ანუბისი (ბერძნ. Άνουβις; ძველეგვიპტურად „ინპუ“) — ძველეგვიპტური სიკვდილის ღმერთის ბერძნული სახელი.[1] ძველად გაიგივებული იყო ტურასთან და შემდგომშიც ხშირად გამოისახებოდა ტურის ან ძაღლის თავით. მას შემდეგ, რაც რომის იმპერიაში ისიდას კულტი გავრცელდა, ბერძნები და რომაელები ანუბისს ამ ღმერთის მსახურად მიიჩნევდნენ. ამავე პერიოდში მას მის თანამგზავრადაც აღიარებდნენ. ითვლება სეთისა და ნეფტიდას შვილად. საკულტო ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი კასა (ბერძნ. კინოპოლისი – ძაღლის ქალაქი). აქადური ტრანსკრიფციის მიხედვით სახელ ანუბისის ეგვიპტურად ვოკალიზაციება მოხდა როგორც ანაპა.[2] ანუბისის სახელის მოხსენიებით შემორჩენილი ყველაზე ძველი ცნობა მიეკუთვნბა ეგვიპტის ძველი სამეფოს პერიოდს, სადაც ის ფარაონის დაკრძალვის რიტუალში მოიხსენიება.[3] იმ დროისთვის ანუბისი იყო გარდასულა სამეფოს ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთი, თუმცა მოგვიანებით ის ოსირისმა ჩაანაცვლა.[4]

ანუბისი

ეგვიპტური ღმერთი ანუბისი
სახელი
იეროგლიფებში
in
p
wE16
საკულტო ცენტრი ლიკოპოლისი, სინოპოლისი
მშობლები

რა (ადრეული მითი)

სეთი და ნეფტიდა (მოგვიანებით)
და-ძმა ჰოროსი
შვილ(ებ)ი კებეხეტი

ეგვიპტური რელიგიის განვითარების ადრეულ საფეხურზე ეს ტურისმაგვარი ღვთაება მიცვალებულთა შთანმთქმელი იყო. მოგვიანებით ანუბისმა მისი ცხოველური წარმომავლობის დამადასტურებელი მხოლოდ გარკვეული დეტალებიღა შეინარჩუნა. ნეკოროპოლის სიუტის (ლიკოპოლის) ღმერთობისას ანუბისი ქალაქის მთავარ ღვთაებას — მზის ღმერთს, მგლისსახოვან უპუატუას („გზათა გამხსნელი“) ექვემდებარება. თოტის მსგავსად, ანუბისიც მიცვალებულთა ამენტში („იდუმალი ადგილი“; „დასავლეთი“) მიმცილებელი იყო — ასე ერქვა საიქიო სამყაროს, რომლის გავლითაც ხვდებოდა მიცვალებულის სული ოსირისის სამყოფელში. იქ ორმოცდაორი ღვთაებრივი მსაჯული წყვეტდა გაეგზავნათ სული „იალუს ველად“ თუ საბოლოოდ მოეკვდინათ მოწამეობრივი სიკვდილით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Charles Russell Coulter, Patricia Turner (2000). Encyclopedia of ancient deities. Mc Farland, გვ. 58. 
  2. The Tell Amarna Tablets. Books.google.ca. ციტირების თარიღი: 2012-06-15. 
  3. Wilkinson, Richard H. (2003). The complete gods and goddesses of ancient Egypt. London: Thames & Hudson, გვ. 188–190. ISBN 0-500-05120-8. 
  4. Freeman, Charles. The Legacy of Ancient Egypt, Facts on File, Inc., 1997, p.91.