დოროთეა ბეითი
დოროთეა მინოლა ელის ბეითი (ასევე ცნობილია როგორც დოროთი ბეითი; ლონდონის გეოლოგიური საზოგადოების წევრი; დ. 8 ნოემბერი, 1878 ― გ. 13 იანვარი, 1951) ― უელსელი პალეონტოლოგი და ზოოარქეოლოგიის პიონერი. მისი შრომების დიდი ნაწილი ბოლო დროს გადაშენებული ძუძუმწოვრების ნამარხი ნაშთების კვლევაზე იყო ორიენტირებული და მიზნად ისახავდა, გაერკვია, როგორ და რატომ წამოიქმნებოდა გიგანტური და ჯუჯა ფორმები.[3]
დოროთეა ბეითი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 8 ნოემბერი, 1878[1] |
დაბ. ადგილი | Napier House[2] |
გარდ. თარიღი | 13 იანვარი, 1951[1] [2] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | Westcliff-on-Sea[2] |
მოქალაქეობა |
გაერთიანებული სამეფო დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ანთროპოლოგი, პალეონტოლოგი[1] , ორნითოლოგი, არქეოლოგი და ზოოლოგი |
მუშაობის ადგილი | ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმი[1] |
ჯილდოები | Wollaston Fund[2] და გეოლოგიური საზოგადოების წევრი[2] |
ადრეული წლები და ოჯახი
რედაქტირებადოროთეა ბეითი ნაპირ-ჰაუზში,[4] კარმართენში, კარმართენშირში დაიბადა, პოლიციის ზედამხედველის, ჰენრი რეჯინალდ ბეითისა და ელიზაბეთ ფრეიზერ უაითჰილის ოჯახში დაიბადა. ჰყავდა უფროსი და და უმცროსი ძმა.[5] ბეითმა მცირე ფორმალური განათლება მიიღო და ერთხელ აღნიშნა, რომ „განათლების მიღება მხოლოდ მცირე ხნით შეაწყვეტინა სკოლამ“.[5] 34 წლის ასაკში მისმა ძმამ ფეხი მოიტეხა და 18 თვის მანძილზე მის მშობლებს უვლიდა. მოგვიანებით ოჯახს მისთვის არაფერი უანდერძებია, რათა მის ძმას საკმარისი მზითევი ჰქონოდა მდიდარ ქალზე დასაქორწინებლად.[6]
კარიერა
რედაქტირება1898 წელს, 19 წლის ასაკში, ბეითმა ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმში სამსახური იშოვა. იგი ფრინველთა კანს ახარისხებდა ფრინველთა ზოოლოგიის განყოფილების ოთახში, მოგვიანებით კი ნამარ ნაშთებს ამზადებდა.[7] ბეითი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც მუზეუმში როგორც მეცნიერი, ისე დაასაქმეს.[4] ბეითი მუზეუმში 50 წლის მანძილზე დარჩა და ორნიტოლგია, პალეონტოლოგია, გეოლოგია და ანატომია შეისწავლა. მუზეუმში მას დამუშავებული ნამარხი ნაშთების რაოდენობის მიხედვით უხდიდნენ.[5]
1901 წელს ბეითმა პირველი სამეცნიერო სტატია „მოკლე ანგარიში ვაის ხეობის კარბონული სისტემის კირქვის ძვლის გამოქვაბულის შესახებ“, რომელიც ჟურნალ Geological Magazine გამოქვეყნდა. სტატიაში პლეისტოცენის ხანის პატარა ძუძუმწოვრების ძვლები იყო გამოკვლეული.[5]
იმავე წელს კვიპროსს ეწვია, სადაც საკუთარი სახსრებით 18 თვის მანძილზე დარჩა. ძიების დროს ბეითმა გამოქვაბულებში 12 ახალი დეპოზიტი აღმოაჩინა, მათ შორის Hippopotamus minor-ის ძვლებიც.[5] 1902 წელს სამეფო საზოგადოებისგან ძლივს მოპოვებული გრანტით, კვიპროსში გათხრების დროს, კირენიის გამოქვაბულში ჯუჯა სპილოების ახალი სახეობები აღმოაჩინა, რომელთაც Elephas cypriotes უწოდა, მოგვიანებით კი სამეფო საზოგადოებისთვის მომზადებულ ნაშრომში აღწერა.[8][9] კვიპროსში ყოფნის დროს ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს აკვირდებოდა და არაერთი ნაშრომი მოამზად, რომლებშიც სხვა მასალებთან ერთად Acomys nesiotes და Troglodytes troglodytes cypriotes-ის სუბსახეობებიც აღწერა.[5]
შემდეგში ბეითმა ხმელთაშუაზღვისპირეთის სხვა კუნძულებზე, მათ შორის: კრეტაზე, კორსიკაზე, სარდინიაზე, მალტასა და ბალეარის კუნძულებზე იმოგზაურა და ამ კუნძულების პრეისტორიული ფაუნის შესახებ ნაშრომი გამოაქვეყნა. 1909 წელს ბალეარის კუნძულებზე მანამდე უცნობი სახეობა Myotragus balearicus აღმოაჩინა. კატის პლატოზე, აღმოსავლეთ კრეტაზე ბეითმა კრეტული ჯუჯა ჰიპოპოტამის ნაშთები აღმოაჩინა.[10] კრეტაზე ის კნოსოსის გათხრების მონაწილე არქეოლოგებსაც შეხვდა, მათ შორის, არტურ ევანსსაც, რომლებიც იმ დროს მინოსის კულტურას იკვლევდნენ.[3]
