დოგუზაანი
დოგუზაანი — ნასოფლარი საქართველოში, ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდ. ჭურთის (ქსნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1070 მ-ზე, დაბა ახალგორიდან 27 კმ-ში.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რედაქტირება1922-1990 წლებში შედიოდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონში (დორეთკარის სოფსაბჭო), ოლქის გაუქმების შემდეგ — მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ახალგორის რაიონში (ლარგვისის თემი). 1989 და 2002 წლების აღწერებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა აღარ იყო. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სსიპ ახალგორის მუნიციპალიტეტის დარეგისტრირების დროისთვის (2006) დოგუზაანი დასახლებულ პუნქტებს შორის აღარ მოიხსენიება. 2008 წლიდან მოქცეულია რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 603.
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. ?.