მარკო ბელტრამი

ამერიკელი კინოკომპოზიტორი

მარკო ედვარდ ბელტრამი (ინგლ. Marco Edward Beltrami; 7 ოქტომბერი, 1966) — ამერიკელი კინოკომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია საშინელებათა ფილმების მუსიკის შექმნით, ისეთების როგორებიცაა „კივილი“ (1996), „ფაკულტეტი (1998), „ბოროტების სავანე“ (2002), „ნუ გეშინია სიბნელის“ (2010), „ქალი შავებში“ (2012). მას დიდხნიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდა რეჟისორ უეს კრეივენთან. ბელტრამმა შექმნა კრეივენის 7 ფილმისთვის მუსიკა, მათ შორის „კივილის“ მთლიანი ფრენჩაიზის მუსიკა (1996-2011). გარდა ამისა, იგი თანამშორმლობდა სხვადასხვა რეჟისორებთან, მათ შორისაა ოსკაროსანი გილერმო დელ ტორო.[1]

მარკო ბელტრამი

ბელტრამი San Diego Comic-Con 2013-ზე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარკო ედვარდ ბელტრამი
დაბ. თარიღი 7 ოქტომბერი, 1966 (1966 -10-07) (57 წლის)
დაბ. ადგილი ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი კინომუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი
აქტიური 1994–დღემდე
საიტი marcobeltrami.com
მარკო ბელტრამი ვიკისაწყობში

ბელტრამი დაიბადა ლონგ-აილენდში, ნიუ-იორკში, იტალიური და ბერძნული წარმოშობის ოჯახში.[2] დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი და იელის მუსიკის სკოლა. პირველი მუსიკა შექმნა რეჟისორ ჯო კოპოლეტის ფილმისთვის „Death Match“, ხოლო აღიარება მოუტანა ფილმ „კივილისთვის“ დაწერილმა ნამუშევარმა.

ბელტრამს მიღებული აქვს ოსკარის ორი ნომინაცია და სატელიტის ერთი ჯილდო.[3] მას აგრეთვე შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისთვის: „ჰელბოი (2004), „მსოფლიო ომი Z“ (2013), „სამურავი“ (2013), „ლოგანი“ (2017) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Clemmensen, Christian. Marco Beltrami (1966–). Filmtracks.com. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2012.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-06. ციტირების თარიღი: 2011-03-21.
  3. Clemmensen, Christian. (7 ივლისი, 2011) Soul Surfer (Marco Beltrami). Filmtracks.com. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2012.