ეგვიპტის ღმერთები (ფილმი)

ეგვიპტის ღმერთები (ინგლ. Gods of Egypt) — 2016 წლის ფანტასტიკური მოქმედებითი ფილმი, რომლის რეჟისორია ალექს პროიასი,. ფილმი დაფუძნებულია ძველი ეგვიპტის ღვთაებებზე. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები:ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, ჯერარდ ბატლერი, ბრენტონ თუაიტესი, ჩედვიკ ბოუზმანი, ელოდი იუნგი, კორტნი იტონი, რუფუს სიუელი და ჯეფრი რაში. ფილმში წარმოდგენილია მოკვდავი ეგვიპტის გმირი, რომელიც ღმერთუ ჰიროსის მოკავშირეა და მასთან ერთად ცდულობს სამყარო გადაარჩინოს სეთისაგან.[1]

„ეგვიპტის ღმერთები“
ინგლ. Gods of Egypt
ჟანრი ფანტასტიკური
მოქმედებითი
რეჟისორი ალექს პროიასი
პროდიუსერი

ბასილ იუანიკი

ალექს პროიასი
როლებში
კომპოზიტორი მარკო ბელტრამი
მწარმოებელი კომპანია

Thunder Road Pictures

Mystery Clock Cinema
დისტრიბუტორი Summit Entertainment
გამოსვლის თარიღი

25 თებერვალი, 2016 (ავსტრალია)

26 თებერვალი, 2016 (აშშ)
ხანგრძლივობა 127 წუთი
ქვეყანა

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები

ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 140 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 150.7 მილიონი აშშ დოლარი

Lionsgate– მა გამოუშვა ეგვიპტის ღმერთები კინოთეატრებში გლობალური მასშტაბით, 2016 წლის 25 თებერვალს, 2D, RealD 3D და IMAX 3D ფირმატებში. მისმა შემოსავალმა საერთო ჯამში 150 მილიონი დოლარი შეადგინა 140 მილიონი დოლარის ბიუჯეტის წინააღმდეგ. მან მიიღო ხუთი ნომინაცია ოქროს ჟოლოს 37-ე დაჯილდოებაზე.

წარმოება რედაქტირება

განვითარება რედაქტირება

ეგვიპტის ღმერთების რეჟისორია ალექს პროიასი, სცენარის ავტორი კი - მატ საზამა და ბურკ შარპლესი. ფილმი გადაღებულია Summit Entertainment-ის მიერ. პროიასმა კონტრაქტი გააფორმა 2012 წლის მაისში.[2] პროიასის თქმით, ის ცდილობდა დიდი ბიუჯეტის მქონე ფილმის გადაღებას ორიგინალური სცენარით, ფრანჩაიზური ფილმებისგან განსხვავებით. რეჟისორმა ეგვიპტის ღმერთებზე გავლენის მომხდენ ფილმებს შორის დაასახელა: კუნძულ ნავარონის ზარბაზნები (1961), ლოურენს არაბი (1962), ადამიანი რომელიც მეფე იქნებოდა (1975), დაკარგული კიდობნის მაძიებლები(1981) და სერჯო ლეონეს დასავლური ფილმები.[3] Lionsgate ელოდა, რომ ეგვიპტის ღმერთები იქნებოდა პირველი ფილმი ახალ ფრანჩაიზში მას შემდეგ, რაც დასრულდა შიმშიმის თამაშების ფილმების გამოცემა.[4]

მსახიობთა შერჩევა რედაქტირება

მსახიობის ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუს ფილმში მონაწილეობა 2013 წლის ივნისში დადასტურდა.[5] ჯერარდ ბატლერი, ჯეფრი რაში და ბრენტონ ტვაიტსი მსახიობებს 2013 წლის ბოლოს შეუერთდნენ. [6] ჩედვიკ ბოუსმენი და ოდლოდია იუნგი მსახიობებს 2014 წლის დასაწყისში შეუერთდნენ.[7]

გადაღებები რედაქტირება

ფილმი გადაღებულია ავსტრალიაში. 200 კაციანმა ჯგუფმა წინასწარი წარმოება დაიწყო სიდნეიში, ახალ სამხრეთ უელსში, ხოლო პროდიუსერებმა განიხილეს ვიქტორიაში და მელბურნში გადაღებაც, რათა საგადასახადო წახალისებით ესარგებლათ.[8] ფილმის გადაღება ავსტრალიის შტატებში ახალ სამხრეთ უელსსა ან ვიქტორიაში იგეგმებოდა, სამიტმა კი ახალი სამხრეთ უელსი აარჩია 2014 წლის თებერვალში. შტატის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, ენდრიუ სტონერმა, დაადგინა, რომ წარმოება დაამატებდა 400 სამუშაო ადგილს წარმოქმნიდა და სახელმწიფოს შეუწყობდა ხელს ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარით გაეზარდათ.[9]