1920-იანი წლების ბოლოს ბეითმა ბრიტანეთის კონტროლირებად პალესტინაში იმოგზაურა. ბეითი დოროთი გაროდმა მიიწვია, რომელიც შემდეგში კემბრიჯის უნივერსიტეტის პირველი ქალი პროფესორი გახდა და ბრიტანეთის სამხედრო გუბერნატორის დავალებით ხაიფაში გათხრებს აწარმოებდა. ბეთლემში ბეითმა და ელინორ რაიტ გარდნერმა გადაშენებული სპილოს ჯიშები და პრეისტორიული გიგანტური კუ აღმოაჩინეს. მათ აგრეთვე დაასკვნეს, რომ ბეთლემის პირველი ადამიანი ბინადრები ცხოველებზე ნადირობდნენ.[11]
ბოლო წლები, გარდაცვალება, მემკვიდრეობა
რედაქტირებაბევრი არქეოლოგი და ანთროპოლოგი ნამარხი ძვლების იდენტიფიცირებისას დოროთეა ბეითის ექსპერტობას ეყრდნობოდა, მათ შორის: ლუის ლიკი, ჩარლზ მაკბარნი და ჯონ დესმონდ კლარკი.[5]
მეორე მსოფლიო ომის დროს ბეითი ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმის გეოლოგიის დეპარტამენტიდან ტრინგის ზოოლოგიურ განყოფილებაში გადავიდა. 1948 წელს განყოფიელბის ოფიცრად დაინიშნა. კიბოს მიუხედავად 1951 წლის 13 იანვარს გულის შეტევისგან გარდაიცვალა და როგორც ქრისტიან მეცნიერს, კრემაცია გაუკეთეს. მისი გარდაცვალებიდან მცირე ხნის შემდეგ პირადი ნაწერები სახლში გაჩენილი ხანძრისას განადგურდა.[7] ტრინგის სამუშაო მაგიდაზე ბეითს სამომავლოდ დასაწერი სტატიების სია ჰქონდა, რომლის ბოლოშიც „გედის სიმღერა“ ეწერა.[5]
2005 წელს ლონდონის ბუნებისმეტყველების მუზეუმში პროექტის ფარგლებში დოროთეა ბეითის ფაქსიმილე შეიქმნა. კარლ ლინესთან, მერი ენინგთან და უილიამ სმითთან ერთად გამოფენაზე მისი ცხოვრებისა და აღმოჩენების შესახებ ისტორიები და ანეკდოტებია წარმოდგენილი.[7]
მის ბიოგრაფიაში დოროთეას აღმოჩენა: ნამარხ ნაშთებზე მონადირე პიონერის, დოროთეა ბეითის ცხოვრება“, ქეროლინ შაინდლერი ბეითს შემდეგნაირად აღწერს: „მახვილგონიერი, ჭკვიანი და გულადი“.[7]
რჩეული ნაშრომები
რედაქტირება- A short account of a bone cave in the Carboniferous limestone of the Wye valley, Geological Magazine, new series, 4th decade, 8 (1901), pp. 101–6
- Preliminary Note on the Discovery of a Pigmy Elephant in the Pleistocene of Cyprus (1902–1903)[8]
- Further Note on the Remains of Elephas cypriotes from a Cave-Deposit in Cyprus (1905)[12]
- On Elephant Remains from Crete, with Description of Elephas creticus (1907)[13]
- Excavation of a Mousterian rock-shelter at Devil's Tower, Gibraltar (with Dorothy Garrod, L. H. D. Buxton, and G. M. Smith, 1928)[14]
- A Note on the Fauna of the Athlit Caves (1932)[15]
- The Stone Age of Mount Carmel, volume 1, part 2: Palaeontology, the Fossil Fauna of the Wady el-Mughara Caves (with Professor Dorothy Garrod, 1937)[16]
წოდებები
რედაქტირება1940 წელს დოროთეა ბეითი გეოლოგიური საზოგადოების წევრად აირჩიეს.[4] 2017 წლის 6 დეკემბერს ბეითის დაბადების ადგილას კარმართენის სამოქალაქო საზოგადოებამ ლურჯი ფილა მოათავსა.[17]
პორტრეტი
რედაქტირებაახალგაზრდა ბეიტის სურათი, რომელიც აკვარელით მისმა დამ შეასრულა, ბუნებისმეტყველების მუზეუმში ინახება. ნახატში ბეითს თეთრი მაქმანითა და დიდი ვარდისფერი ვარდით მორთული შავი კაბა აცვია.[5]
ლიტერატურა
რედაქტირება- Shindler, Karolyn: Discovering Dorothea: the Life of the Pioneering Fossil-Hunter Dorothea Bate (London, Harper Collins, 2005, 390pp, 48 black and white plates) ISBN 0-00-257138-2
- Miss D. M. A. Bate (Obituary) in Nature, London, 167, pp. 301–302.
