დომენიკე მუღაშაშვილი

დომენიკე მუღაშაშვილი (პაწაძე, მუღაშოვი-პაწაძე; დ. წ. უცნობია — გ. 28 ოქტომბერი, 1911, სოფ. სკრა, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კათოლიკე სასულიერო პირი.

პადრე დომენიკე მუღაშაშვილი

წარმოშობით სამცხის ქართველ კათოლიკეთა ოჯახიდან. დაამთავრა კონსტანტინოპოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერთან პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული სასულიერო სემინარია 1890 წელს. შემდეგ ძირითადად თბილისსა და გორში მოღვაწეობდა. 1906 წელს თბილისში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ქართველ კათოლიკეთა ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“. ავტორია ნაშრომისა „შემოკლებული საღმთო ისტორია კათოლიკეთათვის დომინიკე მუღაშაშვილის მიერ“ (თბ., 1904). 1907 წელს მუღაშაშვილმა სამცხის სოფელ ხიზაბავრიდან 25 ოჯახი გორის მაზრის სოფელ სკრასთან საკუთარი სახსრებით დაასახლა; ახალშენს უწოდეს ბეთლემი. 1911 წელს ყაჩაღებმა მოკლეს სკრაში. დაკრძალულია გორის ქართველ კათოლიკეთა ყოფილი ეკლესიის ეზოში (ამჟამად გორის საკათედრო ტაძარი).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება