ თოლორაია
საქართველოს პარლამენტის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა18 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
გიორგი გახარია

დაბადებული22 აგვისტო, 1978 (1978-08-22) (46 წლის)
სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
განათლებაზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა 1978 წლის 22 აგვისტოს. დაამთავრა ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით. 2002-2004 წლებში იყო ზუგდიდის გამგებლის მრჩეველი, გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების წამყვანი სპეციალისტი და გამგეობის დარგობრივი ეკონომიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 2006 წელს იყო ზუგდიდის გამგეობის არასამთსავრობო ორგანიზაციებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი. 2007 წელს — საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწუფო ფონდის ზუგდიდის ფილიალის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზუგდიდის რაიონული განყოფილებაში სააგენტოს უფროსი. 2011 წელს იყო სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი. 2012-2014 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. 2014-2016 წლებში იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (გარშემო ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება