მერი ენინგი
მერი ენინგი (დ. 21 მაისი, 1799 ― დ. 9 მარტი, 1847) ― ინგლისელი ნამარხი ნაშთების კოლექციონერი, დილერი და პალეონტოლოგი, რომელიც მსოლფიოში ცნობილია სამხრეთ-დასავლეთ ინგლისში, დორსეტში, ინგლისის არხის კლდეებში იურული პერიოდის საზღვაო ნამარხი ნაშთების კვლევით. ენინგმა დიდი წვლილი შეიტანა პრეისტორიული ცხოვრებისა და დედამიწის ისტორიის შესახებ სამეცნიერო აზროვნების ცვლილებაში.
მერი ენინგი |
---|
მთელი ცხოვრების მანძილზე ენინგს ფინანსურად უჭირდა. სქესის გამო, ენინგს ლონდონის გეოლოგიურ საზოგადოებაში გაწევრიანება არ შეეძლო და მისი სამეცნიერო წვლილიც სათანადოდ არ ყოფილა აღიარებული. გარდა ამისა, მისმა მეგობარმა, გეოლოგმა ჰენრი დე ლა ბეშმა, რომელმაც Duria Antiquior, პრეისტორიული ცხოვრების პირველი ფართო მხატვრული რეპრეზენტაცია დაასურათა, მეტწილად ენინგის მიერ მოპოვებულ ნამარხ ნაშთებზე იყო დაფუძნებული. ენინგი ბრიტანეთის, ევროპისა და ამერიკის გეოლოგიურ წრეებში ცნობილი გახდა და ანატომიისა და ნამარხი ნაშთების შეგროვებასთან დაკავშირებით ხშირად მიმართავდნენ საკონსულტაციოდ. მის სიცოცხლეში მხოლოდ ერთი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა ბუნების ისტორიის ჟურნალში (Magazine of Natural History) 1839 წელს.
1847 წელს ენინგის გარდაცვალების შემდეგ მისი უჩვეულო ცხოვრებისადმი ინტერესი გაიზარდა. ენინგის ცხოვრების შესახებ ანონიმური სტატია 1865 წლის თებერვალში ჩარლზ დიკენსის ლიტერატურულ ჟურნალში All the Year Round გამოქვეყნდა. „მერი ენინგი, ნამარხი ნაშთების მაძიებელი“ დიდი ხნის მანძილზე დიკენსს მიეწერებოდა, მაგრამ 2014 წელს პალეონტოლოგიის ისტორიკოსებმა, მაიკლ ე. ტეილორმა და ჰიუ ს. ტორენსმა მის ავტორად ჰენრი სტიუარტ ფაგანი დაასახელეს და აღნიშნეს, რომ ფაგანის ნაშრომი „არც ორიგინალური და არც სანდოა“ და „ენინგის ლიტერატურის შესახებ ისეთ შეცდომებს შეიცავს, რომლებიც დღემდე პრობლემატურია“. ფაგანმა მისი ნაშრომის დიდი ნაწილი ენინგის ცხოვრებისა და ნაშრომების შესახებ დაწერილი უფრო ადრეული წყაროდან აიღო, რომელიც დორსეტის მკვიდრს, ჰენრი როულენდ ბრაუნს ეკუთვნოდა.[1]
ცხოვრება და კარიერა
რედაქტირებაბავშვობის წლები
რედაქტირებამერი ენინგი 1799 წლის 21 მაისს დორსეტში, ლაიმ-რიჯისში დაიბადა.[2] მამამისი, რიჩარდ ენინგი (დაახლოებით 1766-1810) დურგალი იყო, რომელიც შემოსავალს მახლობლად მდებარე კლდეების ნამარხი ნაშთების მოძიებაში იყენებდა და ტურისტებზე ყიდდა. დედამიის, მერი მური (დაახლოებით 1764-1842) ცნობილი იყო როგორც მოლი. ენინგის მშობლები 1793 წლის 8 აგვისტოს დაქორწინდნენ ბლენდფორდ-ფორუმში და ლაიმში გადავიდნენ საცხოვრებლად. შელი ენინგი წერს, რომ ენინგის ოჯახი ზღვის მახლობლად ცხოვრობდა და შტორმის შემდეგ ენინგის სახლი ხშირად იტბორებოდა.[3]
მოლისა და რიჩარდს ათი შვილი ჰყავდა.[4] პირველი შვილი, რომელსაც ასევე მერი ერქვა, 1794 წელს დაიბადა. მეორე შვილიც გოგო შეეძინათ, რომელიც მალე გარდაიცვალა. იოზეფი 1796 წელს დაიბადა, კიდევ ერთი ვაჟი კი 1798 წელს, რომელიც ჩვილობისას გარდაიცვალა. დეკემბერში მათი უფროსი შვილი (პირველი მერი) ოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა, როდესაც ტანსაცმელს ცეცხლი წაეკიდა.[3]1798 წლის 27 დეკემბერს Bath Chronicle-ში გამოქვეყნდა სტატია ამ ინციდენტის შესახებ: „ბატონ რ. ენინგის, ლაიმელი დურგლის 4 წლის შვილი, რომელიც დედამ ხუთი წუთით მარტო დატოვა... ოთახში, სადაც ნახერხი ინახებოდა ... გოგონას ტანსაცმელს ცეცხლი წაეკიდა და გოგონა დამწვრობისგან გარდაიცვალა“.[5]
ენინგი ხუთი თვის შემდეგ დაიბადა და სახელი გარდაცვლილი დის პატივსაცემად დაარქვეს. ენინგების ოჯახის დანარჩენი შვილებიდანაც 2 წელზე დიდხანს არცერთს უცოცხლია. მხოლოდ მერი ენინგმა და იოზეფმა მიაღწიეს მოზარდობის ასაკს. ენინგების ოჯახში ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონე უჩველო არ ყოფილა. XIX საუკუნის გაერთიანებულ სამეფოში დაბადებულ ბავშვების თითქმის ნახევარი 5 წლამდე იღუპებოდა. XIX საუკუნეში ლაიმ-რიჯისში წითელასაგან ჩვილების გარდაცვალების შემთხვევები ხშირი იყო.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Berkeley, Edmund; Berkeley, Dorothy Smith (1988), George William Featherstonhaugh: The First U.S. Government Geologist, University of Alabama Press
