ლოგანი“ (ინგლ. Logan) — 2017 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი, რომლის მწარმოებლები არიან Marvel Entertainment, TSG Entertainment, და The Donners' Company, ხოლო დისტრიბუტორი – 20th Century Fox.[3][4] იგი არის რიგით მეათე იქს-ადამიანების შესახებ ფილმების სერიაში, ისევე, როგორც მესამე სამურავის შესახებ ფილმებს შორის. ფილმი, რომელიც შთაგონებულია მარკ მილარის და სტივ მანნივენის „მოხუცი ლოგანით“, აღწერს უფრო ასაკოვანი სამურავის მოგზაურობას კლონ ქალიშვილ ლორა კინისთან და მათ ბრძოლას ბოროტ ზენდერ რაისთან და დონალდ პირსთან.[5][6][7]

„ლოგანი“
რეჟისორი ჯეიმზ მენგოლდი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი
ეფუძნება სამურავი
როი თომასი
ლენ უაინი
ჯონ რომიტა უფროსი
ისტორია ჯეიმზ მენგოლდი
როლებში
მუსიკა მარკო ბელტრამი
ოპერატორი ჯონ მეთისონი
მონტაჟი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • 17 თებერვალი, 2017 (2017-02-17) (ბერლინალე)
  • 3 მარტი, 2017 (2017-03-03) (აშშ)
ხანგრძლივობა 137 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 97 მილიონი აშშ დოლარი[2]
შემოსავალი 617 მილიონი აშშ დოლარი[2]

ფილმის რეჟისორია ჯეიმზ მენგოლდი. იგი სკოტ ფრენკთან და მაიკლ გრინთან ერთად სცენარის თანაავტორია, რომელიც ადაპტირებულია მენგოლდის მიერ შემუშავებული ისტორიიდან.[8] ჰიუ ჯეკმენი უკანასკნელად ასრულებს სამურავის (რომელსაც იგი მანამდე 17 წლის განმავლობაში განასახიერებდა) როლს, ხოლო პატრიკ სტიუარტი ჩარლზ ქსავიეს როლშია.[9] სხვა როლებს ასრულებენ ბოიდ ჰოლბრუკი, სტივენ მერჩანტი, რიჩარდ ე. გრანტი, დაფნი კინი (სადებიუტო გამოჩენა კინოეკრანზე), ერიკ ლა სალი, ელიზა ნილი და ელიზაბეთ როდრიგესი.[10][11] ძირითადი გადაღებები დაიწყო ლუიზიანაში 2016 წლის 2 მაისს და დასრულდა 19 აგვისტოს ნიუ-მექსიკოში.[12][13][14] ფილმს ძირითადად იღებდნენ ლუიზიანაში, ნიუ-მექსიკოსა და მისისიპიში.[15][16][17]

