დოლრასწვერი
მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში და ყაბარდო-ბალყარეთში
დოლრასწვერი[1] — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მდინარე ენგურის მარჯვენა შენაკადის — დოლრაჭალის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3700 მ. დოლრასწვერი აგებულია კრისტალური ფიქლებით და გრანიტოიდებით. დაფარულია მუდმივი თოვლით. მწვერვალის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთაზე არის ხეობის ტიპის მყინვარი დოლრა.
დოლრასწვერი | |
---|---|
კოორდინატები: 43°10′40″ ჩ. გ. 42°32′33″ ა. გ. / 43.177778° ჩ. გ. 42.542694° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
სიმაღლე | 3700 მ |
ქედი | სვანეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | ფიქალი და გრანიტოიდი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 477.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 38.