დღამში (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი)
დღამში — სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში (ჯგერდის თემი), მდინარე დღამშის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 120 მ, ოჩამჩირიდან 28 კმ.[1] 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[2] მისი ქართული დასახელებაა დღამიში. სახელწოდება წარმოებულია ზანურ-სვანური ტოპონიმების მაწარმოებლი -ში სუფიქსით. 1886 წელს ჯგერდის თემში შედიოდა დღამიშის სახელით. სოფლის სახელი აფხაზურ ყაიდაზეა გაფორმებული და „დღამშ-ი“ (აფხ. Дҕамшь) ეწოდება.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 523-524.
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-01. ციტირების თარიღი: 2011-05-14.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 132.