„ლოგანის“ პრემიერა გაიმართა ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 2017 წლის 17 თებერვალს, ხოლო კინოგაქირავებაში იგი გამოვიდა 3 მარტს, სტანდარტულ და IMAX-ის ფორმატებში.[18] კრიტიკოსებმა და ძირითადმა მაყურებლებმა მას დადებითი შეფასებები მიანიჭეს. „იქს-ადამიანების“ სერიაში „ლოგანი“ ერთ-ერთი კეთილგანწყობილად შეფასებული ფილმია, რომელსაც სხვადასხვა კრიტიკოსმა უწოდა ყველა დროის უდიდესი სუპერგმირული სურათი.[19] მსოფლიო გაქირავებაში, 97 მილიონიანი ბიუჯეტით, ფილმმა 617 მილიონი აშშ დოლარი შეაგროვა და წლის შემოსავლიან ფილმებში მეცხრე ადგილი დაიკავა.[2]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Logan. British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: February 27, 2017.
  2. 2.0 2.1 2.2 ლოგანი (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 14 ივლისი, 2017.
  3. Baltes, Alan. (June 1, 2016) Wolverine 3 casting calls for extras and actors. Movie Casting Call. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  4. Wolverine 3 Updates: Production Moves from Louisiana to New Mexico; Hugh Jackman Hits Gym for Intense Training for Role, Shows Off New Video of Work Out. The Economic Times (August 2, 2016). ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  5. Coggan, Devan. (August 11, 2016) Hugh Jackman photos spark 'Old Man Logan' speculation. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: October 31, 2016.
  6. Collura, Scott. (October 20, 2016) OLD MAN LOGAN COMPARISON: FROM COMICS TO MOVIE. IGN. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  7. Cranswick, Amie. (October 19, 2016) Behold Old Man Logan in new image from the Wolverine sequel. Flickering Myth. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 14, 2020. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  8. Petski, Denise. (October 20, 2016) ‘Logan’: First Trailer For Hugh Jackman’s Latest Wolverine Turn. Deadline.com. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  9. Shepherd, Jack. (October 20, 2016) Logan trailer: First clip for Wolverine 3 features Hugh Jackman's Old Man Logan and Patrick Stewart's Professor X. The Independent. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  10. Pollard, Andrew. (October 25, 2016) Dafne Keen is LOGAN's X-23. Starburst. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 13, 2016. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  11. Collinson, Gary. (November 1, 2016) Elise Neal Joins WOLVERINE 3. Flickering Myth. ციტირების თარიღი: November 12, 2016.[მკვდარი ბმული]
  12. Varma, Arjun. (February 2, 2016) Filming dates and locations for Avatar 2, Wolverine 3, Transformers 5 and other big upcoming films revealed?. International Business Times. ციტირების თარიღი: November 11, 2016.
  13. Trumbore, Dave. (February 1, 2016) ‘Wolverine 3’, ‘Avatar 2’ Rumored to Start Shooting in April. Collider.com. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  14. Anderton, Joe. (August 20, 2016) Watch: Hugh Jackman Celebrates the End of ‘Wolverine 3’ Filming with a Nice Shave. Digital Spy. ციტირების თარიღი: November 1, 2016.
  15. Cook, Justin. (June 1, 2016) First Wolverine 3 set photos show Hugh Jackman’s Logan sporting a beard. Flickering Myth. ციტირების თარიღი: November 12, 2016.[მკვდარი ბმული]
  16. Mueller, Matthew. (August 19, 2016) Wolverine 3 Wraps Filming. Comicbook.com. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  17. New Casting Calls on Marvel’s "Wolverine 3" in LA. Auditions Free (June 27, 2016). ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  18. Khatchatourian, Maane. (October 30, 2015) Imax, Fox Sign First Long-Term, Multi-Picture Deal. Variety. ციტირების თარიღი: November 12, 2016.
  19. "Logan" Topped 'Greatest Superhero Films of All Time' list.. Rotten Tomatoes (June 9, 2017).
       Why critics are calling 'Logan' the best superhero movie ever. Business Insider (March 4, 2017).
       Logan: The Greatest Superhero Movie of All Time (March 4, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 14, 2017. ციტირების თარიღი: სექტემბერი 3, 2017.
       ‘Logan’ Is Hands-Down The Best Superhero Movie Ever Made. The Federalist (March 3, 2017).
       Logan is Among the Best Comic-Book Movies Ever. Pittsburgh Magazine (March 3, 2017).
       ‘Logan' is one of the best superhero movies, even though it's a Western (March 9, 2017).
       Why We Needed 'Logan' to Kill the Modern Superhero Movie. Rolling Stone (March 7, 2017).
       Find Out The Reason Why ‘Logan’ Is The Best Superhero Movie Ever According To Critic (March 6, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 19, 2017. ციტირების თარიღი: სექტემბერი 3, 2017.
       This Is What Makes Logan One Of The Greatest Superhero Films Ever Made. AskMen (March 7, 2017).
       How Logan Changed Comic Book Movies Forever. Screen Rant (March 10, 2017).
       Logan movie review: Hugh Jackman’s last ride as Wolverine is raw, dark, gritty, brutal and one of the best superhero movies of all time. Bollywood Life (March 3, 2017).
       Logan's swan song one of the best superhero movies yet. The Examiner (March 9, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 14, 2017. ციტირების თარიღი: სექტემბერი 3, 2017.
       ‘Logan’ Has The Chance To Revolutionize The Superhero Movie Genre. The Fresh Toast (March 9, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 22, 2023. ციტირების თარიღი: სექტემბერი 3, 2017.
       What Logan does is join the ranks of the greatest superhero movies of all time. Gleaner Company (March 6, 2017).
       10 Reasons Why "Logan" is the Best Superhero Movie Since "The Dark Knight". Taste of Cinema (March 13, 2017).