ელიზაბეთ როდრიგესი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ელიზაბეთ როდრიგესი (ინგლ. Elizabeth Rodriguez; დ. 27 დეკემბერი, 1980[1], ნიუ იორკი, აშშ) – ამერიკელი მსახიობი, რომელმაც სახელი Netflix-ის სერიალ „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდურში“ შესრულებული ალეიდა დიასის როლით გაითქვა. იგი ასევე ცნობილია ფილმ „ლოგანში“ შესრულებული გაბრიელა ლოპესის როლით. იგი არის ტონისა და მსოფლიო თეატრის ჯილდოების მფლობელი.

ელიზაბეთ როდრიგესი
დაბადების თარიღი 27 დეკემბერი, 1980
ნიუ იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ლათინოამერიკელი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1991-დღემდე

ბავშვობა

რედაქტირება

ელიზაბეთ როდრიგესი დაიბადა 1980 წლის 27 დეკემბერს ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი პუერტორიკოელი ემიგრანტების შვილია, თუმცა მანჰეტენზე აღიზარდა. მან ბრანდეის სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლესი განათლება ბრონქსში[2], ლეჰმანის კოლეჯში მიიღო.

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში, 1994 წელს იგი პირველად გამოჩნდა ტელე-ეკრანებზე ფილმ „ფრეშში“ შესრულებული კონსუელას როლით. მისმა შესრულებულმა პირველმა როლმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რაც შემდეგში დაეხმარა მუშაობა ტელევიზიაში დაეწყო. იგი აქ მონაწილეობდა ისეთ გადაცემებში, როგორებიცაა: „New York Undercover“, „New York News“, „Law&Order“ და „Oz“. 1998 წელს გაბის როლი შეასრულა ფილმში „სამოთხეში დაბრუნება“, რასაც 2001 წელს მოჰყვა ფილმ „ომის კანონებში“ შესრულებული ჯოანას როლი[3].

ელიზაბეთ როდრიგესი გამოჩნდა არაერთ სასცენო სპექტაკლში, სატელევიზიო შოუსა და ფილმში. ერთ-ერთ სპექტაკლში შესრულებული როლისათვის მან მიიღო ტონისა და მსოფლიო თეატრის ჯილდოები. ბროდვეიზე დადგმულ სპექტაკლში შესრულებულმა ედლი გუირგისის როლით მან მიიქცია რეჟისორების ყურადღება, რის გამოც იგი მალე დაამტკიცეს ფილმში „The Motherfucker with the Hat“, რამაც მას იმეჯენის ჯილდო მოაგებინა და განაპირობა მისი ფილმ „Tio Papi-ში“ როლზე დამტკიცება. 2008 წლიდან 2009 წლამდე იგი თამაშობდა კარლენ მორალესის როლს ABC-ის საპნის ოპერაში „ყველა ჩემი შვილი“[4]. 2009 წელს ისაბელ ალვარესის როლი შეასრულა ფილმში „სამართალი და კანონი“.

2011 წლიდან მიიღო სტაბილური როლი NBC-ის პოლიციაზე გადაღებულ სერიალში „მთავარი ეჭვმიტანილი“[5], სადაც განასახიერებდა დეტექტივ კაროლინა რივერას.

2013 წელს იგი Netflix-ის სერიალ „ახლა ნარინჯისფერია ყველაზე მოდურში“ აიყვანეს პატიმარ ალეიდა დიასის როლზე, რომლის გადაღებებიც 2019 წელს დასრულდა. ამ როლმა მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა. 2015 წელს, დანარჩენ მსახიობებთან ერთად მიიღო გილდიის ჯილდო[6]. ამ სერიალის პარალელურად იგი 2015-2016 წლებში მონაწილეობდა სერიალში „მოსიარულე მამის შიში“, სადაც შეასრულა ასევე სახელგანთქმული ლიზა ორტისის როლი[7]. 2017 წელს ითამაშა ფილმში „ლოგანი“, სადაც კიდევ ერთი ცნობილი, გაბრიელა ლოპესის როლი შეასრულა.

2019 წლიდან იგი მონაწილეობს სერიალში „უსირცხვილო“, სადაც ფაიე დონაჰიუს როლს ასრულებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Orange Is the New Black's' Latinas – The Hollywood Reporter The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. November 22, 2013. Archived from the original on February 2, 2015. Retrieved July 29, 2019.
  2. Ortiz, Erik (August 11, 2015). "'Orange is the New Black' actress Elizabeth Rodriguez costars in AMC's 'Fear the Walking Dead'". New York Daily News. Retrieved September 4, 2016.
  3. "Elizabeth Rodriguez | IBDB: The official source for Broadway Information IBDB: The official source for Broadway Information". Internet Broadway Database. The Broadway League. Retrieved May 24, 2015.
  4. "Elizabeth Rodriguez Talks 'All My Children' Cancellation, Susan Lucci Going To 'Desperate Housewives'". The Huffington Post. Retrieved June 12, 2015.
  5. Nellie Andreeva. "Elizabeth Rodriguez Joins NBC 'Prime Suspect' As New Regular". Deadline. Retrieved June 12, 2015.
  6. Michelle McCue. "DOWNTON ABBEY Big Winners At 21st Screen Actors Guild Awards, ". We Are Movie Geeks. Retrieved June 12, 2015.
  7. Ross, Dalton (May 18, 2015). "Fear the Walking Dead: Robert Kirkman reveals new details and casting". Entertainment Weekly. Retrieved May 18, 2015.