- Brice, William (2001), Hugh S. Torrens, History of Geology Division Award, Citation, Geological Society of America, http://gsahist.org/v25n01/01awardee00.htm. წაკითხვის თარიღი: 11 May 2010 დაარქივებული 20 July 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
- Gordon, Elizabeth Oak (1894), The life and correspondence of William Buckland, D.D., F.R.S, John Murray, https://books.google.com/books?id=2OALAAAAMAAJ
- Grant, Johnson (1825), A Memoir of Miss Frances Augusta Bell, Hatchard & Son, https://books.google.com/books?id=AdTYtwJTb-wC
- Home, Everard (1819), "Reasons for Giving the Name Proteo-Saurus to the Fossil Skeleton Which Has Been Described", Philosophical Transactions of the Royal Society of London 109: 212–216,
- Howe, S. R.; Sharpe, T.; Torrens, H. S. (1981), Ichthyosaurs: a history of fossil 'sea-dragons', National Museum Wales, ISBN 978-0-7200-0232-4
- McGowan, Christopher (2001), The Dragon Seekers, Persus Publishing, ISBN 978-0-7382-0282-2, https://archive.org/details/dragonseekershow00mcgo_0
- Rudwick, Martin J.S. (1992), Scenes from Deep Time: Early Pictorial Representations of the Prehistoric World, The University of Chicago Press, ISBN 978-0-226-73105-6
- Rudwick, Martin J.S. (2008), Worlds Before Adam: The Reconstruction of Geohistory in the Age of Reform, The University of Chicago Press, ISBN 978-0-226-73128-5
- Sharpe, T.; McCartney, Paul J. (1998), The Papers of H.T. De la Beche (1796–1855) in the National Museum of Wales, National Museum Wales, ISBN 978-0-7200-0454-0, https://books.google.com/books?id=WtCV8AlSBiMC&pg=PA59
- Torrens, Hugh (1995), "Mary Anning (1799–1847) of Lyme; 'The Greatest Fossilist the World Ever Knew'", The British Journal for the History of Science 25 (3): 257–284,
დამატებითი საკითხავი
რედაქტირებაწიგნები და ჟურნალები
რედაქტირება- Anholt, Laurence (2006), Stone Girl Bone Girl: The Story of Mary Anning, Frances Lincoln Publishers, ISBN 978-1-84507-700-6
- Atkins, Jeannine (1999), Mary Anning and the Sea Dragon, Farrar Straus Giroux, ISBN 978-0-374-34840-3
- Brown, Don (2003), Rare Treasure: Mary Anning and Her Remarkable Discoveries, Houghton Mifflin Co, ISBN 978-0-618-31081-4
- Day, Marie (1995), Dragon in the Rocks: A Story Based on the Childhood of the Early Paleontologist, Mary Anning, Maple Tree Press, ISBN 978-1-895688-38-2
- Gayrard-Valy, Yvette (1 March 1994), Fossils: Evidence of Vanished Worlds, "Abrams Discoveries" series, Harry N. Abrams Inc, ISBN 978-0-8109-2824-4, https://archive.org/details/fossilsevidenceo00gayr
- Goodhue, Thomas W (2005), "Mary Anning: the fossilist as exegete", Endeavour 29 (1): 28–32, , PMID 15749150
- Norman, DB (1999), "Mary Anning and her times: the discovery of British palaeontology (1820–1850)", Trends Ecol. Evol. 14 (11): 420–421, November 1999, , PMID 10511714
სხვა
რედაქტირება- Mary Anning (1799–1847).
- Collections and research: Mary Anning.
- Mary Anning (1799–1847). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 5 მარტი 2022.
- Pepper, Fiona; Street, Julie. „Mary Anning inspired 'she sells sea shells' — but she was actually a legendary fossil hunter“. Late Night Live. Australian Broadcasting Corporation. (article and podcast)
- Tappenden, Roz. (16 October 2020) Ammonite: Who was the real Mary Anning?.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Taylor, M. A. and Torrens, H. S. (2014). An Anonymous Account of Mary Anning (1799-1847), Fossil Collector of Lyme Regis, Dorset, England, Published in All The Year Round in 1865, and its Attribution to Henry Stuart Fagan (1827-1890), Schoolmaster, Parson, and Author. Proceedings of the Dorset Natural History & Archaeological Society, 135, 71-85.
- ↑ „Mary Anning“. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 7 March 2018.
- ↑ 3.0 3.1 Emling 2009, p. 11–14
- ↑ 4.0 4.1 Goodhue 2002, p. 10
- ↑ Cadbury 2000, p. 5–6