დოსთ მუჰამადი
დოსთ მუჰამადი (პუშტუ: دوست محمد خان, 23.12. 1793-09.06.1863, ჰერათი)— ავღანეთის ამირა (1834 წლიდან). ბარაქზაის დინასტიის დამფუძნებელი და ავღანეთის ერთ-ერთი გამოჩენილი მმართველი პირველი ინგლის-ავღანეთის ომის დროს.[1][2]
ბიოგრაფია
რედაქტირებაეთნიკურად პუშტუნი, დოსთ მუჰამადი ბარაქზაის ტომის უფროსის მე -11 ვაჟი. მისი დედა ყიზილბაშების ტომიდან იყო[3]. მშობლიური ენის გარდა, დოსთ მოჰამედმა იცოდა თურქული, ურდუ, პენჯაბური და ქაშმირული. 1799 წელს ზემან შაჰ დურანის ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს დოსთ მუჰამადის მამა პაინდა მუჰამედ ხანი.[4][5]
ბარაქზაის ტომის მეთაური გახდა პაინდა ხანის მემკვიდრე, მისი უფროსი ვაჟი ფათჰ ალი ხანი (1778-1819). დოსთ მუჰამადი პირველად მოიხსენიება 1803 წელს. ამ დროს ფათჰ ალი ხანი მაჰმუდ შაჰ დურანის გავლენიანი მინისტრი იყო, ხოლო დოსთ მუჰამადი მისი თანაშემწე გახდა. 1818 წელს მაჰმუდ შაჰ დურანმა თვალები დასთხარა და სიკვდილით დასაჯა. ამის შესახებ რომ შეიტყო, დოსთ მუჰამადმა მოულოდნელად აიღო ქაბული და ტახტზე აიყვანა სულთან ალი, თიმურ შაჰ დურანის ვაჟი, და თავი ვაზირად დიანიშნა. მაჰმუდ შაჰ დურანი 30 000-იანი ჯარით ჰერათიდან დაიძრა დოსთ მუჰამადის წინააღმდეგ. მაჰმუდი დამარცხდა და თავი დროებით ჰერათს შეაფარა.
ამ მოვლენების შემდეგ სადოზაის დინასტიას ფაქტობრივად ბოლო მოეღო. ქაბულში, ფეშავარში, ყანდაარში , ქაშმირში გაბატონდნენ ბარაქზაის დინასტიის წარმომადგენლები. ყველაზე მეტად გაძლიერდა და დაწინაურდა დოსთ მუჰამადი.
დურანის სახელმწიფოს დაშლის (1818) დაშლის შემდეგ განაგებდა (1826/27-იდან) ქაბულისა და ღაზნის სამთავროებს. 1834 წელს თავი ამირად გამოაცხადა და ბარაქზაის დინასტია დააარსა. დოსთ მუჰამადის გამაერთიანებელი პოლიტიკის განხორციელების მცდელობისას წააწყდა დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგობას. 1838 წელს დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთის წინააღმდეგ ომი გააჩაღა. ომოს პირველ ეტაპზე დოსტ მუჰამადი აქტიურად მონაწილეობდა აგრესორებთან ბრძოლაში. 1840 წელს ის ტყვედ ჩაბარდა და გადაასახლეს ინდოეთში. ომში დამარცხვებული ინგლისელები იძულებულბი გახდნენ 1842 წელს ის გაეთავისუფლებინათ. დოსთ მუჰამადი დაბრუნდა ავღანეთში და კვლავ ამირას პოესტი დაიკავა.1855-1863 წლებში შემოიერთა ყანდაარი, აღმოსავლეთ სისტანი, მდინარე ამუდარიის მარცხენა სანაპიროს მიწები, ჰერათი.
დოსთ მუჰამადი ავღანეთის პირველი მმართველი იყო, რომელმაც გადადგა ქმედითი ნაბიჯი რეგულარული არმიის შესაქმნელად და ცენტრალური ხელისუფლების განსამტკიცებლად. მან ხელი მიჰყო ავღანეთის ტერიტორიის გაფართოებას, მაგრამ ვინაიდან ინდოეთისაკენ გზა დახურული იყო, მან ექსპანსიის ობიექტად ჰინუიქუშსა და ამუ-დარიას შორის მდებარე ვრცელი ტერიტორია აქცია, სადაც რამდენიმე ათეული წვრილი და საშუალო უზბეკური და ტაჯიკური სახანო არსბობდა. 1850-1856 წლებში მან ათეული ლაშქრობა მოაწყო ამ სახანოთა წინააღმდეგ და დაიმორჩილა მათი უმრავლესობა. 1863 წელს მან აიღო ჰერათი და ამით თავის ბატონობას დაუმორჩილა თითქმის მთელი ავღანეთი.[6][7]
დოსთ მუჰამადი გარდაიცვალა 1863 წლის 9 ივნისს 70 წლის ასაკში. საკუთარუ ანდერძის თანახმად, ტახტი მემკვიდრეობით გადაეცა მის შვილს შირ ალი ხანს (1863-1866).[8]
დოსთ მოჰამედს ჰყავდა 14 კანონიერი და ერთი უკანონო ცოლი, რომელთაგან შეეძინა 52 შვილი (29 ვაჟი და 23 ქალიშვილი) .
გარე ბმულები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopædia Britannica – Dost Mohammad Khan, "ruler of Afghanistan (1823–63) and founder of the Barakzay dynasty, who maintained Afghan independence during a time when the nation was a focus of political struggles between Great Britain and Russia..."
- ↑ "Anglo-afghan wars", Encyclopaedia Iranica
- ↑ G. T. Vigne. "A personal narrative of a visit to Ghuzni,Kabul,and Afghanistan..."
- ↑ Tarzi, Amin H. "DŌSTMOḤAMMAD KHAN". Encyclopædia Iranica (Online ed.). United States: Columbia University.
- ↑ Adamec, Ludwig W. (2010). The A to Z of Afghan Wars, Revolutions and Insurgencies. Scarecrow Press. p. 105. ISBN 978-0-8108-7624-8.[მკვდარი ბმული] Retrieved 3 April2013.
- ↑ The Rise of Afghanistan, p. 124 // Afghanistan: A Military History from Alexander the Great to the War Against the Taliban. Author: Stephen Tanner. First published in 2002 by Da Capo Press; (revised edition) reprinted in 2009. Philadelphia: Da Capo Press, 2009, 375 pages. ISBN 9780306818264
- ↑ 5. The Rise of Afghanistan, page 126 // Afghanistan: A Military History from Alexander the Great to the War Against the Taliban. Author: Stephen Tanner. First published in 2002 by Da Capo Press; (revised edition) reprinted in 2009. Philadelphia: Da Capo Press, 2009, 375 pages. ISBN 9780306818264
- ↑ One or more of the preceding sentences incorporates text from a publication now in the public domain: "Dost Mahommed Khan". Encyclopædia Britannica. 8 (11th ed.). Cambridge University Press. p. 438.