ძირითადი გადაღებები 2014 წლის 19 მარტს დაიწყო სიდნეის Fox Studios Australia- ში. [10] ანუბისის ტაძრის სცენები გადაღებულია Centennial Park- ში.[11] ავსტრალიის მთავრობის საგადასახადო შეღავათი ფილმის ქვეყანაში წარმოებისთვის, შეადგენდა ბიუჯეტის 46% -ს, ხოლო ბიუჯეტის სხვა თანხა უცხოურმა წინასწარმა გაყიდვებმა შეადგინა.[12]

მუსიკა რედაქტირება

კომპოზიტორმა მარკო ბელტრამმა, რომელმაც პროიასის წინა ფილმებისთვისაც შეადგინა მუსიკალური კომპოზიციები (ეს ფილმებია წინასწარმეტყველება (2009) და მე, რობოტი (2004)), ამ ფილმისთვისაც დაბრუნდა ნაწარმოების შესაქმნელად.[13]

გამოხმაურება რედაქტირება

კრიტიკოსთა შეფასება რედაქტირება

კრიტიკოსებმა ეგვიპტის ღმერთები დაიწუნეს. [14] Rotten Tomatoes– ზე ფილმის რეიტინგი 16%-ია, 192 მიმოხილვის საფუძველზე, ხოლო მისი საშუალო ნიშანი 3.42 ქულაა 10-დან. [15] Metacritic-ზე ფილმს 100-დან 25 ქულა აქვს, რაც „ზოგადად არახელსაყრელ შეფასებას“ წარმოადგენს.[16]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Gods of Egypt | Official Movie Site | Story. godsofegypt.movie. Lionsgate. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 15, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2020.
  2. Sneider, Jeff (May 17, 2012). „Proyas in talks for Summit's 'Gods of Egypt'. ციტირების თარიღი: November 12, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  3. Groves, Don (February 3, 2016). 'Gods Of Egypt'- Silly And Outdated, Or An Unlikely Blockbuster?“. Forbes. ციტირების თარიღი: February 5, 2016.
  4. Faughnder, Ryan (February 24, 2016). „A roughly $15-million debut is predicted for 'Gods of Egypt' -- a $140-million film“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: February 24, 2016.
  5. Sneider, Jeff (June 5, 2013). 'Game of Thrones' Star Nikolaj Coster-Waldau in Talks to Lead 'Gods of Egypt'. TheWrap. ციტირების თარიღი: November 12, 2015.
  6. Siegel, Tatiana (September 24, 2013). „Gerard Butler to Join Summit's 'Gods of Egypt'. ციტირების თარიღი: November 12, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  7. Fleming, Mike (January 30, 2014). „Chadwick Boseman Set For Summit's 'Gods Of Egypt'. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: November 12, 2015.
  8. Maddox, Gary (February 24, 2014). „Interstate battle for Gods of Egypt movie decided“. Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: November 12, 2015.
  9. Frater, Patrick (February 24, 2014). „Summit's 'Gods of Egypt' Heads for Australia Shoot“. Variety. ციტირების თარიღი: November 12, 2015.
  10. Groves, Don (March 21, 2014). „Gods of Egypt rolls in Sydney“. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 18, 2017. ციტირების თარიღი: November 12, 2015. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); მითითებულია ერთზე მეტი |accessdate= და |access-date= (დახმარება)
  11. Groves, Don (February 10, 2016). 'Gods Of Egypt' Unleashes Its Own Golem, A Giant Sphinx Of Stone“. Forbes. ციტირების თარიღი: February 11, 2016.
  12. Cunningham, Todd (February 19, 2016). 'Gods of Egypt' on Track for $15 Million Opening – Can It Beat the Odds and Launch a Franchise?“. TheWrap. ციტირების თარიღი: February 19, 2016.
  13. Groves, Don (December 15, 2015). 'The Gods of Egypt': Alex Proyas Grapples With a Size Issue In Fantasy Adventure“. Forbes. ციტირების თარიღი: January 12, 2016.
  14. McNary, Gary. (February 26, 2016) Gods of Egypt Heading for Epic Box Office Flop. Variety. ციტირების თარიღი: May 29, 2016
  15. Gods of Egypt (2016). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: August 4, 2020
  16. Gods of Egypt Reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: March 2, 2016