- Miss Dorothea Bate, obituary in The Times, 23 January 1951
- Nicholas, Anna: Goats from a Small Island (London, Summersdale, 2009, 320pp, ISBN 978-1-84024-760-2
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science: Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 1. — P. 90. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Oxford Dictionary of National Biography / C. Matthew — Oxford: OUP, 2004.
- ↑ 3.0 3.1 Making no bones about hunting fossils at telegraph.co.uk dated 4 July 2005 (accessed 5 March 2013)
- ↑ 4.0 4.1 4.2 „Dorothea Bate: Carmarthen scientist gets blue plaque“. BBC News. 6 December 2017. ციტირების თარიღი: 6 December 2017.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 Bate, Dorothea Minola Alice (1878–1951), palaeontologist by Karolyn Shindler in Dictionary of National Biography online (accessed 23 November 2007)
- ↑ Fara, Patricia (2018) A lab of one's own. Oxford University Press, გვ. 333. ISBN 9780198794981.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 Review by Miles Russell დაარქივებული 2011-06-06 საიტზე Wayback Machine. of Discovering Dorothea: the Life of the Pioneering Fossil-Hunter Dorothea Bate by Karolyn Shindler at ucl.ac.uk (accessed 23 November 2007)
- ↑ 8.0 8.1 Bate, Dorothy M. A.: Preliminary Note on the Discovery of a Pigmy Elephant in the Pleistocene of Cyprus in Proceedings of the Royal Society of London Vol. 71 (1902–1903), pp. 498–500
- ↑ Dorothea Bate, Cyprus work diary 1901–02, 3 volumes, Natural History Museum's earth sciences library, palaeontology MSS
- ↑ Evans, Arthur: The Early Nilotic, Libyan and Egyptian Relations with Minoan Crete in The Journal of the Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland Vol. 55, Jul. – Dec. 1925 (Jul. – Dec. 1925), pp. 199–228
- ↑ (2017) Bethlehem: Biography of a Town. Hachette UK, გვ. 20–21. ISBN 9781472128638.
- ↑ ’’Further Note on the Remains of Elephas cypriotes from a Cave-Deposit in Cyprus’’ by Dorothea M. A. Bate in Philosophical Transactions of the Royal Society of London, Series B, Containing Papers of a Biological Character, Vol. 197 (1905), pp. 347–360
- ↑ Bate, D.M.A. 1907. On Elephant Remains from Crete, with Description of Elephas creticus sp.n. Proc. zool. Soc. London. pp. 238–250.
- ↑ Garrod, D. A. E., Buxton, L. H. D., Elliot Smith, G. & Bate, D. M. A. (1928) Excavation of a Mousterian Rock-shelter at Devil's Tower, Gibraltar in Journal of the Royal Anthropological Institute 58, pp. 91–113
- ↑ A Note on the Fauna of the Athlit Caves by Dorothea M. A. Bate in The Journal of the Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland, Vol. 62, Jul. – Dec. 1932 (Jul. – Dec. 1932), pp. 277–279
- ↑ D. A. Garrod, D. M. A. Bate, Eds., The Stone Age of Mount Carmel, Volume 1: Excavations at the Wady El-Mughara (Clarendon Press, Oxford, 1937)
- ↑ Pioneering scientist Dorothea Bate receives blue plaque recognition | Natural History Museum en. Natural History Museum. ციტირების თარიღი: 8 December 2017